ჩვენ ვირჩევთ კიევს ამ ზაფხულს!
ჩვენ ვირჩევთ კიევს ამ ზაფხულს!
დარწმუნებული ვარ იცი, რომ კიევი ქართველებისთვის მუდამ ღიაა, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა გამგზავრებისთვის. დიახ! სწორედ კიევი. დავიანგარიშეთ, თუ რამდენი დაგიჯდება 1 კვირა კიევში და ჯამი ოდნავ აღემატება 1000 ლარს.

კიევი, უკრაინულად კი Київ, უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრებია (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, ამიტომ ფაქტობრივი მოსახლეობა 3 მილიონია). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში.

მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ფლობს რუსულს, მეტიც - კიეველების უმეტესობა რუსულენოვანია (ენას, როგორც წესი, პოლიტიკა არ აქვს). უკრაინის ვალუტაა გრივნა, ან უფრო სწორედ ჰრივნა, რომელიც ევრომოედნის შემდეგ მკვეთრად დაეცა, ამიტომ დღევანდელი კურსით 1 ლარი უდრის 9.64 UAH (₴).

კიევში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ავიარეისებით - ბათუმიდან დღეში ერთხელ დაფრინავენ. თბილისიდან დაფრინავს სხვადასხვა ავიახაზი, როგორც კიევის ჟულიანის აეროპორტის მიმართულებით, ასევე ბორიპოლის მიმარულებით.

თუ არ გყავს მეგობარი კიევში, ვისთანაც დარჩები, შეგიძლია, მოძებნო ახალი მეგობრები CouchSurfing-ზე, ან ესტუმრო ჰოსტელებსა და გესტ-ჰაუსებს, რომელთა ფასებია დღეში 14-20 €.

კიევში შეგიძლია ნახო კიევის ფუნიკულორი, მაიდანი, კიევო-პეჩორის ლავრა, წმინდა სოფიას ტაძარი, ვლადიმერის ტაძარი, ანრიას ეკლესია, მარიინის სასახლე, მუზეუმები, ოპერის თეატრი და მრავალი სხვა.

თბილისთან შედარებით, კიევის ღამის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. შეგიძლიათ ეწვიოთ, როგორც ჩვეულებრივ კლუბებს, ასევე სტრიპ-კლუბებს, პაბებს. საუკეთესო ღამის კლუბებია: Jumbo, INDIGO, KaruseL Club, Happy Place, DJBAR, Caribbean Club, Vodka Bar, Coyote Ugly, SKYBAR, D*Lux და ა.შ. თუ გინდათ დააგემოვნოთ ნამდვილი უკრაინული სამზარეულო, ეწვიეთ ”პუზატა ხატას” (Пузата Хата).

რაც შეეხება უკრაინელ გოგონებს - აქ წერა ზედმეტი იქნება. ;)
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
Placebo's donating money from the honorar they get on Tbilisi Open Air" - წერს ფესტივალ Tbilisi Open Air 2015-ის მედია კოორდინატორი სოფო ებრალიძე.
მეტალის გაჟღერებას არც ტრადიციული სლემი მოკლებია
ვინ არის ARCHIVE, რატომ ვაღიარებთ მის თბილისში ჩამოსვლას დიდ მოვლენად და რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ბენდის თბილისში ჩამოსვლა ქვეყანაში საფესტივალო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია
სიურპრიზი ზემფირასგან: ჩიტო-გვრიტო, ქართული ღვინო და მკვეთრი პოლიტიკური მესიჯი
Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს
"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით,
რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...
გრაპა — სასწაულებრივი სასმელი იტალიიდან. ეს არის ნამდვილად მამაკაცური სასმელი, რომელიც ძალიან მოგეწონება.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...