15 ნაბიჯი, თუ როგორ დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესი
15 ნაბიჯი, თუ როგორ დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესი
ხშირად იხილავთ ასობით რჩევას, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ ძირითად 15 პუნქტს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს.

1. გააფერადე შენი კერძი

14 წლიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც უმეტეს წილად ჭამენ ხილსა და ბოსტნეულს, კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკი 70%-ით ნაკლები აქვთ. აქედან მორალი: არასდროს ჭამოთ საკვები, რომელიც არ შეიცავს ხილ-ბოსტნეულს. შემწვარი კარტოფილი არ ითვლება.


2. გახეხეთ კბილები მშრალი ჯაგრისით
მშრალი ჯაგრისის გამოყენება 60%-ით თავიდან აცილებს კბილის ქვის წარმოქმნას და 50%-ით აჩერებს ღრძილების სისხლდენას. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა თავიდან მშრალი ჯაგრისით კბილების გახეხვა, პირის ღრუს გავლება და შემდგომ კბილის პასტის გამოყენება.

3. ჭამე მეტი, რათა ნაკლებს იწონიდე
სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ 2,000 ადამიანიდან, რომლებმაც 30 კგ-მდე დაიკლეს, 78%-ს კვირაში 7-ჯერ ჰქონდათ საუზმე. აქედან მორალი: ჯანსაღი დღე იწყება საუზმით.

4. გაამდიდრე რაციონი პომიდვრით
ვაორმაგებთ პომიდორის რაოდენობას ჩვენს რაციონში (ასევე ყველანაირ ტომატურ ნაწარმს), ის 34%-ით ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.

5. ნაკლები ქოლესტერინი
შეამცირე ცხოველური ცხიმის, ალკოჰოლისა და დიდი რაოდენობით ცილების საკვებად მიღება. ეს ყოველივე ავიწროვებს სისხლძარღვებს, კერძოდ კი არტერიებს.

6. არ დაგავიწყდეს თევზი კვირაში ერთხელ
კვირაში ერთხელ მაინც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ჭამოს თევზი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება მამაკაცებს. დავიწყოთ იქიდან, რომ თევზი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ის ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ მუშაობას, ასევე ის 25%-ით ამცირებს ინფარქტის რისკს.

7. აუცილებლად დაკავდი სპორტით
დამტკიცებულია, რომ სპორტი სულ მცირე 10 წლით ახანგრძლივებს ცხოვრებას, ამიტომ გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც დაკავდეთ სპორტით. ეს შეიძლება იყოს ტენისი, ველოსპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი ან ხელბურთი, ან თუნდაც ცეკვა.

8. ჭამე ორი ვაშლი დღეში
ვაშლი არის ერთ-ერთი ხილი, რომელსაც აქვს ანტი-ოქსიდანტური თვისებები (რამდენიმე თვეში დაიკლებთ 4 კგ-ით), ხოლო დიდი რაოდენობის რკინის (Fe) შემცვლელობა ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

9...და ნაკლები ძეხვეული
ძეხვი და ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სოსისი, სარდელები, შაშხი, ლორი და ა.შ. შეიცავენ დიდი რაოდენობის ცხიმს, ხოლო ხორცს, რომლისგანაც ის არის ნაწარმოები, პროცესის განმავლობაში დაკარგული აქვს ყველა დადებითი თვისება.

10. გაატარე მეტი დრო ოჯახთან
აუცილებლად გაატარე მეტი დრო ოჯახთან, სასურველია სუფთა ჰაერზე. სულ მცირე, კვირაში ერთხელ გაემგზავრე ქალაქგარეთ მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად, რის შედეგადაც სტრესისგან განიტვირთები.

11. განდევნე დეპრესია
გავაგრძელოთ სტრესით. ის ანგრევს შენს ჯანმრთელობას და მენტალურად გღლის. როგორც წესი, სტრესი არის რუტინული გაწამაწიის შედეგი სამსახურში. ამიტომ, როგორც კი იგრძნობ, რომ დაიღალე, გადი ოფისიდან ან სამუშაო ადგილიდან და 5 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადე არაფერზე იფიქრო (სიგარტსაც ნუ ეწევით).

12. მიირთვი ბალი ძილის წინ
დიახ, ბალი ან ალუბალი. მერწმუნეთ, ძილის წინ ბალით ან ალუბლით წახემსების შედეგია კარგი ძილი.

13. ჭამე ბანანი
მამაკაცთა დიდი ნაწილი უჩივის მაღალ არტერიულ წნევას. ბანანი კი შეიცავს მიკროელემენტს - პოტასიუმს, რომელიც ასტაბილურებს სისხლის წნევას. ჭამე ბანანი ყოველ დღე და დაივიწყე წამლების შესახებ.

14. გაჩერდი და დაიმახსოვრე
ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მაქსიმალურად ეცადე დაისვენო 10 წთ-ის განმავლობაში. შოტლანდიელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შენ 20%-ით უკეთ იმახსოვრებ და სწავლობ, როცა ისვენებ.

15. იმუშავე მეტი
80-იან წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც საშუალოზე მეტად მუშაობენ, 10 წლით უფრო მეტხანს ცხოვრობენ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ჩვენი ახალი ინფოგრაფია იმის შესახებ, თუ რა არ უნდა აკეთოთ სხვა ქვეყანაში.
10 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს
გთავაზობთ 7 რჩევას, თუ როგორ დაანთო ქალში ვნების ცეცხლი.
ADAMI.ge-ი ცინიზმის ზენიტშია, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ 20 მავნე რჩევა, რომლებიც  შენ სექსს აუცილებლად გაამრავალფეროვნებს
ბოლო გამოკვლევების შედეგად დადგინდა იმ საკვების ნუსხა, რომელიც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას.
ამ პროცესს ტუტორიალში დაწვრილებით აღწერენ. უყურეთ, აუცილებლად გამოგადგებათ.
დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა
ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას
ყველა კაცმა იცის, რომ წონა და ასაკი ის თემებია, რომლებიც ქალს ყველაზე მეტად აწუხებს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ კომპლიმენტებს, რომლებიც ქალს გულს სტკენს.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...