30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
30 მაისს ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
ბოდიბილდინგის, ფიტნესის, ბოდიფიტნესის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების მიზნით 30 მაისს Tbilisi Event Hall - ში, იგეგმება საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და ორგანიზებას, მათ ინტეგრირებას სპორტის სამყაროში.

ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას 70 სპორტსმენი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად იპოზიორებენ და დაუვიწყარ შოუს შესთავაზებენ მაყურებელს. სპორტსმენებს შეაფასებს მოწვეული ჟიური და ხუთ კატეგორიაში გამოავლენს გამარჯვებულს. კერძოდ: უნიორები, ბოდიბილდინგი, მენფიზიკი, მენკლასიკი და ბოდიფიტნესი. თითო კატეგორიას სამი ინდივიდუალური გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა პოზიციაზე.

ყველა გამარჯვებულს ფულად ჯილდოსთან ერთად გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზი. საქართველოში ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის ხუთი დელეგაცია, მათ შორის უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩამოსული დელეგაციებიდან სამი წარმომადგენელი იქნება ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის მსაჯი.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში იმართება პირველად. მასშტაბიდან გამომდინარე, ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოსტულატს ფედერაციის ცნობადობისა და გავლენის ამაღლებაში, რათა მან ხელი შეუწყოს ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის განვითარებას საქართველოში, ახალგაზდების ჩართულობას სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და მათ ინტეგრაციას სპორტის სამყაროში.

30 მაისის ღონისძიების გატარების აუცილებლობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს სხვა მსხგავსი მასშტაბების ღონისძიების ჩატარებისა და მომავალ წელს საერთაშორისო ღონისძიების უკვე საქართველოში გამართვის წინაპირობას.

ჩემპიონატის შემდეგ, დაწყებული მოლაპარაკებების საფუძველზე ფედერაცია მიიღებს მოსაწვევს არნოლდ შვარცნეგერის ოფისიდან. ასევე ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსი პროფილის ფედერაციებთან.

ღონისძიების აღწერა

საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში შედგება რამოდენიმე ნაწილისგან:
1) ოფიციალური გახსნა და მისალმება
2) სპორტსმენების გამოსვლა/შეჯიბრი
3) დაჯილდოების ნაწილი, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს "Hit line band"
4) დახურვის ცერემონიალი (ლაზერ შოუ, ცეცხლოვანი შოუ და DJ)

ღონისძიების სტუმრები:
• დელეგაციები ხუთი ქვეყნიდან;
• საქართველოს სხვადასხვა ფედერაციის პრეზიდენტები და წარმომადგენლები;
• ხელისუფლების წარმომადგენლები;
• საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ღერძზე აზიდვისთვის ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური სავარჯიშოა. ჩვენ მოვამზადეთ შენთვის 10 საუკეთესო გზა, თუ როგორ დაკუნთო ტორსი.
გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც Men's Physique-ში საქართველოს სახელით მონაწილეობდა
ადამიანებს მოსწონთ, როცა თამასას დიდხანს იკავებენ. სხვათაშორის, თამასას რეკორდი გასულ კვირას დადგინდა - 5 საათზე მეტი.
ჩვენმა რედაქციამ შეარჩია 7 საუკეთესო სავარჯიშო მუცლის გვერდითი კუნთების განვითარებისთვის
რა სირთულეებს უკავშირდება Men's physique-ში საქმიანობა და რატომ ეუბნება კატეგორიულ უარს ნიკოტინს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ამის შესახებ ქართველი ათლეტი გიორგი ვასაძე adami.ge-ს ესაუბრა
ამ ვიდეოში გაჩვენებთ იმ ადამიანების ქცევებს, რომლებიც საკუთარი არც ისე ღრმა ცოდნით ცდილობენ ვარჯიშს და ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდით
ეს ერთი შეხედვით პატარა და კომპაქტური მოწყობილობა სახლიდან გაუსვლელად, ფანტასტიკურ შედეგს გთავაზობთ
აუცილებელია, მიირთვათ ვარჯიშამდე 2 საათით ადრე
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...