ARCHIVE თბილისში: 6-წუთიანი საჩუქარი მათ, ვინც ეს გრანდიოზული LIVE-ი გამოტოვა (+VIDEO)
ARCHIVE თბილისში: 6-წუთიანი საჩუქარი მათ, ვინც ეს გრანდიოზული LIVE-ი გამოტოვა (+VIDEO)
წელს, როდესაც Tbilisi Open Air 2015-ის ჰედლაინერების შესახებ გვამცნეს, საოცარი ოპტიმიზმით აღვივსე იმიტომ, რომ ახლა ყველანაირი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, - ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად პროგრესირდება, ხვალ შეეცდება, თბილისში MUSE, ან თუნდაც Coldplay ჩამოიყვანოს; ყოველშემთხვევაში, ჩემი მოლოდინები ასეთია...

გუშინ მე, და ჩემთან ერთად ათასობით მელომანმა ARCHIVE-ს მოუსმინა და ალბათ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასაცილოდაც აღარ გყოფნის ყველა ის პრეტენზია, რომლებზეც წინა დღეს, ფესტივალის ორგანიზატორების მისამართით, მსმენელთა ნაწილმა იწუწუნა.

ვინ არის ARCHIVE, რატომ ვაღიარებთ მის თბილისში ჩამოსვლას დიდ მოვლენად და რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ბენდის თბილისში ჩამოსვლა ქვეყანაში საფესტივალო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ARCHIVE-ს კონცერტი თბილისში - ერთგვარად თამასის აწევაა, ბევრი არგუმენტი არსებობს, თუმცა, მთავარი არგუმენტი მუსიკაა, რომელმაც ბრიტანეთიდან ელექტრონიკის, ტრიპ-ჰოპის, პოსტ-როკისა და პროგრესივ-როკის სახით მთელი ევროპა მოიცვა.

1993 წელს ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა მთავარ წარმატებას დაახლოებით ათი წლის შემდეგ, მას შემდეგ მიაღწია, რაც მელომანებმა ბენდის ყველაზე "გაბაზრებული" "Again" მოისმინა, და კი, მეც, და ბევრი სხვაც, გუშინ, ყოველი სიმღერის პირველივე ნოტებში "Again"-ს "ვეძებდით", მაგრამ მერე რა, რომ ვერ ვიპოვეთ, - ამით არაფერი დაკლებია ლაივს, რომელმაც მე და სხვა ათასობით მსმენელს სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი.

პირად ემოციებსა და განცდებზე, რაც ამ მუსიკასთან მაკავშირებდა, ძნელია წერა, მაგრამ მარტივია იმის აღიარება, რომ ძალიან მადლიერი ვარ ფესტივალის ორგანიზატორების, რომ ეს მოხდა, თბილისში მოხდა, თ ბ ი ლ ი ს შ ი.

ინტერნეტში მუშაობის მთავარი პრინციპია, არ გამოვაქვეყნოთ დიდი მოცულობის ვიდეოები, რადგან "იუზერს" ხანგრძლივი ვიდეოების სანახავად არასდროს სცალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზუსტად ვიცი, ეს 6-წუთიანი ფრაგმენტები გუშინდელი ლაივიდან, მიუხედავად ჩანაწერის არც ისე კარგი ხარისხისა, უნდა გამოქვეყნდეს, რომ კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ მათ, ვინც ეს უკვე ვნახეთ და ვაჩვენოთ, რას დააკლდნენ ისინი, ვინც ეს "გამაზეს". Cool


გიორგი გიორგაშვილი
VIDEO: ADAMI.GE
PHOTO: Tbilisi Open Air Alter/Vision
ტეგები: Tbilisi Open Air ARCHIVE
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
Placebo's donating money from the honorar they get on Tbilisi Open Air" - წერს ფესტივალ Tbilisi Open Air 2015-ის მედია კოორდინატორი სოფო ებრალიძე.
მეტალის გაჟღერებას არც ტრადიციული სლემი მოკლებია
სიურპრიზი ზემფირასგან: ჩიტო-გვრიტო, ქართული ღვინო და მკვეთრი პოლიტიკური მესიჯი
Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს
"ხუთი დღის განმავლობაში ველოდებით 50 000 ადამიანს, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით,
რა ეღირება ალკოჰოლური სასმელი და საჭმელი TBILISI OPEN AIR-ზე: თუ ფესტივალზე ლუდი, მწვადი ან შაურმა მოგინდათ...
დარწმუნებული ვარ იცი, რომ კიევი ქართველებისთვის მუდამ ღიაა, ამიტომ ზაფხული საუკეთესო დროა გამგზავრებისთვის. დიახ!
გრაპა — სასწაულებრივი სასმელი იტალიიდან. ეს არის ნამდვილად მამაკაცური სასმელი, რომელიც ძალიან მოგეწონება.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...