სალნიკი, კალოტკა, კლაპანი, მიგალკა... - საავტომობილო ლექსიკა, რომლის ქართული შესატყვისები ბევრისთვის უცნობია
სალნიკი, კალოტკა, კლაპანი, მიგალკა... - საავტომობილო ლექსიკა, რომლის ქართული შესატყვისები ბევრისთვის უცნობია
ყველა საზოგადოებას მისთვის დამახასიათებელი ლექსიკა აქვს. ასე, მაგალითად, ფორუმებზე დამკვიდრებული სასაუბრო ენა და ზოგიერთი გამონათქვამები მათთვის, ვინც ფორუმებს იშვიათად იყენებს, შესაძლოა, გაუგებარი იყოს. ასევეა მძღოლების შემთხვევაშიც. ხშირ შემთხვევაში ისინი იყენებენ ათეულობით უცხო სიტყვას, რომლის მნიშვნელობა ადამიანებს, რომელთაც მანქანა არ ჰყავთ, არ ესმის, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე ისეთი სლენგიც, რომელიც მანქანების ხელოსნებშია დამკვიდრებული და ის ბევრი მძღოლისთვისაც კი გაუგებარია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სლენგები იმდენად არის დამკვიდრებული, რომ ბევრ ჩვენგანს მათ ქართულ შესატყვისებზე წარმოდგენაც არ აქვთ...

ერთ-ერთ ფორუმზე გაიხსნა თემა, რომელიც საავტომობილო ლექსიკას მიეძღვნა. ფორუმელმა თავი მოუყარა საავტომობილო ლექსიკას და მათ ქართულ შესატყვისებს:

სალნიკი - ჩობალი
კალოტკა - ხუნდი
კრესტავინა - ჯვარედინი
პადშებნიკი - საკისარი
ვალი - ლილვი
კარდანის ვალი - კარდანის ლილვი
რასპრედვალი - გამანაწილებელი ლილვი
კალენვალი - მუხლა ლილვი
პედალი - სატერფული
პორშენი - დგუში
შატუნი - ბარბაცა
მახავიკი - მქნევარა
რუჩნიკი - ხელის მუხრუჭი
კლაპანი - სარქველი
გლუშიწელი-მაყუჩი
ლებიოდკა - ჯალამბარი
რული - საჭე
პრისკი - შეფრქვევა
რემენი - ღვედი
ცეპლენია - გადაბმულობა
ტორმუზი - მუხრუჭი
სვეჩი - სანთელი
ზაპასკა -სათადარიგო საბურავი
დალნი - შორსმაშუქი
ბლიჟნი - ახლომაშუქი
მიგალკა - მაჭუტი
ლიუფტი - ფოლხვა
რაზვადნოი კლუჩი- ქანჩქამანდი
ატვიორტკა - სახრახნისი
პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა
პრაკლადკა - საფენი, სადები
პადვესკა - დაკიდების სისტემა
რაზდატკა - გამანაწილებელი
ნასოსი - ტუმბო
ჟეშტიანშიკი - მეთუნუქე
მალიარი - მღებავი
ტოკარი - ხარატი
რაზვალი - თვლების ნახარი
კრილო - ფრთა
ვოზდუხამერი - ჰაერმზომი
რიჩაგი - ბერკეტი
სტუპიცა - მორგვი
კოლიცო - რგოლი
ვიჟიმნოი - დამწოლი ქურო
შარავოი - ბურთულსა სახსარი
დაჩიკი - მაჩვენებელი, სენსორი
ტიაგა - შემაერთებელი ღერძი
ნაკანეჩნიკი - შემაერთებელი ღერძის ბუნიკი
სტერჟენი - სტაბილიზაციის ძელის კავშირი
სუხოი - სტაბილიზაციის ძელი
რულავოი კალონკა - საჭის კბილანა სადგარი
პადსოსი - სასი
პლიტა - გადაბმულობის ფილა
ვტულკა - მილისი
რაზვალნი ვტულკა - საილენტბლოკი (პირდაპირი თარგმანი საშინელია და არ ღირს გამოყენება)
როლიკი - გორგოლაჭი
პილნიკი -  მტვერდამცავი
კლადიში - შუასადები
კლემა - ლარტყა
ბარდაჩოკი  -უჯრა
ბაბინა - როჭი
დვორნიკი - საქარე მინის გამწმენდი
ლუფტი- ფოლხვა
შპილკა-სარჭი

თუმცა, არსებობს რამდენიმე სლენგი, რომელსაც ავტორმა ვერ მოუძებნა ქართული შესატყვისი. ჩაერთეთ, ერთად შევადგინოთ საავტომობილო ლექსიკონი :)

"სათარგმნია" შემდეგი სიტყვები:
ზაგლუშკა-
აბივკა-
მუფტა-
გიტარა -
ხამუტი -
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიყვარს მოგზაურობა? გჭირდება კეპმერი - ფურგონი, რომელიც აღჭურვილია  კომფორტული პირობებით. ერთი სიტყვით, ეს არის სახლი ბორბლებზე.
უსაფრთხოება გზებზე - პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ავტო-გაჯეტი არსებობს. 
ოსტინ ჰეთფილდი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მან მთელი ბავშვობა გაატარა თავის მამასთან ერთად, რომელიც ავტომობილების მექანიკოსია...
ფაქტია, ასეთ BMW-ს ქუჩაში ვერ ნახავ, თუმცა, ის იდეალურად ჩაეწერება რომელიღაც ავტორბოლის სიმულაციაში.
საქართველოში ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველ მე-4 მოქალაქეს ჰყავს კერძო ავტომობილი.
ხშირად ხდება ისე, რომ ხედავ ძალიან მაგარ მანქანას. როცა ჩერდები და აკვირდები, ხვდები, რომ მანქანა არის ჩვეულებრივი, ხოლო დისკები - ძალიან მაგარი.
საბჭოთა კავშირმა უცხოური ავტომობილების კოპირება "Ford"-ის მანქანის ასლის შექმნით დაიწყო
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატის ავტომობილების შთამბეჭდავი სია
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...