პირველი ქართველი ათლეტი, რომელიც Men's physique-ში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ქართველი ათლეტი, რომელიც Men's physique-ში მიიღებს მონაწილეობას
13 მაისს ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. ის პირველი ქართველია, რომელიც კატეგორია Men's physique-ში საქართველოს ათლეტთა ფედერაციის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

ამბობს, რომ იმ შედეგს, რაც მისი სხეულის გარდაქმნასა და პიროვნულ ტრანსფორმაციაში გამოიხატა, 7 თვეში მიაღწია. როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ მიზანს, რა სირთულეებს უკავშირდება Men's physique-ში საქმიანობა და რატომ ეუბნება კატეგორიულ უარს ნიკოტინს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ამის შესახებ ქართველი ათლეტი გიორგი ვასაძე adami.ge-ს ესაუბრა.

"ადრე ძალიან გამხდარი ვიყავი და ჩემი სხეული არ მომწონდა. ეს სიგამხდრე მომბეზრდა, ტრანსფორმაცია გადავწყვიტე: ჩემი სხეული უნდა შემეცვალა. მივედი ტრენაჟორებზე და მიზანმიმართულად დავიწყე ვარჯიში. დაახლოებით, 7 თვე გავიდა მას შემდეგ. რომ დავინახე შედეგი, გადავწყვიტე ეს საქმიანობა პროფესიად მექცია და შემძლებოდა სხვასაც დავხმარებოდი, რათა თავისი სხეული სასიკეთოდ გარდაექმნა"- ამბობს გიორგი ვასაძე.

ათლეტი თვლის, რომ ვარჯიშის დროს წარმატებაში კვებას 70-80% მიუძღვის წვლილი. სწორი კვება სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელია. თუმცა, კვების რეჟიმი და საკვების შემადგენლობა გამოცდილმა დიეტოლოგმა უნდა განსაზღვროს:

"ჩემს წარმატებაში 70-80% კვებას აქვს. მე 6-ჯერ ვიკვებები. ეს არის სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება, რომელიც მოითხოვს სხეულზე ნახშირწყლებს 3 გრამს, ცილებს 2 გრამს, და 15-10 % ცხიმს. ამაში ბორის სარალიძე მიწევს კონსულტაციას. კვების დროს გასათვალისწინებელია პროფესიონალური რჩევები. მაგალითად ამერიკაში, დნმ-ის კოდიდან, სისხლის ანალიზიდან და ადამიანის ორგანიზმიდან გამომდინარე ადგენენ დიეტას, რათა პროფესიონალურად განვითარდნენ", - ამბობს ათლეტი.

გამომუშავებული აქვს ძილის რეჟიმი, რომელსაც არასდროს არღვევს. კატეგორიულ არას ეუბნება ალკოჰოლს, ნიკოტინსა და ნარკოტიკებს. აქვს ძლიერი დისციპლინა და თვლის, რომ სწორედ დისციპლინა, რეჟიმი და მიზანდასახულობა ეხმარება წარმატების მიღწევაში.

"ჩემი ძილის გრაფიკი ასეთია: საღამოს 9-დან 10 საათამდე ვიძინებ, დილით 6-დან 7 საათამდე ვდგები. ისეთ ენერგიაზე ვარ ხოლმე, დაღლას საერთოდ არ განვიცდი. ყოველ დღე ვვარჯიშობ, პრესს ვაკეთებ აუცილებლად. ტრენაჟორებზე ყოველდღიურად, საათიდან საათნახევრამდე ვვარჯიშობ. თუ გაქვს ამბიცია მალე შეცვალო სხეული, დისციპლინა მაღალ დონეზე უნდა გქონდეს. კატეგორიული უარი ალკოჰოლს, ნიკოტინსა და ნარკოტიკებს".

სამაგალითო ქვეყნად, სადაც Men's physique (Men's physique სპორტის ერთ-ერთ სახეობად ლასვეგასში ოლომპიადაზე 2011 წელს დაარეგისტრირეს) მაღალ დონეზეა განვითარებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს და დასძენს, რომ იქ მწრთვნელებს მართლაც საოცრებების მოხდენა შეუძლიათ:

"ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სწორი სისტემა. ამერიკაში მაღალკვალიფიციური მწრთვნელები არიან, რომლებიც ისეთ ნიჭს ფლობენ, რომ ადამიანის გარდაქმნა შეუძლიათ. საქართველოში არ არის ესე. აქ რომ მოდის ვარჯიშის მსურველი, მალევე ბეზრდება. სეზონურად დადის. მოვა, მაგალითად, ზღვის სეზონის დაწყების წინ და მერე დაიკარგება. ამერიკელებს მეტი ცოდნა აქვთ ჩადებული, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს დახმარება გაუწიონ და გარდაქმნან", - აღნიშნავს გიორგი ვასაძე.

ქართველ მამაკაცებს ოქროს შუალედის დაჭერას და ვარჯიშის დაწყებას ურჩევს: "ოქროს შუალედი უნდა დაიჭირონ მამაკაცებმა. დაიწყონ ვარჯიში. ვარჯიშის შედეგად თვითონაც მივლენ იქამადე, რომ სწორად იცხოვრონ. ალკოჰოლი, სიგარეტი, ღამის ცხოვრება შეიძლება დოზირებულად, მაგრამ სხეული თვითონ ამბობს უარს, როგორც კი ვარჯიშს იწყებს ადამიანი", - ამბობს და თვლის, რომ სხეული ხელოვნებაა და მის მიმართ დამოკიდებულება ისეთივე უნდა იყოს, როგორც ხელოვნების მიმართ.

გიორგი ვასაძის სამომავლო გეგმები ამერიკას უკავშირდება - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამერიკაში სურს წასვლა. საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და ლასვეგასში ოლიმპიადაზე მოხვედრა, რომელიც სექტემბერში გაიმართება. თუმცა, მისი მთავარი მიზანი მაინც ადამიანების დახმარება და მათთვის იმის მოწოდებაა, ივარჯიშონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ:

"დროა, უკვე სხეულის შექმნაზე ვიფიქროთ. არ ვიაროთ მხოლოდ რესტორანში და ვიყოთ მუცლიანები. ყველას მოვუწოდებ ტრანსფორმაციისკენ და ყველას ვეხმარები. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. რადგან საკუთარი სხეული შევქმენი, მინდა სხვასაც დავეხმარო", - ამბობს გიორგი ვასაძე.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ღერძზე აზიდვისთვის ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური სავარჯიშოა. ჩვენ მოვამზადეთ შენთვის 10 საუკეთესო გზა, თუ როგორ დაკუნთო ტორსი.
გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც Men's Physique-ში საქართველოს სახელით მონაწილეობდა
ადამიანებს მოსწონთ, როცა თამასას დიდხანს იკავებენ. სხვათაშორის, თამასას რეკორდი გასულ კვირას დადგინდა - 5 საათზე მეტი.
ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 7 საუკეთესო სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
ამ ვიდეოში გაჩვენებთ იმ ადამიანების ქცევებს, რომლებიც საკუთარი არც ისე ღრმა ცოდნით ცდილობენ ვარჯიშს და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდით
ეს ერთი შეხედვით პატარა და კომპაქტური მოწყობილობა სახლიდან გაუსვლელად, ფანტასტიკურ შედეგს გთავაზობთ
აუცილებელია, მიირთვათ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...