რატომ მოსწონხარ გოგონებს?
რატომ მოსწონხარ გოგონებს?
მცირე შესავალი: ას არ არის წარმატების ფორმულა და სხვადასხვა ნაბიჯის დიდი ნუსხა. არა! ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.

რა მოსწონთ ქალებს თავიდან?
რა თქმა უნდა, თავიდან ის, რაც ხდვებათ თავლში - ტანსაცმელი. უფრო სწორედ, სტილი და გემოვნება. შეგიძლია გეცვას ბრენდული პიჯაკი, შარვალი, მაისური თუ ფეხსაცმელი, თუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ქალს უნდა მოსწონდეს, თუ როგორ ატარებ ამას. შენი სტილი უნდა გიხდებოდეს და უნდა ასახავდეს შენს ინდივიდუალურობას. რას აქცევენ ქალები ყურადღებას სტილის შემდეგ? სილამაზეს?

არაფერიც! ქალებს მოსწონთ მიმზიდველობა. არ არის საჭირო იყო ქერა, მაღალი, დაკუნთული ვიკინგი, რომელსაც ლამბერსექსუალური ვარცხნილობა აქვს. საჭიროა, იყო ის, ვინც ხარ, თუმცა, რა თქმა უნდა, აიცილე თავიდან ყველა კომპლექსი. ეს ძალიან აზიანებს შენს თვითშეფასებას და გოგონა ამას ძალიან სწრაფად გრძნობს. რა არის შარმი მამაკაცის შემთხვევაში? შენ ხარ ზრდილობიანი, ხშირად იღიმი, ხარ გაწონასწორებული და არ ყარხარ ოფლით? გოგონები მიმზიდველად ჩაგთვლიან. ის რომ შენ შეიძლება იყო საძაგელი დეგენერატი, რომელსაც ზოოფილური პორნო აინტერესებს, გადადის მეორე პლანზე. მთავარია არ იყო თავხედი.

შემდეგი, რასაც აკვირდებიან ქალები არის, თუ რამდენად ინტელექტუალური და ერუდირებული ხარ, ერთი სიტყვით - სად გაქვს ტვინი. მაქსიმალურად ეცადე ესაუბრო თავისუფლად, მსუბუქ თემაზე (არ ელაპარაკო გოგონას პირველ შეხვედრაზე რელიგიაზე და არც კვანტურ ფიზიკაზე, არც სპორტულ გატაცებებზე. ისაუბრეთ მუსიკაზე, კინოზე, არომატებზე, კულტურაზე). რაც მთავარია, ხშირად გაიღიმე!

ეს რაც შეეხება ურთიერთობების დასაწყისს, ფლირტს და პირველ კვირას. თუმცა, ამით შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, თუ ახლო ურთიერთობაში ის გაიგებს, რომ შენ ჩვეულებრივი მამრი ცხოველი ხარ. ამიტომ განვიხილოთ რა მოსწონთ გოგონებს გრძელვადიან ურთიერთობებში?

Adami

ძალა. ყველა ქალს, მიუხედავად ასაკისა, თმის ფერისა და მკერდის ზომისა, მოსწონთ ძლიერი მამაკაცები. ისინი სველდებიან და კვნესიან, როცა შენ ამჟღავნებ შენს ძალას. ყველაფერთან ერთად, შეგიძლია იყო ავადმყოფურად სუსტი (რა თქმა უნდა, არ გირჩევ იყო ასეთი) ან გქონდეს დიდი ღიპი (არც ამას გირჩევ).

მთავარია, არ იწუწუნო! არასდროს. ქალებს არ უყვართ ტიპები, რომლებიც მუდამ წუწუნებენ, კვნესიან, ჩივიან და კნავიან. მგონი არავის მოსწონს ასეთი ადამიანები.

შეგიძლია იმუშაო სამ სამუშაოზე, ბედისწერა მოგიმზადებს მილიონობით ბარიერს, ეცდება წაგკუზოს, თუმცა, შენ არასდროს დანებდები და არც იწუწუნებ. წუწუნი შეიძლება მხოლოდ პარასკევობით, ბარებში, ლუდის მეორე და მეოთხე კათხებს შორის, ძმაკაცთან. თუმცა, ქალთან არასდროს!

არც ძალა, არც სილამაზე, არც სტილი და არც შარმი არაფერია, თუ არ გაქვს ცხოვრების მიზანი. ამიტომ, თუ ახლა ზიხარ კომპიუტერთან, ან წევხარ დივანზე და გკიდია ყველაფერი, კეთილი ინებე, ადექი და დაიწყე რამის კეთება. ქალისთვის მთავარია, რომ მამაკაცს ჰქონდეს შემდეგი ფორმულა: "წარმატება + ამბიციები + თვითგანვითარება". გონიერი და მშვენიერი გოგონა არასდროს დაკარგავს თავის ახალგაზრდობას ადამიანთან, რომელიც არ ცდილობს მიაღწიოს მეტს.

იმედი მაქვს შენ ასეთი არ ხარ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად. ესე იგი, თუ მამაკაცი...
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ADAMI.ge წარმოგიდგენთ მათ დღიურებს - განსხვავებას თქვენ თვითონ ნახავთ. ;)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს და სამი მეთოდი, თუ როგორ მოაგვარო ეს
ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...