5 წესი, რომელიც აუცილებელია, იცოდეთ ფიტნეს ვარჯიშების დროს
5 წესი, რომელიც აუცილებელია, იცოდეთ ფიტნეს ვარჯიშების დროს
VIA 123534.blogspot.com

1. არასოდეს დაიწყოთ ვარჯიში მშიერ მდგომარეობაში
აუცილებელია, მიირთვათ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე. სასურველია, მიიღოთ დაბალი ნახშირწყლების შემცველი ან ცილოვანი პროდუქტები. ეს მოგცემთ საშუალებას, ივარჯიშოთ დიდხანს და ინტესნიურად. თუ დაცულია ეს წესი, შესაბამისად, ეფექტიც მიმზიდველია. არ თქვათ უარი საუზმეზე, თუ გინდათ, გახდეთ, ამ შემთხვევაში, ეს ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს კალორიების შემცირებას, მიირთვით დღეში 4–5–ჯერ, 400–500 კალორია.

2. ვარჯიშის დროს აუცილებელია სწორი სუნთქვა
თუ თქვენ ასრულებთ ფიზიკურ ვარჯიშებს, აუცილებელია, ორგანიზმს ასწავლოთ სწორი სუნთქვა. ვარჯიშის შედეგიც გაიზრდება. სუნთქვა ვარჯიშის განუყოფელი ნაწილია. ეს ხსნის იმას, რომ სუნთქვითი სისტემა დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან, და ისიც ისევე რიტმულად მუშაობს, როგორც ჩვენი გული და ისევე რიტმულად და ინტენსიურად მოძრაობს, როგორც სისხლი. ეს პროცესი მით უფრო ინტენსიურია, თუ ვასრულებთ ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშებს, ამ შემთვევაში,  „ამოსუნთქვა–ჩასუნთვის“ რიტმი უფრო გამიზნული და სწორი უნდა იყოს. უნდა ვაკონტროლოთ ეს პროცესი. სწორი სუნთქვის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენ მივაღწევთ ფენომენალურ შედეგსა და ეფექტს. ეს მით უფრო სასარგებლოა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიჯანსაღისთვის.

3. ვარჯიშის დროს მკაცრად აკონტროლეთ დატვირთვის დონე
ინტენსიური დატვირთვა, მიზანშეწონილია ვარჯიშის ბოლოს, ორგანიზმს სჭირდება დაახლოებით 5 წუთი ვარჯიშიდან, რათა დაიწყოს ცხიმების წვა. მაგალითად, თუ თქვენი ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთია, ცხიმები იწვება მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში. ამიტომ ის უნდა იყოს უფრო ინტესნიური. ვარჯიშის დაწყება მიზანშეწონილია მსუბუქი ილეთებით, შემდეგ ნელ–ნელა გადადით ძლიერ დავალებებზე. დაიმახსოვრეთ, რომ ვარჯიში აუცილებელი და მიზანშეწონილია დღე გამოშვებით.

4. ხშირად შეცვალეთ ვარჯიშის სახეობა
ერთი და იგივე ილეთს ორგანიზმი ეჩვევა, შესაბამისად, მისი ეფექტიც ეცემა. შეცვალეთ, როგორც დატვირთვის ძალა, ასევე მისი სახეც.


5. გააკეთეთ შესვენება ანუ გაჭიმვითი ვარჯიშები ყოველი დატვირთვის შემდეგ
სხეულის მოქნილობა თავისთავად კარგია. დაღლილი კუნთების გაჭიმვა, ორგანიზმს რელაქსაციის საშუალებას აძლევს. ეს თავიდან კუნთების ტკივილს აგაცილებთ. ვარჯიშის პროცესში თავი უნდა იგრძნოთ აუცილებლად დაღლილად, დატვრითულად, დაჭიმულად, თუმცა კომფორტულად.

ავტორი - თორნიკე ღვინაშვილი
ბლოგი - ბოდიბილდინგი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ღერძზე აზიდვისთვის ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური სავარჯიშოა. ჩვენ მოვამზადეთ შენთვის 10 საუკეთესო გზა, თუ როგორ დაკუნთო ტორსი.
გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც Men's Physique-ში საქართველოს სახელით მონაწილეობდა
ადამიანებს მოსწონთ, როცა თამასას დიდხანს იკავებენ. სხვათაშორის, თამასას რეკორდი გასულ კვირას დადგინდა - 5 საათზე მეტი.
ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 7 საუკეთესო სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
რა სირთულეებს უკავშირდება Men's physique-ში საქმიანობა და რატომ ეუბნება კატეგორიულ უარს ნიკოტინს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ამის შესახებ ქართველი ათლეტი გიორგი ვასაძე adami.ge-ს ესაუბრა
ამ ვიდეოში გაჩვენებთ იმ ადამიანების ქცევებს, რომლებიც საკუთარი არც ისე ღრმა ცოდნით ცდილობენ ვარჯიშს და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდით
ეს ერთი შეხედვით პატარა და კომპაქტური მოწყობილობა სახლიდან გაუსვლელად, ფანტასტიკურ შედეგს გთავაზობთ
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...