დავით ქაცარავა: მე არ მჯერა, რომ შუა საუკუნეების ქართველი მამაკაცი ბევრი სმით გამოირჩეოდა
დავით ქაცარავა: მე არ მჯერა, რომ შუა საუკუნეების ქართველი მამაკაცი ბევრი სმით გამოირჩეოდა
დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა. არ უყვარს ალკოჰოლური სასმელები, არ ეწევა და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდით ყველა "მოწამლოს".

უყვარს სპორტული, კომფორტული სამოსი და დანის ტარება... თვლის, რომ მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

იურისტი, ყოფილი ბანკირი, მსახიობი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ADAMI.GE-ს შემდეგი რესპოდენტია, რომელიც საკუთარ იმიჯზე საუბრობს და ქართველ მამაკაცებს საინტერესო, პრაგმატულ რჩევებს აძლევს.

იმიჯი: "იმიჯის ფორმირებაში მთავარია პოზიციონირება საკუთარი თავის მიმართ. ანუ როგორი იმიჯი გინდა, რომ შეიქმნა. ეს ალბათ პირველი შეკითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამ და შემდეგ იწყებ იმიჯის ფორმირებას. მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია, რა იმიჯი მინდოდა, რომ მქონოდა. უბრალოდ, ვცხოვრობ ისეთი წესით, რომელიც ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელია, საინტერესოა და ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ჰობია, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

საბოლოო ჯამში, ჩემი იმიჯი თავისთავად ჩამოყალიბდა. ხდება ხოლმე, ვიღაც მკითხავს - შენ ხომ მსახიობი ხარ? რა თქმა უნდა, ესეც ვარ, ვიღაც მეუბნება: შენ ის არ ხარ, ჯომარდელი? კი. გაცილებით ნაკლები მეკითხება უკვე - შენ ის არ ხარ, ბანკირი რომ იყავი? ჩემი საბანკო გამოცდილებები ძალიან შორ წარსულშია. ამჟამად უფრო სპორტულ-სამსახიობო იმიჯს ვატარებ. ალბათ სპორტული იმიჯი ჩემთვის ყველაზე მთავარია.

იმიჯი სხვადასხვა რამეს მოიცავს: ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა, ცხოვრების სტილი და ა.შ. ცალკე ვერცერთს გამოვყოფ.

რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ყველაფერს თავისი დანიშნულება და თავისი ადგილი აქვს.

ახლა რაც მაცვია, ეს არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული სტილი-სპორტული. თუმცა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, შესაბამისობაში უნდა იყო, ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითადად, ვცდილობ ხოლმე ეტიკეტის წესები დავიცვა. როცა საჭიროა ჩავიცვა ოფიციალურად, კლასიკურად და ა.შ. თუ კლასიკურ სტილზე ვსაუბრობთ, ძალიან მიყვარს კოსტიუმი.

მიყვარს მოკლე პალტოები. აქაც სხვადასხვა არჩევანია, მე უფრო აგრესიული სტილი მომწონს. ძირითადად, ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა, სადაც სპორტული სტილი მისაღებია.

გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე იშვიათად თუ მიპოვით თბილისში, ტყე-ღრეში ვარ ხოლმე "გავარდნილი", სადაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე ქალაქში".

იმიჯი და წარმატება: იმიჯს და წარმატებას ერთად მოიაზრებს და თვლის, რომ იმიჯი ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს წარმატების მიღწევაში:

Adami"იმიჯის გამოძერწვის პროცესში მოდის წარმატება. ბევრ შემთხვევაში, საქმის წარმოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ ჯანსაღი იმიჯი მაქვს და ეს ყველაზე მეტად მიხარია. ძალიან მახარებს ხალხის დამოკიდებულება. მე ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია პროპაგანდა გავუწიო ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი "მოვწამლო" ასეთი ცხოვრებით, მოვწყვიტო მოწევას, დალევას ან კომპიუტერთან უსასრულო ჯდომას."

საყვარელი აქსესუარები: აქსესუარებს საჭიროების მიხედვით არჩევს. და გამომდინარე იქიდან, რომ უყვარს ბუნება, დანის გარეშე არსად წასვლა შეუძლია:

"ჩემი აქსესუარებია: საათი, სათვალე, ტელეფონი, დანა. დანას ვერ ვიშორებ განსაკუთრებით მაშინ, როცა მივდივარ ტყეში. აქსესუარებს ვატარებ მხოლოდ პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ოცნება მაქვს, ისე დავალაგო ჩემი ცხოვრება, რომ ტელეფონი არ მჭირდებოდეს. დღეს ტელეფონის გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მინდა, მღლის საშინლად. მაგრამ ეს არის აქსესუარი, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ გამომდის."

ფერები: როდესაც სპორტულად იმოსება, მწვანე ფერს განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. კლასიკური გარეგნობისთვის კი შავ და ნაცრისფერ ფერებს არჩევს:

"სპორტულ სტილში კამუპლირებულ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. მწვანე ფერი, მომწვანო-ყავისფერი. როდესაც ტყის განწყობა მაქვს, ბუნებასთან შესაბამისობაში მიყვარს ჩაცმა. რაც შეეხება კლასიკურს, შავი და ნაცრისფერი-ორი ფავორიტი ფერი მაქვს. ჰალსტუხების ფერებიდან მუქ ლურჯს, ყავისფერს და ბორდოს გამოვყოფდი".

მოდის ტენდენციები: "აბსოლუტურად არ ვითავლისწინებ მოდის ტენდენციებს. ჩემთვის მოდური არის ის, რაც ჩემთვის კომფორტულია. არავითარ შემთხვევაში ჩავიცვამ ისეთ რაღაცას, რაც უბრალოდ, მოდურია და ჩემთვის მიუღებელია, არაკომფორტულია. თუმცა, შეიძლება დაემთხვეს ჩემი გემოვნება და მოდის კონკრეტული ტენდენცია".

სასმელი: "არასოდეს მივდივარ ე.წ. პახმელიამდე. ნასვამობის შეგრძნებაც კი მიუღებელია ჩემთვის. ძირითადად, 2-3 ჭიქით შემოვიფარგლები. თუმცა, დაგემოვნება მიყვარს. შავი ღვინო ძალიან მიყვარს. შემიძლია, ერთი ჭიქა მთელი დღის განმავლობაში ვაგემოვნო. ასევე ვისკი. ღვინო, ვისკი და ჭაჭა. არაყს არ ვსვამ, მაგრამ ჭაჭა მიყვარს. ისიც მაშინ, როცა ცივი წყლიდან ამოვდივარ ჯომარდობის შემდეგ. მაქსიმუმ 100 გრამი. ჭაჭა ჩემთვის განსაკუთრებული სასმელია. ვიცი, რომ ეს ვიღაცამ გასაყიდად კი არა, საკუთარი თავისთვის გააკეთა. ხშირად მჩუქნიან ხოლმე ჭაჭას და ზუსტად ვიცი, რომ ნაჩუქარი ჭაჭა გულით არის გაკეთებული".

კვება: "მივხვდი, რომ სპორტული ცხოვრების დროს სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ვცდილობ, კონკრეტული კერძები კვების რაციონიდან ამოვიღო. ეს არის ტკბილეული, ცომეული. შემწვარ-მოხრაკულზე უარს ვერ ვამბობ. მაგრამ ვხედავ, რომ ამ რამდენიმე მიმართულების ამოღებით ვარჯიში სწორად მიდის. თუმცა, ამ საკითხს ასკეტურად არ ვუდგები".

რჩევები ქართველ მამაკაცებს: "ქართველ მამაკაცებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, გააქტიურდნენ. დალევაზე თქვან უარი. სამწუხაროდ, ქართველი მამაკაცების უდიდესმა ნაწილმა დალევაში ზომიერება არ იცის. ესეთი სტერეოტიპია შექმნილი - რაც მეტს დალევ, მით უფრო მაგარი ხარ. ვთვლი, რომ ეს სასმელის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. დამახინჯებული, არასწორად მოტანილი ტრადიციაა. მე არ მჯერა, რომ ქართველი, შუა საუკუნეების მამაკაცი ამით გამოირჩეოდა - სვამდა ბევრს.

არა, ის, დარწმუნებული ვარ, ძალიან ზომიერად და იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში სვავდა. ქართველი ისე ვერ იბრძოლებდა, როგორც იბრძოდა, ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღევანდელი მამაკაცების უმრავლესობა იქცევა.

ასე რომ, ვურჩევდი, გავიხსენოთ "ვისი გორისა ვართ", როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ნაკლები დავლიოთ და ვიცხოვროთ უფრო აქტიურად. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუვნის უფლება, ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყანაა. მინდა, მამაკაცებმა მეტი დრო დაუთმნონ საკუთარ თავს, ასე მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება იმიტომ, რომ აქტიური ცხოვრება, სპორტული ცხოვრება, ბუნებასთან დაახლოება, მათ პოტენციალს უფრო გაზრდის.

რაც შეეხება სტილს, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ვერაფერს ვურჩევ. ერთადერთი: საკუთარ თავს მოუსმინონ და შექმნან ის სტილი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს. სტილში შენ საკუთარ თავს პოულობ".

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ჩვენი ახალი ინფოგრაფია იმის შესახებ, თუ რა არ უნდა აკეთოთ სხვა ქვეყანაში.
10 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს
გთავაზობთ 7 რჩევას, თუ როგორ დაანთო ქალში ვნების ცეცხლი.
ADAMI.ge-ი ცინიზმის ზენიტშია, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ 20 მავნე რჩევა, რომლებიც  შენ სექსს აუცილებლად გაამრავალფეროვნებს
ბოლო გამოკვლევების შედეგად დადგინდა იმ საკვების ნუსხა, რომელიც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ ძირითად 15 პუნქტს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს
ამ პროცესს ტუტორიალში დაწვრილებით აღწერენ. უყურეთ, აუცილებლად გამოგადგებათ.
ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას
ყველა კაცმა იცის, რომ წონა და ასაკი ის თემებია, რომლებიც ქალს ყველაზე მეტად აწუხებს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ კომპლიმენტებს, რომლებიც ქალს გულს სტკენს.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...