BMW-ს ახალი ელეგანტური მოდელი (+9 PHOTOS)
BMW-ს ახალი ელეგანტური მოდელი (+9 PHOTOS)
ფაქტია, ასეთ BMW-ს ქუჩაში ვერ ნახავ, თუმცა, ის იდეალურად ჩაეწერება რომელიღაც ავტორბოლის სიმულაციაში. BMW 3.0 CSL Hommage-ის კონცეფცია არის 1970-იანებში შექმნილი BMW 3.0 CSL-ის სპორტკუპედ გარდაქმნა. უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში შთააგონებდა არა მარტო სხვადასხვა რბოლის პილოტებს, არამედ ცნობილ მხატვრებსაც - მაგალითად, BMW Art Cars-ის კოლექციაში ორი გარდაქმნილი მოდელია.

აბრევიატურაში ასო L (ანუ Leichtbau, შემსუბუქებული) მეტყველებს იმაზე, რომ ავტომობილის მასა არის დაკლებული. ალუმინი და პლექსიგლასი შეცვლილია თანამედროვე პლასტიკით, რომელიც დამუშავებულია ნახშირბოჭკოთი - მასალა, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ ახალი მოდელის შექმნისას. აქვეა გამოყენებული ლაზერული ოპტიკა, თვით მოდელი კი ”ხვალინდელი დიზაინითაა” დახვეწილი.

ასევე ნახავ უკანა ხედის პატარა კამერებს, დიახ, ისინი გარე სარკეების მაგივრადაა დამონტაჟებული. თვით სალონი კი ექსტრემალური ასკეტიზმის სტილშია შექმნილი: საჭის მაგივრად - მოდერნული საჭევარი, კომფორტული სავარძლები, ცეცხლჩამქრობი სისტემა და ფერთა გამის სრული კოსმოგენურობა.

რაც შეეხება ძრავს, ვიცით მხოლოდ, რომ ის eBoost-ის სისტემის ექვსცილინდრიან მექანიზმს წამოადგენს. რაც შეეხება სიძლიერეს, შემქმნელები საიდუმლოდ ტოვებენ - უბრალოდ ამბობენ, რომ უბადლოა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Adami

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიყვარს მოგზაურობა? გჭირდება კეპმერი - ფურგონი, რომელიც აღჭურვილია  კომფორტული პირობებით. ერთი სიტყვით, ეს არის სახლი ბორბლებზე.
უსაფრთხოება გზებზე - პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ავტო-გაჯეტი არსებობს. 
ოსტინ ჰეთფილდი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მან მთელი ბავშვობა გაატარა თავის მამასთან ერთად, რომელიც ავტომობილების მექანიკოსია...
საქართველოში ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველ მე-4 მოქალაქეს ჰყავს კერძო ავტომობილი.
ხშირად ხდება ისე, რომ ხედავ ძალიან მაგარ მანქანას. როცა ჩერდები და აკვირდები, ხვდები, რომ მანქანა არის ჩვეულებრივი, ხოლო დისკები - ძალიან მაგარი.
საბჭოთა კავშირმა უცხოური ავტომობილების კოპირება "Ford"-ის მანქანის ასლის შექმნით დაიწყო
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატის ავტომობილების შთამბეჭდავი სია
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილების საშუალებით, მოქალაქეების თვალში სამართალდამცავთა პრესტიჟს გაზრდის...
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...