სამი ეფექტური მეთოდი, თუ როგორ გახდე თავისუფალი
სამი ეფექტური მეთოდი, თუ როგორ გახდე თავისუფალი
ჰეი! საბოლოოდ ეს მოხდა. თქვენ გაქვთ განსხვავებული ჰოროსკოპი, დედამისი ყოველ დღე გირეკავს, შენ შეუყვარდი მის კატებს, ძაღლებს, ბებიასა და მრავალ მსგავს საძაგლობას, მისი დაქალები მასთან ურთიერთობას გიშლიან, მაგრამ მათ უფრო კარგი ძუძუები აქვთ  —  ეს და კიდევ მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს. თუმცა, ნუ ეძებ დამნაშავეებს, ეს უნდა მომხდარიყო, თუ გაღიზიანებდა კითხვებით, ქცევით, სიარულით, იყო მეტისმეტად სენტიმენტალური და უყვარდა სელფების გადაღება. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ დაშორდე ჯერ კიდევ შეყვარებულს? პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ არსებობს 3 უკიდურესად მოქმედი მეთოდი. ესენია:

მეთოდი პირველი - არაადამიანური

ასპროცენტიანი ვარიანტია, თუ ეტყვი, რომ იპოვე სხვა გოგონა. ყურადღება: ეს შეიძლება იყოს მტკნარი ტყუილი. ჰო, პირველად კი არ იტყუები, ასე რომ იცი, სულაც არაა მტკივნეული. მართალია, შეგიძლია მიიყვანო სასაფლაოზე და უთხრა, რომ გახდი სატანისტი, ის აუცილებლად გაიქცევა, თუმცა, მერწმუნე, პირველი ვარიანტი ნაღდია. ის, რა თქმა უნდა, იტყვის ”ასეც ვიცოდი!”, შეგაგინებს, ზოგი ქალი აქლემისგან წარმოიშვა ამიტომ არის ვარაუდი, რომ შეგაფურთხებს. ნუ დარდობ, შენ ხომ თავისუფალი ხდები.

მეთოდი მეორე - ადამიანური

კეთილი, წარმოვიდგინოთ, რომ არ ხარ მატყუარა და შენ მართლა გიყვარდა ეს ტერორისტი კაბაში, რომელიც დღითიდღე უწყობდა ფართო გენოციდს შენს ნერვულ სისტემას და (ალილუია!) მიხვდი, რომ არ ხარ მზად აიტანო. მაშინ, დანიშნე შეხვედრა რომელიღაც მყუდრო ადგილას (აუცილებლად არ უნდა იყოს თქვენი პირველი შეხვედრის ადგილი, არც სასაფლაო) და მოუყევი, რომ სულიერად დაცლილი ხარ, რომ დაკარგული ხარ, რომ ვეღარ ხედავ მასში ოცნების ქალს და მრავალი სხვა პოეტური სისულელე. ბოლოში აუცილებლად თქვი, რომ დაიღალე. ის აუცილებლად ატირდება, შენ შეიბრალებ და შანსს მისცემ, ამიტომ ეს მეთოდი არ არის საუკეთესო.

მეთოდი მესამე - მამაპაპური, არაადამიანური მეთოდის ნაირსახეობა

მისი უდიდებულესობა უგულებელყოფა, ანუ სხვანაირად - იგნორი. არ ელაპარაკო გოგონას, უთხარი, რომ გეძინება, ძმაკაცებთან ხარ, არც მისწერო. მას დაემართება ბევრი საინტერესო რამ - ის დრამატურგიის ყველა ნორმის შენარჩუნებით წამოწვება თავის ოთახში, იტირებს იქამდე, სანამ ცრემლები არ აავსებენ ყურებს, მოუსმენს ტრაგიკულ მუსიკას, მაგალითად სარა კონორს, მერაია კერის, სელინ დიონს, აუცილებლად ლარა ფაბიანს და სხვა მსგავს ვანილურ სისულელეს, უყურებს ყველა ტრაგი-რომანტიკულ ფილმს (შეგიძლია ახლავე ჩაუწერო გრეის ორმოცდაათი ელფერი, The Vow, The Notebook და ა.შ.), რომლებსაც საბოლოოდ ჰეფი-ენდი აქვს. ოდესღაც ის დაიღლება და თვითონ მიგატოვებს. სმს-ით შეგატყობინებს.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად. ესე იგი, თუ მამაკაცი...
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ADAMI.ge წარმოგიდგენთ მათ დღიურებს - განსხვავებას თქვენ თვითონ ნახავთ. ;)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც  ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.
ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...