საქართველოში ხელოსნებისა და ნაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების სრული ბაზა autobild.ge-ზე
საქართველოში ხელოსნებისა და ნაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების სრული ბაზა autobild.ge-ზე
სამწუხაროდ, ჩვენს ავტომობილებს ხშირად სჭირდებათ შეკეთება. გარდა იმისა, რომ ქართველებს ძირითადად გვყავს ძველი ავტომობილები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ შეკეთება, შედარებით, ან სრულიად ახალ მანქანებსაც არცთუ იშვიათად უწევთ პერიოდული სერვისი.

იმის გამო, რომ კარგი ხელოსნების პოვნა არც ისე ადვილია და ქართველი მძღოლები ნაწილების შოვნის პრობლემის წინაშეც ხშირად ვდგებით, ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ვებგვერდზე autobild.ge შეიქმნა ხელოსნების, ნაწილების მაღაზიებისა და სერვის-ცენტრების დიდი ბაზა, რომელშიც პირველ ეტაპზე თბილისის 400-მდე ობიექტია შეყვანილი.

► autobild.ge-ს ავტოცნობარის მეშვეობით თითოეულ მძღოლს შეუძლია მოძებნოს სასურველი სერვისცენტრი, პროფილაქტიკა, ხელოსანი ან იმ ნაწილის მაღაზია, რომელსაც ეძებს.

► autobild.ge-ს ავტოცნობარს აქვს მაქსიმალურად მოხერხებული საძიებო სისტემა - ძებნისას შესაძლებელია გაფილტრვა მარკის, მოდელის, სფეროს (რას აკეთებს, რას ყიდის) მიხედვით.

► autobild.ge-ს ავტოცნობარში ყველა ობიექტი მონიშნულია თბილისის რუკაზე, რაც სასურველი პროფილაქტიკის, ხელოსნის თუ მაღაზიის მიგნებაში დაგეხმარებათ.

► თითოეულ ობიექტს აქვს რეიტინგის მინიჭების ფუნქცია - მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს თითოეული ობიექტი, რის შემდეგაც სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რამდენად კარგია ან რამდენად ცუდია ეს ობიექტი.

► ავტოცნობარში ყველა ობიექტს მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი, რაც საშუალებას მოგცემთ, დარეკოთ და წინასწარ ჩაეწეროთ ამა თუ იმ ხელოსანთან ან გაიგოთ, აქვთ თუ არა თქვენთვის სასურველი ნაწილი ამა თუ იმ მაღაზიაში და თუ აქვთ, რა ღირს ეს ნაწილი.

► ავტოცნობარში ობიექტების დამატება უფასოა. ასე რომ, თუკი გამოგვიგზავნით საკონტაქტო ინფორმაციასა და საქმიანობის აღწერას, ამ სიას თქვენი ობიექტი აუცილებლად დაემატება.

ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართია: autobild@palitra.ge
ან მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე: Auto Bild Georgia

ცნობარის ლინკი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიყვარს მოგზაურობა? გჭირდება კეპმერი - ფურგონი, რომელიც აღჭურვილია  კომფორტული პირობებით. ერთი სიტყვით, ეს არის სახლი ბორბლებზე.
უსაფრთხოება გზებზე - პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ავტო-გაჯეტი არსებობს. 
ოსტინ ჰეთფილდი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მან მთელი ბავშვობა გაატარა თავის მამასთან ერთად, რომელიც ავტომობილების მექანიკოსია...
ფაქტია, ასეთ BMW-ს ქუჩაში ვერ ნახავ, თუმცა, ის იდეალურად ჩაეწერება რომელიღაც ავტორბოლის სიმულაციაში.
საქართველოში ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველ მე-4 მოქალაქეს ჰყავს კერძო ავტომობილი.
ხშირად ხდება ისე, რომ ხედავ ძალიან მაგარ მანქანას. როცა ჩერდები და აკვირდები, ხვდები, რომ მანქანა არის ჩვეულებრივი, ხოლო დისკები - ძალიან მაგარი.
საბჭოთა კავშირმა უცხოური ავტომობილების კოპირება "Ford"-ის მანქანის ასლის შექმნით დაიწყო
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატის ავტომობილების შთამბეჭდავი სია
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილების საშუალებით, მოქალაქეების თვალში სამართალდამცავთა პრესტიჟს გაზრდის...
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...