სხეულის ენის ძირითადი 5 ფრაზა
სხეულის ენის ძირითადი 5 ფრაზა
ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება. შეტობინება შენი სხეულის ენაზე. ადამიანები ქვეცნობიერ დონეზე იღებენ ინფორმაციას შენი მზერიდან, ქცევებიდან და სიარულიდან. სხეულის ენა განსაზღვრავს შენს განწყობასა და ნდობის დონეს.

სხვადასხვანაირად ვმოძრაობთ, ვდგავართ მაშინ, როცა მშვიდად ვართ და მაშინაც, როცა ვღელავთ. ამიტომ ადამიანთა უმეტესობა პირველი შეხედვით იგებს ჩვენს ემოციურ დონეს. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარება კარგი შთაბეჭდილება მოახდინო მოსაუბრეზე.

1. ამოყავი ხელები ჯიბეებიდან
ქვეცნობიერად ჩვენ ვყოფთ ხელებს ჯიბეებში იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობთ დისკომფორტს, თავდაუჯერებლობას. სწორედ ასე აღიქვამენ გარშემო მყოფნი, სანამ შენ ხელებს ჯიბიდან არ ამოყოფ. ასევე, ამ შემთხვევაში შენ იკუზები, რაც სულაც არ ახასიათებს გახსნილ და მტკიცე პიროვნებას.

2. ნუ ცქმუტავ
ფუსფუსი - ნერვიულობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ნუ აკეთებ ზედმეტ მოძრაობას ხელებით, თუმცა, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვასავით უნდა იჯდე სკამზე, რა თქმა უნდა, შეგიძლია მშვიდად ჟესტიკულირება. ასევე, ნუ აქანავებ ფეხებს და ერიდე სხვა რიტმულ მოძრაობებს, როგორიცაა ქუსლებით კაკუნი.

3. ნუ არიდებ მზერას მოსაუბრეს
როცა მარტო სეირნობ ქუჩაში, რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია, რომ არ ცდილობ მზერა ყველა მოსიარულეს გაუსწორო. თუმცა, როცა ესაუბრები ადამიანს, შენი მზერა უნდა იყოს მტკიცე და სწორი და მნიშვნელოვანია თვალების კონტაქტის დამყარება. მოსაუბრეს გაუჩნდება ნდობის განცდა შენდამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა მოვეტონში ჩაითვალოს.

4. ნუ იკუზები
გასწორდი წელში. ეს ალბათ საუკეთესო რჩევაა ადამიანისთვის, რომელსაც სურს, გამოიყურებოდეს თვითდაჯერებულად.

5. ღიმილი
წარმატებული და თავის თავში დარწმუნებული ადამიანები ხშირად იღიმიან, რითაც გარშემო კეთილ განწყობას ქმნიან. ღიმილი ასევე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს არ აწუხებენ შიშები და ის არ არის აღელვებული. ეცადე მეტი გაუღიმო მოსაუბრეს და პასუხად იმავეს მიიღებ.

რა თქმა უნდა, ადამიანის სხეულის ენა დიდი ლექსიკონისგან შედგება. აქ აღწერილია მხოლოდ ის 5 ძირითადი ჟესტი, რომლებიც უნდა იცოდე. ასე რომ, დაიმახსოვრე და აუცილებლად სცადე იყო მეტად გახსნილი.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად. ესე იგი, თუ მამაკაცი...
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ADAMI.ge წარმოგიდგენთ მათ დღიურებს - განსხვავებას თქვენ თვითონ ნახავთ. ;)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს და სამი მეთოდი, თუ როგორ მოაგვარო ეს
ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც  ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...