ტოპ-10 ყიდვადი საავტომობილო მარკა საქართველოში
ტოპ-10 ყიდვადი საავტომობილო მარკა საქართველოში
საქართველოში ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველ მე-4 მოქალაქეს ჰყავს კერძო ავტომობილი. მართალია, ეს არ არის გამოწვეული ჩვენი ცხოვრების დონითა და ”განიერი” ქუჩების სიცარიელით, თუმცა, ეს ნამდვილად განსაზღვრავს ჩვენს სიყვარულს ავტომობილებისადმი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ნამდვილად აღინიშნება ავტო-ბუმი, რამაც ნამდვილად ააჭრელა ჩვენი ქვეყნის გზები. ADAMI.ge-ის რედაქცია დაინტერესდა, თუ რომელი ავტომობილებია უფრო მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის და კერძოდ, რას ირჩევენ მამაკაცები.

კვლევისთვის სტატისტიკა მოგვაწოდა ვებ-პორტალმა auto.saqme.ge-მ.
მიღებული მონაცემებით, საქართველოში ავტომობილთა 63%-ს მსუბუქი მანქანები შეადგენს, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილები დაახლოებით - 22%-ს. ჩვენ გამოვყავით ტოპ-10 ყველაზე ყიდვადი საავტომობილო მარკა:
Adami
Auto.Saqme.Ge-ს მონაცემებით, ავტომობილთა ფერების რეიტინგში ლიდერობს რუხი ან ვერცხლისფერი (200 ათ.-მდე), მას მოჰყვება თეთრი ფერის მანქანები (120 ათ.-ზე მეტი), მესამე ადგილზეა ლურჯი (ოდნავ აჭარბებს 100 ათ.-ს), გაგიკვირდებათ და ჩვენი საყვარელი ფერი - შავი მეოთხე ადგილზეა (85 ათ.-მდე), შემდეგია მწვანე (75 ათ.-ზე მეტი), წითელი (70 ათ.-მდე), ყავისფერი (50 ათ.-მდე), ყვითელი (20 ათ. + სამარშრუტო ტაქსები) და ა.შ.

თუმცა, მამაკაცებმა ვიცით, რომ მანქანის ფერს არ აქვს ძირითადი მნიშვნელობა. ქალებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაკვირდებით ასეთ დეტალებს, ჩვენთვის მთავარია ავტომობილის უმანკოება (გარბენას ვგულისხმობ), გამძლეობა, საბარგულის ტევადობა (ჩვენ ხომ ვაპირებთ ამ მანქანით მუშაობას, დასვენებას, მოგზაურობას, მთვრალი ძმაკაცების წამოყვანას და რაც მთავარია, ბოლო თაობის გაზის დაყენებას), ძრავის მოცულობა, ტრანსმისია, დისკები და ა.შ.

ავტომობილების ასეთი მრავალფეროვნება ძალიან კარგად ასახავს თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურობას. ADAMI.ge-ს რედაქციას იმედი აქვს, რომ გაისად მდგრად პოზიციას დაიკავებს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიყვარს მოგზაურობა? გჭირდება კეპმერი - ფურგონი, რომელიც აღჭურვილია  კომფორტული პირობებით. ერთი სიტყვით, ეს არის სახლი ბორბლებზე.
უსაფრთხოება გზებზე - პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ავტო-გაჯეტი არსებობს. 
ოსტინ ჰეთფილდი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მან მთელი ბავშვობა გაატარა თავის მამასთან ერთად, რომელიც ავტომობილების მექანიკოსია...
ფაქტია, ასეთ BMW-ს ქუჩაში ვერ ნახავ, თუმცა, ის იდეალურად ჩაეწერება რომელიღაც ავტორბოლის სიმულაციაში.
ხშირად ხდება ისე, რომ ხედავ ძალიან მაგარ მანქანას. როცა ჩერდები და აკვირდები, ხვდები, რომ მანქანა არის ჩვეულებრივი, ხოლო დისკები - ძალიან მაგარი.
საბჭოთა კავშირმა უცხოური ავტომობილების კოპირება "Ford"-ის მანქანის ასლის შექმნით დაიწყო
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატის ავტომობილების შთამბეჭდავი სია
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილების საშუალებით, მოქალაქეების თვალში სამართალდამცავთა პრესტიჟს გაზრდის...
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება