7 ახალი სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
7 ახალი სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
მალე ზაფხული მოდის და ჩვენი ტორსი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 7 საუკეთესო სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის.


Adamiჩაჯდომები ერთი ჰანტელით
აიღეთ საშუალო წონის ჰანტელი და მხარზე დაიდეთ ისე, რომ ჰანტელი ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს (იდაყვი უნდა იყოს სახის სიმაღლეზე). დაიწყეთ ჩაჯდომემი - გააგრძელეთ მანამდე, სანამ ბარძაყის ოთხთავა კუნთი (კვადრიცეფსი) არ აღმოჩნდება იატაკის პარალელურად. შეჩერდით და დაბრუნდით საწყის პოზიაში.
მნიშვნელოვანია: ზურგი უნდა გეკავოთ ვერტიკალურად. გააკეთეთ ათ-ათი ჩაჯდომა თითო ხელზე.



Adamiცალხელა ფერმერი
აიღეთ მძიმე ჰანტელი ხელში, ფეხები მხრების სიგანეზე. ჰანტელი უნდა გეკავოთ სხეულისგან 10 სმ-ის მოშორებით. დაჭიმეთ მუცლის კუნთები და გაისეირნეთ დარბაზში. შემდეგ აიღეთ ჰანტელი მეორე ხელით და იგივე გაამეორეთ.







Adamiგვერდული თამასა იდაყვზე
მიიღეთ გვერდული თამასის პოზიცია იდაყვზე. აუცილებელია ზურგი სწორად გეჭიროთ, აწიეთ ზედა ფეხი. დაიკავეთ ის 10 წამის განმავლობაში.
ყურადღება: სანამ მოცემულ სავარჯიშოს ჩაატარებთ, მანამდე აუცილებლად სცადეთ ეს სავარჯიშო ფეხის აწევის გარეშე.







Adamiმბრუნავი ქოლგა
დაწექით მუცელზე, დაეყრდნეთ ხელებს და გააკეთეთ აზიდვა, შემდეგ შეჩერდით ამ პოზიციაში. გადაიტანეთ წონა მარცხენა ფეხზე და მობრუნდით ისე, რომ თქვენი მარჯვენა ფეხი ჭერისკენ იყოს მიმართული. შეჩერდით 3 წამით და დაბრუნდით საწყის პოზიციაში. გაიმეორეთ მეორე ხელით.






Adamiკორპუსის სტაბილიზაცია
დაჯექით იატაკზე და მოკეცეთ მუხლები ისე, რომ ისინი მკერდის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. აიღეთ საშუალო წონის დისკო და დაიკავეთ გაწვდილ ხელებში. დააფიქსირეთ ტორსი 45° გრადუსზე და აუცილებლად დაჭიმეთ მუცლის კუნთები. კორპუსის მდგომარეობის შეუცვლელად ხელები მოაბრუნეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნინ.





Adamiფრინველი ძაღლი
დადექით ოთხ კიდურზე - მუხლები ზუსტად ბარძაყის ქევშ, ხელები იატაკის პერპენდიკულარულად. სწრაფად ასწიეთ მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი. შეჩერდით 10 წამით. შეცვალეთ მხარეები.








Adamiდათვის დახრები
დადექით ოთხ კიდურზე, ხელები მხრების ქვეშ. ძალა გადაიტანეთ მუხლებიდან ფეხის თითებზე ისე, რომ ბარძაყი მიმართული იყოს ქვევით. ახლა დახარეთ ტორსი ისე, რომ მარჯვენა იდაყვი შეეხოს მარცხენა მუხლს მკერდის სიმაღლეზე. იგივე გაიმეორეთ მეორე მხრიდან.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ღერძზე აზიდვისთვის ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური სავარჯიშოა. ჩვენ მოვამზადეთ შენთვის 10 საუკეთესო გზა, თუ როგორ დაკუნთო ტორსი.
გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც Men's Physique-ში საქართველოს სახელით მონაწილეობდა
ადამიანებს მოსწონთ, როცა თამასას დიდხანს იკავებენ. სხვათაშორის, თამასას რეკორდი გასულ კვირას დადგინდა - 5 საათზე მეტი.
რა სირთულეებს უკავშირდება Men's physique-ში საქმიანობა და რატომ ეუბნება კატეგორიულ უარს ნიკოტინს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ამის შესახებ ქართველი ათლეტი გიორგი ვასაძე adami.ge-ს ესაუბრა
ამ ვიდეოში გაჩვენებთ იმ ადამიანების ქცევებს, რომლებიც საკუთარი არც ისე ღრმა ცოდნით ცდილობენ ვარჯიშს და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდით
ეს ერთი შეხედვით პატარა და კომპაქტური მოწყობილობა სახლიდან გაუსვლელად, ფანტასტიკურ შედეგს გთავაზობთ
აუცილებელია, მიირთვათ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...