ყველაზე მუქთახორული და მაღალანაზღაურებადი სამსახური
ყველაზე მუქთახორული და მაღალანაზღაურებადი სამსახური
ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში.

თუ ის ადამიანი ხარ, რომელიც სიხარულით დივანზე წამოგორებული ტელევიზორს უყურებ, ან მუხლებზე ლეპტოპი გიდევს და ინტერნეტში დაძრომიალობ, ან შეგიძლია კომპიუტერული თამაშები დღეების განმავლობაში ითამაშო, მაშინ შენი ადგილი ნასაშია! უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. შენი "უნიკალური შესაძლებლობები" კაცობრიობას მარსამდე მიღწევაში დაეხმარება!

კომპანია ნასა, რომელიც კოსმოსის შესწავლითა და საფრენი ტექნოლოგიების მომზადებით არის დაკავებული, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კოსმოსში გრძელვადიანი გაფრენის იმიტაციის ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის.

Adami

თითოეულ მონაწილეს 70 დღე რბილ საწოლში მოუწევს ყოფნა. მათ შეეძლებათ კომპიუტერული თამაშებით გაერთონ, ინტერნეტში შევიდნენ, წიგნები წაიკითხონ, ტელევიზორს უყურონ, ახლობლებსა და მეგობრებს ესაუბრონ.

თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით - არ ადგნენ საწოლიდან მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში.

Adami

საჭირო იქნება 16 საათი შუქზე გაატარონ, ხოლო 8 საათი სიბნელეში. შხაპი, ტუალეტი - ეს ყველაფერი მწოლიარე მდგომარეობაში უნდა გააკეთონ. საჭმლის რაოდენობა სპეციალურად იქნება განსაზღვრული, რომ ადამიანმა ამ 70 დღის განმავლობაში წონაში არ მოიმატოს.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ კი, ყველა მონაწილეს 5000 დოლარს გადაუხდიან.

Adami

კვლევის მიზანია, გაარკვიონ, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს მიკროგრავიტაცია ადამიანის სხეულზე კოსმოსური ფრენის განმავლობაში.

კვლევა ჰიუსტონში ჯონსონის ცენტრში ჩატარდება. ეს ექსპერიმენტი პლანეტა მარსზე სამომავლო გაფრენისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
როცა საზღვარგარეთ მიემგზავრები, სასარგებლოა, გქონდეს არა მარტო ნაღდი ფული, არამედ საკრედიტო ბარათიც.
გთავაზობთ FBI-ს (იგივე ფედერაციული საგამოძიებო ბიუროს) მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა სიას
ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს
Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი"
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, რომ არდადეგები საკუთარ ტერიტორიაზე გაატარონ...
მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია
მოდით, ვნახოთ, თუ გამდიდრების რა პოტენციალი აქვს საბჭოთა მონეტებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს
გამოცემა "Bloomberg"-ის მონაცემებით, რუსული რუბლის გაუფასურების გამო, რომან აბრამოვიჩის ჯიბიდან 449,5 მილიონი "გაფრინდა"
ფულის გამო, ალბათ ნებისმიერის "შეყვარება" შეიძლება
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...