"კინგსმენი: საიდუმლო აგენტები“ ახალი თაობის ჯეიმს ბონდი
"კინგსმენი: საიდუმლო აგენტები“ ახალი თაობის ჯეიმს ბონდი
დღეს, საქართველოს კინოთეატრებში შედგება ბრიტანელი რეჟისორის, მეთიუ ვონის ახალი ფილმის “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” პრემიერა, რომელსაც ხშირად “აგენტი 007″-ის ფილმებს ადარებენ. კრიტიკოსთა შეფასებით, ის ახალი თაობის “ბონდიანას” გათანამედროვებული და ექსპერიმენტული ვერსიაა. მთავარი მოქმედი გმირიც კი, კოლინ ფერტის შესრულებით, კლასიკური ჯეიმს ბონდია. “კინგსმენის” ორგანიზაციაც, თავისი მისიებითა და გაჯეტებით ჯეიმს ბონდის ეკრანიზაციებს გვახსენებს.

ფილმში “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” მთავარი მოქმედი გმირების ვიზუალურ მხარესა და კოსტუმების დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჯეიმს ბონდის ფილმების მსგავსად, აქაც იხილავთ ცნობილი ბრენდების პროდუქციას, როგორც სამოსის, ისე აქსესუარების მიმართულებით.

“კინგსმენი: საიდუმლო აგენტები”-ის მსახიობთა შემადგენლობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია: კოლინ ფერტი, რომელიც ცნობილია ბიოგრაფიულ დრამებში შესრულებული როლებით, “კინგსმენში” აბსოლუტურად განსხვავებული სახით მოგვევლინა. “კინგსმენის” სარეკლამო რგოლის გამოჩენისთანავე, ჰოლივუდში ხუმრობა კოლინ ფერტზე, რომ ის იმავე სიხშირით მონაწილეობს მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, რა სიხშირითაც ლეონარდო დიკაპრიო იღებს ოსკარებს მეტისმეტად პოპულარული გახდა. ფილმში იხილავთ ყველასათვის მონატრებულ მარკ ჰემილსაც, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც ლუკ სკაივოკერის როლის შემსრულებელს, საგადან “ვარსკვლავური ომები”. ასე რომ ახალი თაობის “ჯეიმს ბონდის” - „კინგსმენი: საიდუმლო აგენტები“ ნახვა დიდ ეკრანზე ნამდვილად ღირს და ქართველ მაყურებელს მისი შეფასების შესაძლებლობა “რუსთაველის”, “ამირანისა” და ბათუმის “აპოლოს” კინოთეატრებში ექნებათ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
"ევერესტი" (ორიგ. Everest) — ისლანდიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურას ფილმი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ჯილენჰოლი, კირა ნაითლი, ჯეისონ კლარკი...
მოულოდნელი ფაქტები ფილმების შესახებ, რომლებიც კულისებს მიღმა დარჩა
ADAMI.ge-მ თქვენთვის შეაგროვა 10 საუკეთესო ფილმი, რომელთაც ყველა მამაკაცმა უნდა უყუროს.
ფილმის გამოსვლიდან 15 წელი გავიდა, ამიტომ ADAMI.ge-მ თქვენთვის საინტერესო ფოტოგალერეა "კადრებს მიღმა" შექმნა.
The Martian ("მარსიანელი") — რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი თამაშობს.
16 წლის ლილი-როუზ დეპი მსახიობების ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილია
80-90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ერთ-ერთი კინოგმირი ლუსი ლოულესი იყო
წარმოგიდგენთ 6 მამაკაც მსახიობს, რომლებმაც მძიმე ცოდვა არა ფილმში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს
ამ შავგრემანი მსახიობებიდან თითოეული მსოფლიოს კინემატოგრაფიის უნიკალურ სახეს წარმოადგენს
ქართულ კინოს არა ერთი ქალბატონის სილამაზე აუსახავს
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...