როგორ მოიყვანოთ ცოლად ოცნების ქალი?
როგორ მოიყვანოთ ცოლად ოცნების ქალი?
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო. მთელი ცხოვრებაა ოცნებობ შეხვდე ლამაზ, ზრდილობიან, ადეკვატურ, ინტელექტუალურ გოგონას, რომელიც იქნება შენი მეგობარი, მეუღლე, საყვარელი, შვილების დედა  და როცა ბედისწერა გაძლევს ასეთ შანს, შენ უშვებ მას ხელიდან, იმიტომ რომ ”ის გზღუდავს”, იმიტომ რომ შენ ზარმაცი ხარ!
რამდენიმე საჭირო რჩევა ჩემგან:

დაივიწყე წარსული
დაივიწყე შენი წარსული, ნუ იხსენებ შენს წინა ურთიერთობებს ისევე, როგორც ნუ იქექები მის წინა ურთიერთობებში. შენ ცხოვრობ ახლა! დღეს! და თუ შენი ქალი მზად არის გაგხადოს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად, ე.ი. შენ უნდა იყო ბედნიერი.

სიმტკიცე! სიმტკიცე! და კვლავ სიმტკიცე!
შენ გაიცანი ის ინტერნეტში, თუმცა, არ გპასუხობს. რა თქმა უნდა, რა იცის ვინ ხარ? თან, თუ უცნობი კონტენტის პროფილის სურათი გაქვს. ამიტომ, თუ არ გიპასუხა, უნდა მისწერო ხელახლა და ასე გულის წასვლამდე. აქ ორი გამოსავალია: 1) ის გბლოკავს, 2) ის გპასუხობს. ჰო! იმისთვის, რომ არ დაგბლოკოს, ნუ იქნები ძალიან დამღლელი, ნუ მისწერ დღეში 3-ჯერ. ნუ ესაუბრები საკუთარ თავზე. ნუ სწერ ”აუუუ, ტოოო, რა ნაშა ხარ” და მსგავსს სისულელეს.

გააცინე
ქალებს უყვართ იუმორი და ქარიზმა, და არა დაკუნთული სხეული. რა თქმა უნდა, უკანასკნელიც, თუმცა, ეს უფრო სავიზიტო ბარათია. თუ ქალი აღმოაჩენს, რომ ჩვეულებრივი დეგენერატი ხარ, გინდ დაკუნთული იყავი, გინდ ხე.

დაივიწყე ყველა პორნო-ფილმი
ისევე, როგორ ეროტიკული... ეს გახდა ჩვენი თაობის პათოლოგიური აკვიატება - ქალებს მოსწონთ 50 ელფერით მუქი და მსგავსი რომანტიკული ბნელეთის მოციქულობა, ხოლო კაცებს - პორნო-მსახიობები, შესაბამისად ისინი რთავენ ფანტაზიას და საბოლოოდ ოცნებებში იძირებიან.

გაემგზავრეთ სადმე ერთად
ეს შეიძლება იყოს, როგორც პარიზი, ასევე თერჯოლის რაიონის სოფელი კვახჭირი. ანუ, დიდად მნიშვნელობა არ აქვს, სად გაემზავრებით და რა ტრანსპორტით, მთავარია, იგრძნოთ თავი კარგად (”კარგად”-ში იგულისხმება სიყვარული და ხალისი, და არა ზეკომფორტული გარემო).

თავმდაბლობა
თავმდაბლობა, მოკრძალება, არაპატივმოყვარეობა - მამაკაცის საუკეთესო ნიშნები. არაა საჭირო მოუყვე, თუ რამდენი დიპლომი და სიგელი გაქვს მიღებული მე-2 კლასში, რომ ყოველ დღე გაჭირვებულებს ეხმარები, რამდენი ბებია გადაიყვანე გზის მეორე მხარეს, რამდენ არაკაცს ყბა ჩაუმტვრიე და ა.შ.  ქალი უნდა იყოს თქვენ წყვილში ცენტრი და არა შენ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
საქართველოს ოთხივე პრეზიდენტი ერთ ინფოგრაფიაში: განათლება, თანამდებობაზე ყოფნის დრო, ოჯახი
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...