მამაკაცები, რომლებიც ვერ იზრდებიან
მამაკაცები, რომლებიც ვერ იზრდებიან
წინა სტატიაში ჩვენ თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისების შესახებ ვისაუბრეთ, თუმცა, თავდაჯერებულობა ყველა მამაკაცში როდია... ამ სტატიის თემაა ინფანტილურობა, როგორც არათავდაჯერებული მამაკაცის მთავარი მახასიათებელი.

ამ მახასიათებლის შესახებ ამ სტატიიდან ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ, თუმცა, მოკლედ რომ ვთქვათ, ესენი არიან მამაკაცები, რომლებიც ვერ იზრდებიან.

ქალი ყოველთვის დაცულობისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაჯერებული მამაკაცი ის არის, ვისაც მისი მთელი სამყაროსგან დაცვა შეუძლია. არსებობენ ინფანტილური მამაკაცებიც.

ისინი მუდამ ჭირვეულობენ, ისტერიკას მართავენ, გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, გაურბიან პასუხისმგებლობას და ხშირად ცრუობენ.

ინფანტილური მამაკაცისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული, გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, სიზარმაცე, პრობლემებისგან გაქცევა, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მშობლებზე ძლიერი მიჯაჭვულობა. ასეთი მამაკაცი მთელი ცხოვრება სათამაშოებით ერთობა.

ერთ-ერთი ამგვარი სათამაშო შეიძლება იყოს ოჯახიც. თუ ის მობეზრდა, მამაკაცი მას დაუნანებლად მიატოვებს და სხვა გასართობს მოძებნის. ინფანტილური მამაკაცი პატარა ბავშვს ჰგავს: ის ითხოვს ყურადღებას, სიყვარულს, მზრუნველობას, სხვა დანარჩენი მას არ აღელვებს.

მას გულწრფელად სჯერა, რომ უნდა მოუარონ, აჭამონ, ჩააცვან, მის მაგივრად მოძებნონ დაკარგული ნივთები, ჩაუდონ ჯიბეში ცხვირსახოცი, დილით გააღვიძონ და ა.შ. ის ასეა მიჩვეული, მხოლოდ ასეთი მდგომარეობაა მისთვის ბუნებრივი.

ინფანტილური მამაკაცები ორ ტიპად იყოფიან. პირველი ტიპის ინფანტილები ტიპური დედიკოს ბიჭები არიან. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დედასთან - ბავშვივით.

ეს მამაკაცები ქვეცნობიერად ეძებენ ქალებს, რომლებიც განახორციელებენ მათზე მკაცრ კონტროლს და პატრონაჟს, მოუვლიან და მოემსახურებიან: აჭმევენ, ასმევენ და მოეფერებიან.

საინტერესოა, რომ ასეთი ინფანტილი სრულიადაც არ არის დამჯერი ბიჭუნა. ის გამუდმებით ჭირვეულობს და იბუტება, არასოდეს ასრულებს დანაპირებს და მუდამ ცრუობს.

ინფანტილები, რომლებიც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან, მკვეთრად უარყოფენ საკუთარი ინფანტილურობის გამო შენიშვნებსა და საყვედურებს. მათ იმ ქალების ხარჯზე თვითდამკვიდრება სჩვევიათ, რომლებიც არ გამოირჩევიან არც სილამაზით, არც ნიჭით და ამიტომ მომთხოვნებიც არ არიან. სწორედ ასეთი კატეგორიის ქალებზე ნადირობენ ინფანტილური მამაკაცები.

ძლიერ და დამოუკიდებელ ქალთან ურთიერთობის ძალა მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ არ შეუძლიათ, ასეთი ქალების მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ, თუმცა, არაფრით გამორჩეულ, უღიმღამო გოგონაზე დაქორწინებისას მის მიმართ თავდაპირველ სუსტ ინტერესსაც მალე კარგავენ, აღარ აფასებენ და შესაძლოა შეიძულონ კიდეც, თუმცა, კი განშორებას არ ჩქარობენ. რა უნდა ქნას ქალმა, რომელიც ინფანტილურ მამაკაცს გადაეყარა?

ყველაზე სწორი იქნება დროზე გავერკვეთ სიტუაციაში და გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა ასეთ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, "დედაშვილობანას" თამაში ღრმა შინაგან კომფორტს არ გგვრით.

ინფანტილური მამაკაცის გარდაქმნა შეუძლებელია, რადგან ყოველი მისი ცხოვრებისეული თუ ყოველდღიური ქცევა აღზრდის შედეგია. ეს თავის ტვინის ქერქქვეშ ჩადგმული პროგრამაა, რომლის გადაწერა ან წაშლა შეუძლებელია.

ასევე იხილეთ: თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება

წყარო: mkurnali.ge

ტეგები: მამაკაცი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ყველა მამაკაცი ქალზე საშუალოდ ყოველ 7 წუთში ერთხელ ფიქრობს. თუ შენ ქალებზე უფრო ხშირად ფიქრობ, სექსულურად დამოკიდებული ადამიანი ხარ.
ჩვენ შევაგროვეთ შენთვის 15 თვისება, რომლებიც ჩვენ - კაცებმა უნდა მოვიზომოთ, რათა ქალებმა აღვიქვან იდიალურებად. ესე იგი, თუ მამაკაცი...
წარმოგიდგენთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ადამიანთა ბუნება და გაუმკლავდეთ სტრესს
ADAMI.ge წარმოგიდგენთ 2 საკმაოდ ადვილ სავარჯიშოს, რომელთა მეშვეობით შეძლებ მეხსიერების გამოცდას
დიზაინერმა იანგ ლიუმ გამოსცა წიგნი «Man Meets Woman», რომელშიც წარმოდგენილია ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები.
ADAMI.ge წარმოგიდგენთ მათ დღიურებს - განსხვავებას თქვენ თვითონ ნახავთ. ;)
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი (ყდჰს) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობა ბავშვებში.
ის, რომ ყავა შეიცავს ენერგიულ მარაგს, რომელიც ძალიან გვჭირდება რუთინული ცხოვრების წესის დროს, ვიცით.
მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს და სამი მეთოდი, თუ როგორ მოაგვარო ეს
ეს არის ჩვეულებრივი სტატია, სადაც თავმოყრილია ის ფაქტორები, რომლებიც  ქალებში ჩვენდამი სიმპატიას იწვენენ.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...