Tbilisi Open Air: პირველი საფესტივალო დღის მიმოხილვა და მელომანების ავ-კარგი გამოხმაურებები
Tbilisi Open Air: პირველი საფესტივალო დღის მიმოხილვა და მელომანების ავ-კარგი გამოხმაურებები
თბილისი მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air-ს მასპინძლობს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც მელომანები დიდი ინტერესით ელოდნენ, გუშინ, 3 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყო. ადგილობრივებთან ერთად, Tbilisi Open Air-ზე ათასობით ტურისტს ელოდებიან, რაც როგორც ფესტივალისთვის, ისე დედაქალაქისთვის, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია.

"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუ რამდენი უცხოელი იქნება აქედან, მაგრამ საუბარია რამდენიმე ათასზე. განსაკუთრებით დიდი აქტიურობა შეინიშნება სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან", - ამბობს მედიამენეჯერი სოფო ებრალიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება პირველ დღეს, მსმენელმა The Tiger LIlies, "აკვარიუმს" და ზემფირას მოუსმინა. ფესტივალის სტუმრებს მუსიკალური თვალსაზრისით ჟანრობრივი მრავალფეროვნება, კარგი ხარისხის განათება და ხმის სისტემა დახვდათ. თითოეული ჯგუფს თან ახლდა აუდიტორიის უდიდესი მხარდაჭერა, რაც, ცხადია, არტისტების მიერ დახარჯული უდიდესი ენერგიის სწორი Feedback-ი იყო, თუმცა, როგორც ყველგან, როგორც ყოველთვის, ახლაც, თბილისში, Open Air-ზეც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფესტივალზე მუსიკასთან ერთად კომფორტის სრული ზონა სჭირდებოდათ. Ambebi.ge "ფეისბუქზე", Tbilisi Open Air-ის ივენთის გვერდზე მელომანების გამოხმაურებებს დააკვირდა. უკმაყოფილებას ძირითადად, საპირფარეშოების სიმცირე იწვევდა.

"ტუალეტები biletebi.ge -ს ჩააბარეთ თუ რა იყო ეს, რამხელა რიგები იდგა", - წერს კობა ესაიაშვილი.
ფესტივალზე მისულებს კიდევ ერთ დისკომფორტს შესასვლელში არსებული რიგები უქმნიდა, თუმცა, დამსწრეთა იმ რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც Tbilisi Open Air-ი წელს მასპინძლობს, რიგი ბუნებრივიც არის.

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელმაც მელომანები ხაზგასმით აფიქსირებენ და რომლის ადრესატი ობიექტურად, არა ფესტივალის ორგანიზატორები, არამედ ბუნებაა, ძლიერი ქარი იყო. ასე რომ, თუ დღეს და მომდევნო დღეებშიც ესტუმრებით Tbilisi Open Air-ს, გირჩევთ, თბილად ჩაიცვათ, ან პლედი გაიყოლოთ.

პრეტენზიებს რომ გავუყვეთ, კიდევ ერთი, რაც ფესტივალის სტუმრებს არ მოეწონათ, ტაქსის დეფიციტი და არახელმისაწვდომი ფასები იყო.

"ყველაფერი გადასარევი იყო, მაგრამ ბოლოს "ტაქსი 5"-ის მძღოლები 20 ლარს მთხოვდნენ გუშინ რუსთაველამდე. "ტაქსი 5"-ს რომ ვურეკავდი, უარყოფდნენ ეგ ტარიფი არააო, მაგრამ მანქანასაც არ აგზავნიდნენ და რას ველოდო დღეს, არ ვიცი. საბოლოოდ, 15 ლარად ჩამომიყვანა სხვა ტაქსიმ, მაგრამ თუ "ტაქსი 5"-ის იმედი არ უნდა გვქონდეს, იქნებ აქედანვე გვითხრათ, მერე ტყუილად რომ არ ველოდოთ", - დაწერა Stella Stellaha-მ "ფეისბუქზე".

უსამართლობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფესტივალის პირველ დღეს მხოლოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. მელომანთა ნაწილმა არა ორგანიზატორები, არამედ ფესტივალზე მისული მსმენელი გააკრიტიკა, რომლებიც კონცერტის შემდეგ მხოლოდ ცუდ მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას:

"დილის 6-ისკენ წამოვედი, ეს რა იყო ... რას გავდა "main" სცენასთან მდებარე ტერიტორია. იმდენი ნაგავი ეყარა ძირს, ერთ კარგ გორას ააშენებდი. არ ვიცი, რომლის ბრალია ხალხის (რომლებსაც დაეზარათ გადაგდება), თუ თქვენი ურნების არ ყოფნის გამო.
მაგ ადგილას კიდევ ბევრმა უნდა იაროს და ასე თუ დარჩა, არ ვიცი.. ტეხავს პროსტა, მეტი არაფერი.
და ხო კიდევ, ერთი ტიპი დავინახე საპირფარეშოში მიდიოდა სავარაუდოდ, ვერ მოითმინა და შუა გზაში ამოიღო და "დააქცია შარდი" :) ნუ კაი რა... გული ამერია კინაღამ. დანარჩენთან არ მაქვს პრობლემა, გართობას და სასიამოვნი დროის გატარებას გისურვებთ", - ირაკლი კუპრეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთხსენებული დისკომფორტის გამო, ორგანიზატორებმა "ფეისბუქზე" ბოდიში მოიხადეს და ყურადღებით მოუსმინეს მსმენელის პრეტენზიებს. ამასთან, ორგანიზატორები, ფეისბუქ-გვერდის დახმარებით, იმ სტუმრებს უწევდა დახმარებას, ვინც პირადობის მოწმობა, გასაღები ან რაიმე ნივთი დაკარგა.

და ბოლოს, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსმენელი იმ ტიპის დისკომფორტისგან, რასაც Tbilisi Open Air-ზე ჰქონდა ადგილი, არც სხვა რომელიმე ქვეყნის რომელიმე ფესტივალზეა დაზღვეული. რეაქციების მიმოხილვას ზურა აბაშიძის გამოხმაურებით ვასრულებთ.

"ხალხო, კონცერტის დროს გამორიცხულია არ შეწუხდეთ, ვიღაცა ფეხზე დაგაბიჯებს, ვიღაცა მხარს გაგკრავს, ვიღაცა დაიღრიალებს საყვარელ მომენტზე, ვიღაცა ვიღაცას მხარზე შეაჯდება, ასეა ყველგან, თუ არ მოგწონთ, შესანიშნავი ლაივებია ზემფირასი იუთუბზე ატვირთული, უკეთესს შემთხვევაში - იარე ოპერაში ან ნანი ბრეგვაძის კონცერტებზე. ასე რომ, მჟავე სახეებს ჯობია გამხიარულდეთ და ბოდიშს რომ გიხდიან თავაზიანად, სწერვა სახეები დაალაგოთ, გადავიდა უკვე მოდიდან, აღარაა ტრენდი, მაგას ისევ 11 ლარიანი ტონალური ჯობია", - წერს ფესტივალის სტუმარი.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air, რომელიც გუშინ, 3 ივლისს დაიწყო, 7 ივლისს დასრულდება. მსმენელს დღეს ARCHIVE ელის. მთლიანობაში, დღეს ფესტივალის მთავარი სცენა ამ ჯგუფებს უმასპინძლებს:

17:20 - 17:50 Contact
18:00 - 18:30 The Mins
18:35 - 19:10 The Black Marrows
19:20 - 20:00 Gravity
20:10 - 21:10 Soap&Skin
21:40 - 23:40 Archive
ტეგები: Tbilisi Open Air
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
Placebo's donating money from the honorar they get on Tbilisi Open Air" - წერს ფესტივალ Tbilisi Open Air 2015-ის მედია კოორდინატორი სოფო ებრალიძე.
მეტალის გაჟღერებას არც ტრადიციული სლემი მოკლებია
ვინ არის ARCHIVE, რატომ ვაღიარებთ მის თბილისში ჩამოსვლას დიდ მოვლენად და რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ბენდის თბილისში ჩამოსვლა ქვეყანაში საფესტივალო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია
სიურპრიზი ზემფირასგან: ჩიტო-გვრიტო, ქართული ღვინო და მკვეთრი პოლიტიკური მესიჯი
Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს
რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...
დარწმუნებული ვარ იცი, რომ კიევი ქართველებისთვის მუდამ ღიაა, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა გამგზავრებისთვის. დიახ!
გრაპა — სასწაულებრივი სასმელი იტალიიდან. ეს არის ნამდვილად მამაკაცური სასმელი, რომელიც ძალიან მოგეწონება.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...