ამით განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები
ამით განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები
— ქალის დღიური:
«ბოლო დროს ჩემი ქმარი ძალიან უცნაურად იქცევა. დღეს საღამოს ჩვენ ვივახშმეთ ჩინურ რესტორანში.
მე მთელი დღე მქონდა თავისუფალი, ჯერ ვუყურებდი რომანტიკულ მელოდრამას (მთავარი როლის მსახიობს ძალიან ლამაზი თვალები აქვს), მერე დაქალებთან ერთად მაღაზიებში შევედი. ძალიან კარგი ჩანთა ვიყიდე - ტყავის. ანუკას აშკარად შეშურდა. რა თქმა უნდა, ლამაზი თასმებით არის მორთული, ჟოლოსფერია, ძალიან მოუხდება ჩემს ქამარს, მანიკურიც მაქვს იმავე ფერის.
მოკლედ მე დავაგვიანე რესტორანში, მგონი ეს ეწყინა. ის მობილურში რაღაცას კითხულობდა. ვითომ არ შეეძლო ისე ლოდინი, რომ არ შემძვრალიყო თავის ვაი-ფაიში. მივედი და ჩავეხუტე. მან არაფერი მითხრა, მაგრამ მე მგონია, ეწყინა, რომ დავაგვიანე 40 წუთით.
ქმარს საუბარი არ უნდოდა, შევთავაზე გასეირნება, თუმცა, ის მაინც არ მესაუბრებოდა. ჩავეხუტე, ავტირდი. მან მკითხა - რა მოხდა? მე დავუწყე იმის მტკიცება, რომ დამნაშავე ვარ, იმაში, რომ არ მელაპარაკება. მან მითხრა, რომ უბრალოდ დაღლილია. დამაწყნარა. შუბლზე მაკოცა და გავაგრძელეთ სეირნობა.
სახლში რომ ვრუნდებოდით, ვუთხარი რომ მიყვარს, მან უბრალოდ გაიღიმა. ავიღე მისი მარჯვენა ხელი და ვაკოცე. მან მაშინვე გაწია ხელი და იმ რაღაც უაზრო ბერკეტს გადაწევა დაუწყო. ჰმ... არ ვიცი რისთვისაა, იქ რაღაც ციფრები წერია და ასოები, მგონი. მე მეწყინა - ვითომ, მერე ვერ გადაწევდა?
როცა მოვედით სახლში, მივხვდი, რომ ჩვენ საერთო აღარაფერი დაგვრჩა. ის იჯდა დივანზე და უყურებდა ტელევიზორს. ვუთხარი, რომ მეძინება და ოთხში გავედი.
15 წუთში ისიც შემოვიდა ოთახში. მაკიაჟს ვიშორებდი, მერე დავწექით. ის ჩამეხუტა და ჩაეძინა. მთელი ღამე ვტიროდი. ვიცი, რომ ის ფიქრებით სხვაგანაა. აღარ მინდა ცხოვრება...
»

— კაცის დღიური:
«მოტოციკლი გამიფუჭდა, ვერ ვხვდები რაშია საქმე. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ».
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად. ესე იგი, თუ მამაკაცი...
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს და სამი მეთოდი, თუ როგორ მოაგვარო ეს
ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც  ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.
ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...