მსახიობები, რომლებმაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში მოკლეს
მსახიობები, რომლებმაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში მოკლეს
ხშირად გვინახავს ფილმებში, როცა ერთი ადამიანი მეორეს კლავს, მაგრამ არსებობენ ისეთ მსახიობებიც, რომლებსაც ადამიანი რალურ ცხოვრებაშიც მოუკლავთ.

წარმოგიდგენთ 6 მამაკაც მსახიობს, რომლებმაც მძიმე ცოდვა არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს. ზოგიერთი მათგანი ახლაც ციხეშია.

1. ჩარლზ დატონი
70-იან წლებში, სანამ "უცხო-3" გამოვიდოდა, მსახიობმა ჩარლზ დატონმა მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვისა და ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის განკუთვნილი სასჯელი მოიხადა.

Adami

2. ლილო ბრანკატო
2011 წელს სერიალ "სოპრანოს კლანისა" და "ბრონქსის ისტორიის" მსახიობმა ლილო ბრანკატომ როგორღაც მოახერხა და ციხიდან საკუთარ მეგობრებს "ტვიტერის" საშუალებით მიწერა. იმ დროს ლილოს უკვე მოხდილი ჰქონდა 10 წელი. ბრანკატო ახლაც ციხეში იმყოფება და ნიუ იორკის შტატის ქალაქ იონკერსში პოლიციელის მოკვლისთვისა და ქურდობისთვის სასჯელს იხდის.

Adami

3. სკაილარ დელეონი
"რეინჯერების" სერიალის მსახიობ სკაილარ დელეონს 2009 წელს სიკვდილით დასჯა ორმაგი მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მან ცოლ-ქმარი მათი იახტის გამო მოკლა.

4. მეთიუ ბროდერიკი
1987 წელს, ირლანდიაში დასვენების დროს, ბროდერიკი იმ დროინდელ მეგობარ გოგონასთან ერთად იჯარით აღებული ავტომობილით "ვოლვოს" ფირმის მანქანას დაეჯახა. "ვოლვოში" მყოფი ქალი და მისი ქალიშვილი გარდაიცვალნენ, თავად მსახიობმა ფეხი მოიტეხა, მისმა მეგობარმა გოგონამ კი მცირე დაზიანებები მიიღო.

ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ხმები, რომ ბროდერიკმა ყველა იურიდიული ბრალდება თავიდან აიცილა.

Adami

5. ლეინ ჰარისონი
სერიალ "გაქცევის" 26 წლის მსახიობი ავტომობილის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მიუჯდა. შედეგად, მან საკუთარი მანქანა დაამტვრია, ხოლო მის გვერდით მჯდომი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ ჰარისონს იმ დროს კოკაინიც ჰქონდა მიღებული. მსახიობს 40-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Adami

6. ჯონ უილკს ბუტი
და აი, ჩვენი სიის ბოლო მსახიობი ჯონ უილკს ბუტი, რომელმაც ყველასთვის ცნობილი ადამიანი, აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი 1865 წლის აპრილში მოკლა. თავად მსახიობი კი, ამ მოვლენის შემდეგ რამდენიმე დღეში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
"ევერესტი" (ორიგ. Everest) — ისლანდიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურას ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ჯილენჰოლი, კირა ნაითლი, ჯეისონ კლარკი...
მოულოდნელი ფაქტები ფილმების შესახებ, რომლებიც კულისებს მიღმა დარჩა
ADAMI.ge-მ თქვენთვის შეაგროვა 10 საუკეთესო ფილმი, რომელთაც ყველა მამაკაცმა უნდა უყუროს.
ფილმის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ამიტომ ADAMI.ge-მ თქვენთვის საინტერესო ფოტოგალერეა "კადრებს მიღმა" შექმნა.
The Martian ("მარსიანელი") — რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს.
16 წლის ლილი-როუზ დეპი მსახიობების ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილია
80-90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი კინოგმირი ლუსი ლოულესი იყო
ფილმში “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” მთავარი მოქმედი გმირების ვიზუალურ მხარესა და კოსტუმების დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
ამ შავგრემანი მსახიობებიდან თითოეული მსოფლიოს კინემატოგრაფიის უნიკალურ სახეს წარმოადგენს
ქართულ კინოს არა ერთი ქალბატონის სილამაზე აუსახავს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...