20 საკვები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
20 საკვები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ბოლო გამოკვლევების შედეგად, რომლებიც ჩატარებული იყო ადამიანის კუნთოვან სისტემაზე, ტვინის მუშაობაზე, კანსა და ეპიტელიალურ ქსოვილზე, გულის სიძლიერეზე, ძვლის დაცვაზე, იმუნიტეტის უკურეაქციებსა და სხვა სახის ბიო-ქიმიურ პროცესებზე, დადგინდა იმ საკვების ნუსხა, რომელიც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას.


Adami
ნუში
ეს ენერგიულად მდიდარი თხილი ამწირებს ქოლესტერინის რაოდენობას ორგანიზმში, ასევე შაქრის წილს, რაც შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო ადამიანებისთვის, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ან შედიან ამ დაავადების რისკ-ჯგუფში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნუშში ბევრი E-ვიტამინია.


Adami
სელის მარცვლები
სელი მდიდარია ცილებითა და ბოჭკოვანი უჯრედებით, რაც მშვენიერი ანტიოქსიდანტია. ასევე ებრძვის სხვადასხვა წარმოშობის პიგმენტურ ლაქებს კანში. დღეში სასარგებლოა სელის მარცვლების 20 გრამის ჭამა.


Adami
პომიდორი
ორი რამ უნდა იცოდეთ პომიდორზე: 1) ის არის წითელი, 2) ის არის საუკეთესო, იმიტომ რომ შეიცავს ანტიოქსიდანტ ლყცოპენე-ს (წითელი პიგმენტი რომელიც არის პომიდორში და მრავალ კენკრასა და ხილში). ბოლო ელემენტი არის ძალიან სასარგებლო ადამიანისთვის, რადგანაც ებრძვის შარდის ბუშტის, ფილტვის, პოსტატის, კანისა და კუჭის კობოს წარმოქმნას.


Adami
ტკბილი კარტოფილი
ეს არის ყველაზე სასარგებლო საკვები მსოფლიოში. ტკბილი კარტოფილი ძალიან ძლიერად ებრძვის დიაბეტს, ეხმარება ორგანიზმს მოწევის დანებებაში და რაც მთავარია, აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს მას ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადებისგან, ღვიძლის დაშლისგან, შიდსისგან, კიბოსგან, ინფარქტსა და ინსულტისგან.


Adami
ისპანახი
ისპანახი არის განუმეორებელი კუნთმშენებელი, რა თქმა უნდა, მამაკაცური საკვები. ის აძლიერებს ძვლის მინერალებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს კანის დაავადებების გამოჩენას, ებრძვის კიბოსა და ვენერიულ დაავადებებს.


Adami
როზმარინი
როზმარინი არის მდიდარი ელემენტებით, რომლებიც 40%-ით ამცირებენ გულის შეტევასა და ინსულტს. ასევე ის ებრძვის ალცჰეიმერის დაავადებას.


Adami
ორაგული
ორაგული არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თევზი, რომელიც შეიცავს მთელ რიგ ვიტამინსა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ჩატარებისას გაირკვა, რომ ორაგული ძალიან კარგად ავითარებს ტვინის მუშაობას, განსაკუთრებით 65-80 წლის ადამიანებში. კერძოდ, კი ამცირებს სკლეროზის წაროქმნას ხანდაზმულ ადამიანებში.


Adami
მოცვი
მოცვი განთქმულია იმით, რომ არის მხედველობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები, ასევე ის საკმაოდ ძლიერად ებრძვის გულის შეტევებს, კიბოსა და ზედმეტ წონას.


Adami
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი მოიცავს კატექინს - ანტიოქსიდანტს, რომელსაც აქვს ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. კვლევიდან გამომდინარე, თუ კანის კიბოთი დაავადებული პაციენტი სვამდა 2-6 ფინჯან მწვანე ჩაის დღეში, კიბო თავიდან სუსტდებოდა, ხოლო შემდგომში ხდებოდა ნეიტრალური.


Adami
შავი შოკოლადი
კაკაო შეიცავს ელემენტს "ფლავონოიდს", რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში, ის ასევე სასარგებლოა არტერიების მუშაობისას. ისევე როგორც წითელ ღვინოში, აქაც არის დიდი რაოდენობით ელემენტი "პროციანიდინი", რომელიც გულს შეტევისგან იცავს.


Adami
თინუსი
სწორედ ამ თევზს აქვს ის საიდუმლო ელემენტი - სელენიუმი, რომელიც ძალიან სჭირდება ადამიანის კანს, რომ იყოს ელასტიური და მკვრივი. ის ასევე არის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი.


Adami
სტაფილო
სტაფილო არის საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით A-ვიტამინს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის კაკლისთვის და კუნთებისთვის, რომლებიც მას იკავებენ. ის ასევე ებრძვის კანის კიბოს, ასთმასა და რევმატიზმს.


Adami
ხილის ჩირი
ხილის ჩირი არის ძალიან სასარგებლო ადამიანის ძვლისთვის, რადგანაც ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბორს, რომელიც ებრძვის სახსრების დაავადებებს, მარილებს, ოსტეოქონდროზს და ა.შ.


Adami
წითელი ღვინო
ისევე, როგორც შავი შოკოლადი წითელი ღვინო ძალიან კარგად იცავს და აღადგენს არტერიებსა და ზოგადად სისხლძარღვებს. ის ასევე ძალიან დადებითად მოქმედებს ჰორმონალურ ფონზე და ანახლებს პიგმენტებს ორგანიზმში.


Adami
მაწონი
თითქმის ყველა კულტურა იბრალებს მაწვნის (იოგურტის, მასტის, ყათიხის) შექმნას, თუმცა, ცნობილია, რომ ეს პროდუქტი 2,000 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა ხალხის მიერ. აღსანიშნავია, რომ იოგურტის ბაქტერია, ან ე.წ. "ბულგარული" ბაქტერია ძალიან კარგად იცავს ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ძლიერ დაცვას უქმნის კიბოს წინააღმდეგ.


Adami
ვაშლი
თითო ვაშლი დღეში საერთო ჯამში კარგად უმკლავდება ყველა სახის სიმსივნის აღმოცენებას და ეს ისეთი ელემენტების დამსახურებაა, როგორებიცაა კუერცეტინი და ფლავონოიდი. ის ასევე ებრძვის ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადებებს, ალერგიას, პროსტატისა და ფილტვის კიბოს.


Adami
ბროწეული
ბროწეული - სამეფო ხილი, რომელიც მტკვარ-არაქსის ბასეინში აღმოცენდა, გარდა საინტერესო ფორმისა და გემრიელი მარცვლებისა, არის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ყველა ტიპის კიბოს პრევენციისთვის. ის ასევე ძალიან ადვილად უმკლავდება პროსტატის კიბოს.


Adami
ბროკოლი
ბროკოლი შეიცავს ძალიან ბევრ კალციუმს, რაც სასარგებლოა ძვლისა და კბილებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბროკოლის ერთ ჯამში არის კალციუმის, მაგნუმისა და რკინის ძალიან დიდი დოზა, სწორედ ის, რაც ჩენს ორგანიზმს სჭირდება.


Adami
პრასი / მწვანე ხახვი
პრასი, რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც მწვანე ხახვი და მწვანე ნიორი, არის ძალიან სასარგებლო, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ისევე, როგორც ჭარხალი, ნიგოზი და ნიახური, მწვანე ხახვიც აძლიერებს მამაკაცის სქესობრივ პოტენციალს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ პრასი იცავს პროსტატის კიბოსგან.


Adami
დარიჩინი
დარიჩინი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სუნელი. გარდა სურნელისა, კარგად ავითარებს სისხლის წილს ადამიანის სისხლში, რითაც ორგანიზმს იცავს დიაბეტის წარმოქმნისგან, ასევე გამომდინარე მისი ბოჭკოვანი სტრუქტურისა, არის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი და ყველაფერთან ერთად, ანტიდეპრესანტიც.
შეგიძლიათ, დაამატოთ დარიჩინის თითო მწიკვი თურქულ ყავაში, ან მოადუღოთ მწვანე ან ჟასმინის ჩაი დარიჩინის ჩხირთან.

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ჩვენი ახალი ინფოგრაფია იმის შესახებ, თუ რა არ უნდა აკეთოთ სხვა ქვეყანაში.
10 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს
გთავაზობთ 7 რჩევას, თუ როგორ დაანთო ქალში ვნების ცეცხლი.
ADAMI.ge-ი ცინიზმის ზენიტშია, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ 20 მავნე რჩევა, რომლებიც  შენ სექსს აუცილებლად გაამრავალფეროვნებს
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ ძირითად 15 პუნქტს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს
ამ პროცესს ტუტორიალში დაწვრილებით აღწერენ. უყურეთ, აუცილებლად გამოგადგებათ.
დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა
ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას
ყველა კაცმა იცის, რომ წონა და ასაკი ის თემებია, რომლებიც ქალს ყველაზე მეტად აწუხებს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ კომპლიმენტებს, რომლებიც ქალს გულს სტკენს.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...