როგორ გამოიყურებოდა ქართული იარაღ-საჭურველი, რომელსაც წინაპრები ომებში დამპყრობელთა წინააღმდეგ იყენებდნენ (+9 PHOTO)
როგორ გამოიყურებოდა ქართული იარაღ-საჭურველი, რომელსაც წინაპრები ომებში დამპყრობელთა წინააღმდეგ იყენებდნენ (+9 PHOTO)
ქართული საჭურველი იქმნებოდა და "იწრთობოდა" იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა. საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

იხილეთ ფოტოგალერეა

საჭურვლისა და მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოებაში საუკუნეების განმავლობაში ოსტატდებოდნენ ქალაქელი და ქვეყნის მთიანი რეგიონების ხელოსნები, რომლებიც საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

საქართველოში ოვალური რგოლებისგან ასხმული ჯაჭვის პერანგი იყო გავრცელებული, მისი კალთა კი უფრო წვრილი რგოლებისგან შედგებოდა. ჯაჭვის პერანგს ჩვეულებრივ სამოსზე ზემოდან იცვამდნენ, რომელიც გულთან ჩაჭრილი იყო და ყელთან დუგმებით იკვრებოდა.

დამზადების ტექნიკის მიხედვით განასხვავებდნენ ფარეშიან, უფარეშო და შედუღებულ ჯაჭვებს. ეს უკანასკნელი უფრო გამძლედ ითვლებოდა. ჯაჭვის ფართო სახელოები მხრებს ფარავდა და თითქმის იდაყვებამდე ჩამოდიოდა.

ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში.

იხილეთ ფოტოგალერეა


კოტე ჩოლოყაშვილის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიიდან
გამოყენებულია museum.ge-ს ფოტომასალა
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო
შავი დროშა, საბრძოლო ხომალდის ამაყი სილუეტი, მებრძოლთა რაზმი ბოტზე, რომლებიც მაჩეტებითა და ავტომატებით არიან აღჭურვილნი.
ნარკობარონები აფასებენ იმას, რაც მათ იცავს სხვებისგან, კერძოდ კი მტრებისგან.
უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მყოფი ქალი-მებრძოლი ბატალიონ "დონბასის" წევრი მარია ვეტერი დონბასში 5 თვე იბრძოდა
იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს
ამ სტატიაში მინდა, ჩამოგითვალოთ სამხედრო სფეროს 5 ყველაზე მაგარი პროფესია
როგორ შევქმნათ იდეალური ჯარისკაცი? თითოეულ ქვეყანას საკუთარი რეცეპტი აქვს
სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი შეგვედგინა
ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც
South Korea’s Army Special Warfare Command (SWC) სამხრეთ კორეის არმიის განსაკუთრებული ქვედანაყოფია
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...