კოღოებთან ბრძოლის 5 ხერხი
კოღოებთან ბრძოლის 5 ხერხი
კოღოებმა და მსგავსმა უნამუსო მწერებმა შეიძლება გაგიფუჭონ დასვენება. ეს პატარა სისხლისმსმელები ბირთვულ იარაღს უტოლდებიან თავისი თავხედობით. თან ვერც დაემალები. გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ ებრძოლოთ კოღოებს.

1. არომატული ზეთები
Adami
ეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდია. საუკეთესო ზეთებია ლავანდის, კატაბალახის, ევკალიპტის, ნემსიწვერის, ანისის, ბეგქონდარის (მოდურად ტიმიანსაც ეძახიან), პიტნის, ჩაის ხის, დაფნისა და კედარის.

ა. დანამეთ ბამბა ზეთით და დადეთ ფანჯრის რაფაზე ან ბალიშთან.
ბ. გააზავეთ ერთმანეთში ეთერული ზეთი და რომელიმე კრემი, წაისვით სხეულზე. განსაკუთრებით კარგია, თუ სადმე ბუნებაში აპირებთ პიკნიკს, ან ქეიფს.

2. სახლის მცენარეები
Adami
პიტნა, მირტი (ხშირად, მურტი), როზმანირი და ნემსიწვერა— სახლის საუკეთესო მცენარეებია. გარდა იმისა, რომ ლამაზი ყვავილობა აქვთ, კოღოებსაც კარგად ებრძვიან.

3. ლიმონი და მიხაკი
Adami
გაჭერით ლიმონი და ჩაარჭეთ მასში რამდენიმე მიხაკი. ეს ხელოვნების ნიმუში შეგიძლიათ დადოთ ფანჯრის რაფაზე ან საწოლთან. მშვენიერი სურნელი და კოღოების არყოფნა - მშვიდი ღამის გარანტია.

4. წიწვიანი გირჩები და ღვია
Adami
თუ გადაწყვიტეთ პიკნიკი სადმე ბუნებაში, უკვე შეწვით მწვადი, მაშინ დროა, მოძებნოთ წიწვიანი გირჩები ან ღვია, ჩააგდოთ ნაკვერჩხალში და დაისვენოთ. კოღოები და სხვა სისხლისმსმელები მწერები აღარ შეგაწუხებენ.

5. ხახვი და ნიორი, ლიმონი, სოდა
Adami
თუ წინა რჩევები არ გაითვალისწინეთ და კოღოებმა მაინც დატოვეს თქვენს კანზე იარა, მაშინ საუკუთესო წამლებია ხახვი ან ნიორი, ლიმონი და სოდა.

ა. გაჭერით ხახვი ორ ნაწილად, მიიდეთ იარაზე, გარდა ქავილის თავიდან აცილებისა, ის ასევე დაეხმარება კანს სწრაფ რეგენერაციაში. ან გაჭყლიტეთ 1 კბილი ნიორი, დაამატეთ ცოტა წყალი, დანამეთ მიღებულ მასაში ბამბა და იარას მიადეთ.

ბ. დანამეთ ბამბა ლიმონის წვენში და მიადეთ იარას. დაიმახსოვრეთ: ლიმონის წვენის გაჩერება სხეულზე დიდხანს არ შეიძლება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს სახის სხვადასხვა პრობლემა.

. 3 ჩაის კოვზ სოდას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წყალი, მიიღებთ კრემისმაგვარ მასას. დაიტანეთ იარაზე.
ტეგები: კოღოები კოღო
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
14 ივლისს Adami.ge-ს რედაქციამ ავტოსტოპით თბილისიდან ბათუმში წასვლა გადაწყვიტა. ორი რედაქტორი, 0-ლარიანი ბიუჯეტით, ორ-ორი სენდვიჩითა და თითო ბოთლი წყლით ავტოსტოპით მოგზაურობის პირველი გამოცდილების მისაღებად თბილისის გასასვლელში, კარფურთან დავდექით.
დაოჯახებული ხარ? ზღუდავენ შენს თავისუფლებას? მაშინ ეს სტატია შენთვისაა
ADAMI.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა მსოფლიო ისტორიაში ცნობილი 8 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის წარმოდგენა.
19 სამარცხვინო რამ, რასაც ყველა ქალი აკეთებს, თუმცა, არასდროს აღიარებს
იცით რა განსხვავებაა მეგობარსა და ძმაკაცს შორის? უკანასკნელი თავხედი ლოთია, თუმცა, შენც არანაკლები ხარ და იცი, რომ მარტო ის თუ გაგიგებს
ამერიკულმა სტუდია XVIVO, რომელიც სამეცნიერო ანიმაციითაა დაკავებული,  გვთავაზობს ულამაზეს პროექტს, სახელად ”ადამიანის სტრუქტურა”.
დავუშვათ, შეხვდი შენი ოცნების ქალს, შენ მზად ხარ მისთვის  გააკეთო ყველაფერი, გარდა ერთი რამისა - შენ არ ხარ მზად შეიცვალო.
მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე გამოიფინა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
11 გენიალური გამოგონება, რომლებზეც ვოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია!
საქართველოს ოთხივე პრეზიდენტი ერთ ინფოგრაფიაში: განათლება, თანამდებობაზე ყოფნის დრო, ოჯახი
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...