3 რამ, რასაც Tbilisi Open Air-ზე მსმენელი ზემფირასგან არ ელოდა (+VIDEO)
3 რამ, რასაც Tbilisi Open Air-ზე მსმენელი ზემფირასგან არ ელოდა (+VIDEO)
თბილისი მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air-ს მასპინძლობს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც მელომანები დიდი ინტერესით ელოდნენ, გუშინ, 3 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყო.
მსმენელმა The Tiger LIlies, "აკვარიუმს" და ზემფირას მოუსმინა.

ფესტივალის პირველ დღეს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში, რაც ზემფირას პოლიტიკურმა მესიჯმა განაპირობა. მომღერალმა Tbilisi Open Air-ის სცენაზე უკრაინის დროშა ააფრიალა, რითიც, ბუნებრივია, რუსული პუბლიკა, განსაკუთრებით კი - რუსი პოლიტიკოსები გააღიზიანა [დეტალები].

რუსეთისგან განსხვავებით, კმაყოფილები არიან ქართველი მელომანები, რომლებსაც ზემფირამ საკუთარ რეპერტუართან ერთად, საკუთარი ბენდის შესრულებით, "ჩიტო-გვრიტო" შესთავაზა. სწორედ ამ ლეგენდარული მელოდიის თანხლებით წარუდგინა ქართულ პუბლიკას ბენდის შემადგენლობა.

იხილეთ ვიდეო| ჩიტო-გვრიტო ზემფირას ბენდის შესრულებით

მოგვიანებით, მომღერალმა არაერთხელ ახსენა სიმღერისას ქართული ღვინო. ფრაზა, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას, ზემფირამ 4-ჯერ გაიმეორა, რამაც ქართველი მელომანების ოვაციები დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air, რომელიც გუშინ, 3 ივლისს დაიწყო, 7 ივლისს დასრულდება. მსმენელს დღეს ARCHIVE ელის. მთლიანობაში, დღეს ფესტივალის მთავარი სცენა ამ ჯგუფებს უმასპინძლებს:

17:20 - 17:50 Contact
18:00 - 18:30 The Mins
18:35 - 19:10 The Black Marrows
19:20 - 20:00 Gravity
20:10 - 21:10 Soap&Skin
21:40 - 23:40 Archive

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
Placebo's donating money from the honorar they get on Tbilisi Open Air" - წერს ფესტივალ Tbilisi Open Air 2015-ის მედია კოორდინატორი სოფო ებრალიძე.
მეტალის გაჟღერებას არც ტრადიციული სლემი მოკლებია
ვინ არის ARCHIVE, რატომ ვაღიარებთ მის თბილისში ჩამოსვლას დიდ მოვლენად და რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ბენდის თბილისში ჩამოსვლა ქვეყანაში საფესტივალო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია
Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს
"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით,
რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...
დარწმუნებული ვარ იცი, რომ კიევი ქართველებისთვის მუდამ ღიაა, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა გამგზავრებისთვის. დიახ!
გრაპა — სასწაულებრივი სასმელი იტალიიდან. ეს არის ნამდვილად მამაკაცური სასმელი, რომელიც ძალიან მოგეწონება.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება