MOST WANTED – 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავე FBI-ს მიხედვით
MOST WANTED – 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავე FBI-ს მიხედვით
გთავაზობთ FBI-ს (იგივე ფედერაციული საგამოძიებო ბიუროს) მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა სიას. შეიძლება ოდნავ არალოგიკური გეგონოთ მოცემული სია, თუმცა, ჩვენ მას არ ვადგენდით.

Adami
იასირ აბდელ საიდი
ჯილდო : $ 100,000

2008 წლის 1 იანვარს დახვრიტა ორივე ქალიშვილი და გაქცევაშია. ყოველთვის ატარებს შავ მზის სათვალეებს, შენობაშიც კი. ეწევა ”მარლბორო”-ს. უყვარს ძაღლები. წარმოშობით ეგვიპტელი არაბია. ჰყავს ნაცნობები ნიუ-იორკში, ტეხასში, ვირჯინიასა და კანადაში.

Adami
ალექსის ფლორესი
ჯილდო : $ 100,000

გაიტაცა და მოკლა 5 წლის გოგონა. გოგონა გაქრა 2000 წლის ივლისში, ხოლო აგვისტოში მისი გვამი მეზობელ ბინაში იპოვეს.

Adami
ვიქტორ მანუელ გერენა
ჯილდო : $ 1,000,000

1983 წელს გაძარცვა სადაზღვეო კომპანია, გაიტანა 7 მილიონი დოლარი და გაიქცა.

Adami
ჯეისონ დერეკ ბრაუნი
ჯილდო : $ 2,000,000

2004 წლის ნოემბერში დახვრიტა ინკასატორები კინოთეატრთან, მოპარა ჩანთა ფულით და გაიქცა.
აღსანიშნავია, რომ ის აქამდე ორჯერ იჯდა ციხეში. არის სექტის წევრი, თან დაატარებს იარაღს.

Adami
ფიდელ ურბინა
ჯილდო : $ 1,000,000

ჩიკაგო, ილინოისი. 1998 წლის მარტში პირველად სცემა და გააუპატიურა ქალი. ამავე წლის ოქტომბერში სცემა, გააუპატიურა და მოკლა მეორე მსხვერპლი. ურბინა ცდილობდა მისი გვამის დაწვას ავტომობილთან ერთად.

Adami
ედუარდ რაველო
ჯილდო : $ 100,000

მექსიკური მაფიის - ”აცტეკის ბარიოს” კაპიტანი. ბრალი ედება რეკეტში, ნარკო-ვაჭრობაში, ფულის გათეთრებაში. ჩადენილი აქვს მრავალი მკვლელობა.

Adami
უილიამ ბრედფორდ ბიშოპ უმც.
ჯილდო : $ 100,000

1976 წლის 1 მარტს მოკლა თავისი ცოლი (37 წლის), დედა (68 წლის) და სამი ვაჟი (5, 10, 14 წლის). მკვლელობა მოხდა შტატ მერილენდში, შემდეგ მან გადაიყვანა გვამები ჩრდილოეთ კალიფორნიაში და დაწვა.

Adami
გლენ სტიუარტ გოდვინი
ჯილდო : $ 100,000

1987 წელს გაიქცა ფოსლომის ციხიდან. იმავე წელს ის კვლავ დააპატიმრეს. 1991 წლის აპრილში მან მოკლა თანამსჯავდებული, 5 თვეში კი კვლავ გაიქცა ციხიდან.

Adami
ფობერტ უილიამ ფიშერი
ჯილდო : $ 100,000

2001 წელს მოკლა თავისი ცოლი და ორი შვილი, შემდეგ კი ააფეთქა მათი სახლი არიზონაში. უბადლო მონადირე და მეთევზეა. გადატანილი აქვს წელის ტრავმა, რაც აისახება მის სიარულზე. ყოველთვის ღეჭავს თამბაქოს.

Adami
სემიონ მოგილევიჩი
ჯილდო : $ 100,000

რუსული მაფიის ერთ-ერთი ბოსი. 1993-1998 წლებში მან გაათეთრა $150 000 000. არის მწეველი, ატარებს პარიკსა და ხელოვნურ ულვაშებს. სავარაუდო სახელების სია: სევა მოგულევიჩი, სემიონ იუდკოვიჩ პალაგნიუკ, სემიონ ტელეში, შიმონ მაკელვიტში, სერგეი იურის ძე შნაიდერი.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
როცა საზღვარგარეთ მიემგზავრები, სასარგებლოა, გქონდეს არა მარტო ნაღდი ფული, არამედ საკრედიტო ბარათიც.
ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს
Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი"
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ...
ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში
მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია
მოდით, ვნახოთ, თუ გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს
გამოცემა "Bloomberg"-ის მონაცემებით, რუსული რუბლის გაუფასურების გამო, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან 449,5 მილიონი "გაფრინდა"
ფულის გამო, ალბათ ნებისმიერის "შეყვარება" შეიძლება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...