საბრძოლო შენიღბვის ხელოვნება - რას გამოხატავს მეომრების სახის მოხატულობა
საბრძოლო შენიღბვის ხელოვნება - რას გამოხატავს მეომრების სახის მოხატულობა
ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც. სანამ ადამიანი გამართულ ლაპარაკს ისწავლიდა, საუბრისთვის ის ხელებს და სახის მიმიკას იყენებდა. ომში წასვლის წინ ჩვენი შორეული წინაპრები სახეზე სხვადასხვა ორნამენტს იხატავდნენ. ამით ისინი საკუთარ სიმამაცესა და გამბედაობას გამოხატავდნენ.

საბრძოლო გაფერადებას ჯერ კიდევ ძველი კელტები იყენებდნენ. ამ მიზნისთვის ისინი ლურჯ ინდიგოს მოიხმარდნენ. მიღებულ სითხეს კელტები შიშველ სხეულზე ან მის ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზე ისვამდნენ.

ახალზელანდიელი მაორის ტომის წარმომადგენლები სახის კანს ფარავდნენ პერმანენტული სიმეტრიული მოხატულობით, რომელსაც "ტა-მოკოს" ეძახდნენ. მაორის კულტურაში ასეთ ტატუს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. "ტა-მოკო" ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა. ის ამავდროულად პირველი "პერმანენტული კამუფლაჟის" როლსაც ასრულებდა. 1642 წელს აბელ ტასმანმა პირველმა მიაღწია ახალი ზელანდიის ნაპირებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღემდე შემორჩენილ მის დღიურებში ტატუირებულსახიან ადამიანებზე არაფერია ნახსენები. 1769 წელს კუნძულებზე მეორე ექსპედიცია ჩატარდა. ამჯერად ნატურალისტმა ჯოზეფ ბენკსმა ადგილობრივი აბორიგენების სახეებზე უჩვეულო ტატუების არსებობის შესახებ ჩანაწერები გააკეთა.

ინდიელებს სჯეროდათ, რომ მოხატულობა ბრძოლაში მათ მაგიურ ძალას ანიჭებდა. სხვადასხვა ფერთა გამა კი მათ უფრო მრისხანე და საშიშ პიროვნებებად აქცევდა. თანამედროვე ჯარისკაცების მსგავსად, რომლებიც სამხედრო სამსახურში მიღწევებისთვის ჯილდოვდებიან, მაორის ინდიელებს სახის მოხატვის უფლება მხოლოდ ბრძოლაში წარჩინების შემთხვევაში შეეძლოთ. ამიტომაც ყოველ სიმბოლოს საკუთარი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ხელის გული ხელჩართული ბრძოლის ოსტატობას ნიშნავდა.

მნიშვნელოვანი იყო სომბოლოს ფერებიც. წითელი საღებავით შესრულებული მოხატულობა სისხლს, ენერგიას, ძალასა და ბრძოლაში წარმატებას ნიშნავდა. შავი ფერი ომისთვის მზადების სიმბოლო ოყო. ამავე ფერით ნიშნავდნენ იმ მეომრებს, რომლებიც შინ გამარჯვების შემდეგ ბრუნდებოდნენ. ასევე იქცეოდნენ ძველი რომაელები. გამარჯვების შემდეგ რომში დაბრუნებისას, ცხენებზე ამხედრებული მეომრები სახეებს ღია-ალისფრად იღებავდნენ. ამით ისინი ომის ღმერთს - მარს ბაძავდნენ.

საბრძოლო მოხატულობის თანამედროვე ინტერპრეტაცია მხოლოდ პრაქტიკულ ხასიათს ატარებს. სამხედროები სახეზე მუქი ფერის საღებავს შენიღბვისთვის

ისვამენ. კანის დაუცველი (ტანსაცმლით დაუფარავი) უბნები შუქს ირეკლავს და ყურადღებას იქცევს. სამხედრო მოხატულობის დახატვას საკუთარი წესები აქვს. სახის პრიალა ნაწილებს (შუბლი, ცხვირი, ყურები, ნიკაპი და ღაწვები) მუქი ფერებით ფარავენ. სახის დაჩრდილულ უბნებზე კი - თვალების გარშემო, ცხვირის და ნიკაპის ქვეშ - ღია-მწვანე ფერებს ისვამენ. სახის გარდა, საღებავით იფარება ტანის დაუცველი ნაწილებიც - კისერი და მტევნები.

ყველაზე ხშირად სახის შენიღბვისთვის სამი ფერის საღებავს მოიხმარენ: თიხის ფერი, ღია მწვანე, რომელსაც შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარისკაცი საშუალოდ დაფარული მწვანე მცენარეულობის ადგილებში იყენებს და ღია რუხი ფერი. მას დათოვლილ ადგილებში მოქმედებისას მოიხმარენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო
შავი დროშა, საბრძოლო ხომალდის ამაყი სილუეტი, მებრძოლთა რაზმი ბოტზე, რომლებიც მაჩეტებითა და ავტომატებით არიან აღჭურვილნი.
ნარკობარონები აფასებენ იმას, რაც მათ იცავს სხვებისგან, კერძოდ კი მტრებისგან.
უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მყოფი ქალი-მებრძოლი ბატალიონ "დონბასის" წევრი მარია ვეტერი დონბასში 5 თვე იბრძოდა
ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში
იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს
ამ სტატიაში მინდა, ჩამოგითვალოთ სამხედრო სფეროს 5 ყველაზე მაგარი პროფესია
როგორ შევქმნათ იდეალური ჯარისკაცი? თითოეულ ქვეყანას საკუთარი რეცეპტი აქვს
სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი შეგვედგინა
South Korea’s Army Special Warfare Command (SWC) სამხრეთ კორეის არმიის განსაკუთრებული ქვედანაყოფია
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...