საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იან წლებში დატოვა (+10 PHOTO)
საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იან წლებში დატოვა (+10 PHOTO)
უშუქობა, სიცივე, საპროტესტო გამოსვლები და... ომი. ეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ისტორიაა. სულ ახლახანს ქართულ ფორუმებზე კიდევ ერთხელ გავრცელდა ფოტოები, რომელიც იმ მძიმე პერიოდის საშინელ ყოფას ასახავდა. "საშინელება, რომელიც თბილისმა 90-იანებში დატოვა", - ასეთი სახელწოდების თემაში ინტერნეტმომხმარებლები იმ წლების რთულ მოგონებებს უზიარებენ.

აღნიშნული ინტერნეტდისკუსიის ინსპირაციით, Adami.ge-მ გადაწყვიტა ჩაეწერა რესპდენტები, რომლებიც მაშინდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გვიამბობენ და რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ფირზე აღბეჭდავდნენ.

გოგა ჭყონია (რეჟისორი): მთელი ათწლეული წელი როგორ გავიხსენო? ძირითადად 90-იანების დასაწყისში "საღამო მშვიდობისა" გვქონდა ასეთი გადაცემა, ყოველდღე ვმუშაობდთ, რაღაცას ვაკეთებდით. არც მახოვს ხელფასი რამდენი გვქონდა და რა რა ღირდა. სულ დაკავებულები ვიყავით.

- ამბობენ, რომ გაჭირვების მიუხედავად მაშინ სულ სხვანაირი ურთიერთობები იყო თბილისში, რაც დღეს დავკარგეთ...
- ხალხი, არა მგონია, იცვლებოდეს. ჩვენი აღქმა იცვლება, უბრალოდ. შენი ახალგაზრდობის წლები მოგწონს, მაშინ ყველაფერს სხვა გემო ჰქონდა. არ მგონია ხალხი გაციებულიყო, უბრალოდ, სხვა რაღაცები წამოიჭრა წინა პლანზე. მაშინ მარტივი რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი იყო.

- მაგალთად?
- გადარჩენა, სიკვდილ-სიცოცხლე, ოჯახის, სამშობლოს გადარჩენა. გასაგები ამბები იყო პრიორიტეტული და ალბათ ამიტომ იყო უფრო მარტივი ურთიერთობა. ბევრი წავიდა საქართველოდან, მე არასდროს მინდოდა სხვა ქვეყანაში თავის შეფარება, ძნელბედობის ჟამს არ უნდა მიატოვო ქვეყანა და ვერ მივატოვე უბრალოდ. თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყო პერიოდები, როცა მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა დროებით.

თამაზ დარსაველიძე (მუსიკოსი, ჯაზმენი): პირველ რიგში იყო სიცივე, რუსებმა გაგვითიშეს გაზი, იყო უშუქობა. მაგრამ იყო თბილი ურთიერთობები. მეზობლები ერთად ვიკრიბებოდით, ვიღაცას საიდანღაც ჰქონდა გადმოყვანილი ხაზი, ვრთავდით ტელევიზორს და სიცილ-კისკისში ვატარებდით შავ-ბნელ პერიოდს. კერძო ტელევზიაში ვმუშაობდი მაშინ, პირველივე დღიდან ვიღებდით მასალებს, მაგრამ შემდეგ დავწვი ეს კადრები.

- ქუჩაში რა ხდებოდა ამ დროს?
- ქუჩებში სიცარიელე იყო. პურის გაუთავებელი რიგები იყო. 4-5 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა შეუძლებელი იყო. იპარავდნენ მანქანებს და ბენზინს, ან სად მიჰქონდათ ამდენი ბენზინი? თბილისიდან რომ გახვიდოდი, დაშლილ მერსედესებს ვპოულობდით. მაშინ მანქანის ყიდვის საშუალება ბევრს არ ჰქონდა, ამიტომ ნაწილებად ყიდდნენ. რუსები ყიდდნენ იარაღს, 50-100 დოლარი ღირდა მაკაროვის პისტოლეტი. პრაქტიკულად, ყველას ჰქონდა იარაღი, მაგრამ მერე ჩააბარეს. ბევრმა ცუდად დაამთავრა ცხოვრება, უმრავლესობა საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიერთი მათგანი დღეს გერმანიის, კანადის მოქალაქეა.  სხვათაშორის, ზოგი ოპერის, ზოგი ჯაზური მუსიკის ვარსკვლავი გახდა. ვისაც წასვლის საშუალება ჰქონდა, ყველა წავიდა. მე კარგი სამეზობლო მქონდა და დავრჩი.

დავით კვიჟინაძე (ისტორიკოსი, ჟურნალისტი): გაჭირვებული ფონი იყო, საყოველთაო უშუქობა. ეკონომიკა აღარ მუშაობდა, შუქი სანატრელი იყო, ხალხი ქუჩაში თბებოდა. ბევრი ადამიანი გაუბედურდა. სოციალურმა და ფსიქოლოგიურმა გაჭირვებამ თავისი კვალი დატოვა, წლების მანძილზე მოაქვს ამას შედეგი. სახელმწიფო არ იყო მაშინ ჩამოყალიბებული და დღემდე არ არის. 18 თვე ვეომეთ არა აფხაზებს, არამედ რუსებს. უკრაინაში რასაც აკეთებენ, იმას აკეთებდნენ ჩვენთანაც, უბრალოდ, დიდი მასშტაბებით.

იხილეთ ფოტოგალერეა


თამარ ბოჭორიშვილი
ADAMI.GE
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...