TOP 10: რას არქმევენ ახალშობილ ვაჟებს საქართველოში (+ინფოგრაფიკა)
TOP 10: რას არქმევენ ახალშობილ ვაჟებს საქართველოში (+ინფოგრაფიკა)
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს საინტერესო მონაცემებს, რომელშიც მოცემულია 10 ყველაზე პოპულარული სახელი ვაჟებისთვის. რეიტინგი ბოლო 1 წლის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.

გიორგი - 2 644
ნიკოლოზი - 2 329
ანდრია - 1 912
გაბრიელი - 1 720
ლუკა - 1 566
საბა - 1 302
დავითი - 1 224
ალექსანდრე - 1 145
მათე - 862
დემეტრე - 837

Adami

დამატებითი ინფორმაციისთვის, გასულ 2014 წელს საქართველოში სულ 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაბადებულთა უმრავლესობა – 51.65 % (31 371) ვაჟია და 48.35 % (29 318) გოგონა. ყველაზე მეტი ბავშვი (5 755 – 2 978 ბიჭი და 2 777 გოგო) 2014 წლის ივლისში დაიბადა.

Adami

დაბადების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქებია:
  • თბილისი –15 454;
  • ბათუმი – 2 695;
  • ქუთაისი –2 541;
  • გორი – 2 049;
  • რუსთავი – 2 029.

რაც შეეხება რაიონების მისამართების მიხედვით ახალშობილთა რეგისტრაციას: იმერეთში 8 516 ბავშვი დარეგისტრირდა, ქვემო–ქართლში–7 209; აჭარაში–6 139, კახეთში–5 425; სამეგრელო–ზემო სვანეთში–4 138, შიდა ქართლში–4 014, აფხაზეთის მისამართებზე 3 285 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა, სამცხე–ჯავახეთში–2 397, გურიაში–1 690, მცხეთა–მთიანეთში–1 436, ცხინვალის მისამართებზე 429 ახალშობილის რეგისტრაცია მოხდა, ხოლო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში 400 ახალშობილი დარეგისტრირდა.
გასული ექვსი წლის დაბადების რეგისტრაციის მაჩვენებელი კი ამგვარია: 2013 წელს 57 860 ახალშობილი დაიბადა, 2012 წელს – 58 175, 2011 წელს–59 381, 2010 წელს– 63 726, 2009 წელს–63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი დაიბადა.

8516 იმერეთი, 7209 ქვემო–ქართლი, 6139 აჭარა, 5425 კახეთი, 4138 სამეგრელო–ზემო სვანეთი, 4014 შიდა ქართლი, 3285 აფხაზეთი, 2397 სამცხე–ჯავახეთი, 1690 გურია, 1436 მცხეთა–მთიანეთი, 429 ცხინვალი, 400 რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ივნისის მე-3 კვირას მსოფლიო მამის დღეს აღნიშნავს. პირველად ეს ტრადიცია 1910 წელს ვაშინგტონში შემოიღეს
დედები და მამები... თუ ერთი არის მკაცრი - მეორე აუცილებლად მსუბუქი, თუ ერთი არის ხისტი - მეორე არის მოსიყვარულე. სწორედ ეს ჰარმონია ქმნის ძლიერ ოჯახს!
სპეციალურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი ADAMI.ge-ის რედაქციამ მოამზადა ფოტოების კოლაჟი, რომელსაც ვუკავშირებთ მამებისა და ბავშვების ურთიერთობებს.
მამაკაცმა ცნობილ სიმღერაზე I'm sexy and I know it პაროდია გადაიღო
ეს კიტ ანდერსონია, ფოტოგრაფი ონტარიოდან. მან გადაწყვიტა, რომ ის ესკიზები, რომლებსაც
თითოეულმა დედამ იცის, რომ ბავშვების მამასთან დატოვება სარისკო საქმეა
როცა დედა სახლში არ არის - აღნიშნული ვიდეო სწორედ ამ სათაურით გავრცელდა Youtube-ზე და უკვე 2 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა
ამბობენ, რომ მაშინვე, რა წამსაც მამაკაცი პირველად დაიწვენს მკერდზე ახალშობილს...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩვილი თქვენს ხელებში დაწყნარდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს
დასავლურ პრესაში ფოტო გავრცელდა - ამერიკელ სერჟანტს პატარა გოგონა
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...