7 რჩევა, თუ როგორ დავაკლებინოთ ფასი მეორადი ავტომობილის ყიდვისას
7 რჩევა, თუ როგორ დავაკლებინოთ ფასი მეორადი ავტომობილის ყიდვისას
1. მოიძიეთ ინფორმაცია
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია გასაყიდი მეორადი ავტომობილების ვებ-გვერდებზე: გაარკვიეთ სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი.

დასვით შეკითხვები სხვადასხვა ავტოფორუმზე სასურველი მოდელის შესახებ, გაარკვიეთ, რა სისუსტეები ახასიათებს მას.

2. ფასის ლიმიტი
დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ.

თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო ინსპექციის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.

3. შეამოწმეთ ავტომობილი
წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა სჯობს.

შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.

4. იყავით თავდაჯერებული
სასურველია, რომ იყოთ სოლიდურად ჩაცმული. ივაჭრეთ თამამად და მკაცრად! მაგრამ ნუ გადაამეტებთ და შეეცადეთ, რომ კრიტიკა იყოს არგუმენტირებული. არ შეურაცხყოთ ავტომობილი და მით უმეტეს, გამყიდველი, იყავით სამართლიანი. მოლაპარაკებების
დროს კარგ ატმოსფეროსა და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეთანხმების შანსს ზრდის.

მოლაპარაკებების დროს ყველაზე მთავარი ჯანსაღი თავდაჯერებაა და თუ გრძნობთ, რომ თავდაჯერებას კარგავთ, შეწყვიტეთ მოლაპარაკება - ალტერნატივა ხომ უამრავია.

5. არ აყვეთ გრძნობებს

"ეს ჩემი ოცნების ავტომობილია! ხუთი წლისაა და მაინც რა კარგად გამოიყურება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეგზემპლარია მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს!" - ვინც ასე, ან დაახლოებით ასე იწყებს მოლაპარაკებას, ფასს არ დაუკლებენ.

გამყიდველმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ამ მანქანის ყიდვა ძალიან გინდათ. თუ მიხვდა, რომ ერთი სული გაქვთ, როდის გაიფორმებთ ამ ავტომობილს, ფასს მხოლოდ ოდნავ თუ დააკლებს (რაც ისედაც ჰქონდა გათვალისწინებული). დაიხსომეთ: პირველად ნათქვამი ბოლო ფასი თითქმის არასდროს არ არის ბოლო ფასი!

6. მოსაფიქრებელი დრო

ნუ დათანხმდებით სწრაფად, მოითხოვეთ დრო მოსაფიქრებლად. მეორადი ავტომობილის ყიდვისას დაშვებული შეცდომა უმეტესად გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა. სერიოზული გამყიდველი მანქანის იმ დღესვე შეძენას არასდროს გაიძულებთ.

წადით სახლში და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, არის თუ არა ეს თქვენთვის სასურველი ავტომობილი, რომელშიც იმ თანხის გადახდა გიღირთ. გაიხსენეთ გამყიდველთან საუბარი დეტალურად - ხომ არ იცრუა სადმე? ერთი ტყუილიც კი ბევრს ნიშნავს! თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, დაგეგმეთ ყიდვის პროცედურა.

7. საბოლოო შეთანხმება

როცა საქმე ხელის საბოლოო ჩამორთმევაზე მიდგება, ხელის გაწოდებამდე ფასის კიდევ უფრო დაკლების ბოლო შანსიც გამოიყენეთ. "მოკლედ, ამ ფასად ვყიდულობ!
ამაზე მეტს არ ვიხდი, შევთანხმდით?" - ამ სიტყვების მოსმენისა და გამოწვდილი ხელის დანახვის შემდეგ გამყიდველი ხშირად დგამს თქვენთვის სასურველ კიდევ ერთ ნაბიჯს. თუ უარი თქვა, ყოველთვის შეგიძლიათ იმ ფასად ყიდვა, რასაც ითხოვს და ის ფაქტი, რომ ორიოდე წამის წინ "ამაზე მეტს არ იხდიდით" ნამდვილად არ არის სამარცხვინო.

ეს ბიზნესია! საბოლოო შეთანხმებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ აღარ განაგრძოთ დისკუსია ავტომობილისა და მისი ფასის შესახებ! საჭიროების შემთხვევაში გადაიტანეთ საუბარი სულ სხვა თემაზე, გაიფორმეთ ავტომობილი და სულ მწვანეზე გევლოთ.

წყარო: autobild.ge
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გიყვარს მოგზაურობა? გჭირდება კეპმერი - ფურგონი, რომელიც აღჭურვილია  კომფორტული პირობებით. ერთი სიტყვით, ეს არის სახლი ბორბლებზე.
უსაფრთხოება გზებზე - პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ავტო-გაჯეტი არსებობს. 
ოსტინ ჰეთფილდი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა. მან მთელი ბავშვობა გაატარა თავის მამასთან ერთად, რომელიც ავტომობილების მექანიკოსია...
ფაქტია, ასეთ BMW-ს ქუჩაში ვერ ნახავ, თუმცა, ის იდეალურად ჩაეწერება რომელიღაც ავტორბოლის სიმულაციაში.
საქართველოში ავტომობილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ანუ ყოველ მე-4 მოქალაქეს ჰყავს კერძო ავტომობილი.
ხშირად ხდება ისე, რომ ხედავ ძალიან მაგარ მანქანას. როცა ჩერდები და აკვირდები, ხვდები, რომ მანქანა არის ჩვეულებრივი, ხოლო დისკები - ძალიან მაგარი.
საბჭოთა კავშირმა უცხოური ავტომობილების კოპირება "Ford"-ის მანქანის ასლის შექმნით დაიწყო
"ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატის ავტომობილების შთამბეჭდავი სია
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილების საშუალებით, მოქალაქეების თვალში სამართალდამცავთა პრესტიჟს გაზრდის...
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება