ვინ და რამდენ ფულს აკეთებს "ოსკარებზე" - დოლარების ცვენა "ოქროს ბიჭუნას" მიღმა
ვინ და რამდენ ფულს აკეთებს "ოსკარებზე" - დოლარების ცვენა "ოქროს ბიჭუნას" მიღმა
ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოება მხოლოდ ჰოლოვუდელი მილიონერების ან კინობოჰემის წარმომადგენლების ზეიმი არ არის. ის, ამავდროულად, უდიდესი ბიზნესია, რომელშიც არა ერთი ადამიანია ჩართული და საქმიანობას საკმაოდ კოლოსალური შემოსავალიც მოაქვს...

მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია.


წითელი ხალიჩა
უკვე 20 წელია, რაც "ოსკარის" დაჯილდოების უმნიშვნელოვანეს დეტალზე - წითელ ხალიჩაზე პასუხისმგებლობას კომპანია Turf & Carpet იღებს. ცხადია, ეს კომპანიისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დაკვეთაა, ვინაიდან 500 მეტრიანი ხალიჩა დაახლოებით 25 000 დოლარი ღირს.
ხალიჩას კომპანია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ცვლის, ვინაიდან ამ პერიოდში ის უკვე ახერხებს "დაბერებას".

Adami

კონვერტები
კონვერტები, რომლებიც ასევე განუყოფელი ნაწილია "ოსკარისთვის". კონვერტები, რომლებშიც ნომინანტი ფილმების, მსახიობებისა და რაც მთავარია, გამარჯვებულების სახელებია მოთავსებული. ცერემონიისთვის 96 კონვერტი იქმნება და თითოეულზე მუშაობას 110 საათი სჭირდება. თითოეული კონვერტის ღირებულება კი 200 დოლარს შეადგენს.
Adami

ოსკარის ქანდაკება
დაჯილდოების მთავარი სიმბოლო ცხადია, საკმაოდ ძვირადღირებულია. იმის მიუხედავად, რომ 24 ნომინაციაა, ყოველწლიურად 50 ქანდაკებას ქმნიან. თითოეული ქანდაკების ღირებულება 500-დან 900 დოლარამდე შეადგენს. ზუსტ ღირებულებას კი საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი განსაზღვრავს.
ქანდაკება 3.85 კგ წონას შეადგენს და მისი მასა რამდენიმე ფენისგან შედგება, მათ შორის შემადგენლობაშია: ტყვია, კალა, სპილენძი, ნიკელი, ვერცხლი... რაც შეეხება სტატუეტის გარე ფენას, მოოქროვილია.
Adami

ბანკეტი
იცით, რა შემოსავალი აქვთ რესტორნებს, რომელთა მენეჯმენტი "ოსკარის" სტუმრებისთვის ბანკეტს უზრუნველყოფს?
ბოლო მონაცემებით, ღონისძიების 1500-დან 1600 ადამიანზე გათვალისწინებული ვახშამი, საერთო ჯამში, 2 მილიონი დოლარი ჯდება!

ლიმუზინი
ის რა "ოსკარია", თუ ვარსკვლავებს ლიმუზინი არ მოემსახურება?! და გაინტერესებთ, რა ჯდება ცერემონიისთვის დაახლოებით 2 000 ლიმუზინის დაქირავება? ეს სიამოვნება დაახლოებით 1,7 მილიონი დოლარი ღირს.
Adami

სასმელი
"ოსკარის" დაჯილდოებას რომ ალკოჰოლი უხდება, ფაქტია. ჩვენი თუ არ გჯერათ, მიშა მესხს ჰკითხეთ... 2015 წელს ღონისძიება სასმელით კომპანია  iper-Heidsieck-მა უზრუნველყო და საკმაოდ კარგი მოგებაც ნახა დაახლოებით 90, 000 დოლარის სახით...
Adami
ტეგები: ოსკარი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
როცა საზღვარგარეთ მიემგზავრები, სასარგებლოა, გქონდეს არა მარტო ნაღდი ფული, არამედ საკრედიტო ბარათიც.
გთავაზობთ FBI-ს (იგივე ფედერაციული საგამოძიებო ბიუროს) მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა სიას
ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს
Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი"
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ...
ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში
მოდით, ვნახოთ, თუ გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს
გამოცემა "Bloomberg"-ის მონაცემებით, რუსული რუბლის გაუფასურების გამო, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან 449,5 მილიონი "გაფრინდა"
ფულის გამო, ალბათ ნებისმიერის "შეყვარება" შეიძლება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...