TOP 5 ყველაზე მაგარი სამხედრო პროფესია
TOP 5 ყველაზე მაგარი სამხედრო პროფესია
ამ სტატიაში მინდა, ჩამოგითვალოთ სამხედრო სფეროს 5 ყველაზე მაგარი პროფესია.

საქართველოში ჯარი და მეომარი ყოველთვის საამაყო საქმიანობას განეკუთვნებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, სამხედო პროფესიებმა უფრო იმატა.

ამიტომ მინდა, გაგაცნოთ 5 ყველაზე მაგარი პროფესია ჯარში, რომლის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში იხვეჭენ სახელს.

წყალქვეშა ნავის კაპიტანი
სუბმარინის ხელმძღვანელის ვალდებულებები, მსოფლიოს ომებიდან დაწყებული დღემდე, ყოველთვის რთული იყო. შესაძლოა, საქართველოში ეს პროფესია ადაპტირებული არაა, მაგრამ დღეისთვის ამ პროფესიის წარმომადგენლები თავკაცობენ ურთულეს გემს, რომელსაც ბალისტიკური ბირთვული რაკეტები დააქვს. ამას დამატებული ეკიპაჟთან წყალქვეშ კვირებით ყოფნა.

მცურავი მებრძოლი
როგორც წესი, ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა მხოლოდ 20% გადის ტესტირებას.

ამ მეომრებს რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ ცივ წყალში ყოფნა და შემდეგ უეცრად მტერზე იერიშის განხორციელება.

მომზადების დროს მათ ხელ-ფეხს უკრავენ და წყალში ყრიან, ხოლო მეომრებმა თავი უნდა გაითავისუფლონ.

გარდა ამისა, ტესტირების დროს მეომრებს აუზში საგანს უგდებენ და სთხოვენ, ის კბილებით ამოიტანონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ დაწყებითი ტესტირების პროცესია.

სნაიპერი

მტერს ყოველთვის ეზიზღება სნაიპერი, რადგან ამ პროფესიის წარმომადგენლები მუდამ უხილავები არიან და შიშს ნერგავენ მეტოქეთა ბანაკში.

თუმცა, სნაიპერი მხოლოდ მტრის განადგურებით არაა დაკავებული. ისინი ზვერავენ ტერიტორიას და ასევე საჰაერო ავიაიერიშის დროს კოორდინატებს კარნახობენ.

შეიძლება ითქვას, სნაიპერი თანამედროვე არმიის ნინძაა - ჩუმი, ეფექტური, უხილავი და მრისხანე.

სამხედრო მფრინავი
ის ახოვანია, ლამაზი და ერუდირებული. ის დაფრინავს ურთულეს თვითმფრინავებზე, რომლებსაც ბევრი ვერ გაუმკლავდება.

როცა მფრინავები მტრის ხუთ ან მეტ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, მათ საკუთარი საქმის "ასებს" ეძახიან.

სპეცრაზმი
სპეცრაზმის წევრები მიჩვეულები არიან ფრონტის ხაზის შუაგულში ადამიანთა მცირე ჯგუფში ბრძოლას.

თუმცა, ამავე დროს სპეცრაზმის წევრი შეიძლება მაშველიც იყოს და დატყვევებული თანამემამულეები გადაარჩინოს.

სპეცრაზმის წევრები ასევე ეფექტურად იყენებენ საჰაერო და საზღვაო ძალებს სასურველ ადგილამდე მისასვლელად.

საერთო ჯამში, სჯობს, ასეთ ადამიანებთან უთანხმოება არ მოგივიდეთ, სადმე ბარში ან მსგავს ადგილას, თორემ მოვლენები შესაძლოა ცუდად განვითარდეს.

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 10 უძლიერესი ჯარი (+10 PHOTO)
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
კატანა — იაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო
შავი დროშა, საბრძოლო ხომალდის ამაყი სილუეტი, მებრძოლთა რაზმი ბოტზე, რომლებიც მაჩეტებითა და ავტომატებით არიან აღჭურვილნი.
ნარკობარონები აფასებენ იმას, რაც მათ იცავს სხვებისგან, კერძოდ კი მტრებისგან.
უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მყოფი ქალი-მებრძოლი ბატალიონ "დონბასის" წევრი მარია ვეტერი დონბასში 5 თვე იბრძოდა
ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში
იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს
როგორ შევქმნათ იდეალური ჯარისკაცი? თითოეულ ქვეყანას საკუთარი რეცეპტი აქვს
სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი შეგვედგინა
ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ურთიერთობის არავერბალური მეთოდებიც
South Korea’s Army Special Warfare Command (SWC) სამხრეთ კორეის არმიის განსაკუთრებული ქვედანაყოფია
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...