ერაყელი ობოლი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს
ერაყელი ობოლი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს
დასავლურ პრესაში ფოტო გავრცელდა - ამერიკელ სერჟანტს პატარა გოგონა უჭირავს ხელში და მასთან ერთად ჩასძინებია. ეს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძელების სამედიცინო ჯგუფის (Wing Medical Group) ხელმძღვანელი და უფროსი სერჟანტი ჯონ გებჰარდტია. ბავშვი კი ერაყელი ობოლი გოგონა, რომელსაც მშობლები ჩამოუხრჩეს.

სერჟანტი ერაყში მდებარე ბალადის ავიაბაზაზე მსახურობდა. რეგულარული ვალდებულებების გარდა კი, ხშირად სამხედრო ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ, ამ ჰოსპიტალში შეხვდა სერჟანტი გებჰარდტი პატარა ერაყელ გოგონას, რომლის ოჯახიც ამბოხებულებმა დახოცეს, ბავშვს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

გოგონას გამოჯანმრთელების გზაზე პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჰოსპიტალის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი სერჟანტთან თავს საუკეთესოდ გრძნობდა. მრავალი ღამე ჯონ გებჰარდტს ბავშვთან ერთად სკამზე ეძინა.

ჯონმა ეს ფოტო აშშ-ში, კანზასის შტატში თავის მეუღლე, მინდის გაუგზავნა. ფოტოს მინაწერი ჰქონდა: "ბავშვს ოჯახის წევრები ჩამოუხრჩეს, მხოლოდ მისი გადარჩენა მოვახერხეთ და გადავიყვანეთ სამხედრო ჰოსპიტალში. პატარა გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ ტირის. ის მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა ხელში ვიჭერ... და აი, უკვე მეოთხე ღამეა მასთან ერთად ვიღვიძებ და ვიძინებ".

სერჟანტს თავად დიდი შვილები ჰყავს - 25 წლის რაიანი და 23 წლის ამბერი. ოჯახისგან მოწყვეტილისთვის დიდი სიამოვნება იყო ობლად დარჩენილ პატარაზე ზრუნვა. 

"ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ ბავშვზე ზრუნვა. როდესაც გოგონა ხელში მეჭირა, ჩემს ოჯახსა და ცხოვრებაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რამდენად ბედნიერი ვყოფილვარ", - ამბობს სერჟანტი.

მინდისთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. მისი თქმით, იგი ჯონს ცოლად სწორედ ამ კაცთმოყვარეობის გამო გაჰყვა და ეს ფოტო ზუსტად ახასიათებს მის მეუღლეს.

ერაყელი გოგონა, ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ივნისის მე-3 კვირას მსოფლიო მამის დღეს აღნიშნავს. პირველად ეს ტრადიცია 1910 წელს ვაშინგტონში შემოიღეს
დედები და მამები... თუ ერთი არის მკაცრი - მეორე აუცილებლად მსუბუქი, თუ ერთი არის ხისტი - მეორე არის მოსიყვარულე. სწორედ ეს ჰარმონია ქმნის ძლიერ ოჯახს!
სპეციალურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი ADAMI.ge-ის რედაქციამ მოამზადა ფოტოების კოლაჟი, რომელსაც ვუკავშირებთ მამებისა და ბავშვების ურთიერთობებს.
მამაკაცმა ცნობილ სიმღერაზე I'm sexy and I know it პაროდია გადაიღო
10 ყველაზე პოპულარული სახელი, რომლებიც გასულ წელს საქართველოში ბიჭებს დაარქვეს
ეს კიტ ანდერსონია, ფოტოგრაფი ონტარიოდან. მან გადაწყვიტა, რომ ის ესკიზები, რომლებსაც
თითოეულმა დედამ იცის, რომ ბავშვების მამასთან დატოვება სარისკო საქმეა
როცა დედა სახლში არ არის - აღნიშნული ვიდეო სწორედ ამ სათაურით გავრცელდა Youtube-ზე და უკვე 2 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა
ამბობენ, რომ მაშინვე, რა წამსაც მამაკაცი პირველად დაიწვენს მკერდზე ახალშობილს...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩვილი თქვენს ხელებში დაწყნარდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...