7 ადვილი გზა, თუ როგორ დაანთო ქალში ვნების ცეცხლი
7 ადვილი გზა, თუ როგორ დაანთო ქალში ვნების ცეცხლი
გამოიყენე ხელები
შეეხე მის მხრებს, იდაყვებს, ისეირნეთ ხელჩაკიდულები - ცნობისთვის, ქალის ხელისგულზე 40 000 ნერვული დაბოლოებაა და მათი სტიმულაცია ბევრად გაზრდის შენს შანსებს. იყავი ნაზი და ამავე დრო ძლიერი. გოგონებს უყვართ ძლიერი ხელები (!ძლიერი ხელები არ ნიშნავს ტკივილს).

დასხედით წყალთან
ზღვა - საუკეთესო ვარიანტია, თუმცა, შეიძლება იყოს მდინარე, ტბა, ბასეინი ან ჩვეულებრივი შადრევანი. დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერები იკვლევდნენ თუ რატომ იზიდავს ადამიანს ზღვის სანაპირო (აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 75%-მდე ცხოვრობს ზღვის სანაპიროსთან 200 კმ-ის რადიუსში) და აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ორგანიზმი ისვენებს წყალთან, ანუ დაძაბულობა ნელდება, რაც კარგად აისახება თქვენს კონტაქტზე.

მეტი ექსტრემი
გაგიკვირდება და ქალებს უფრო მოსწონთ ექსტრემი, ვიდრე ჩვენ. უფრო სწორად, მათ მოსწონთ ექსტრემი, რომელშიც მათი მამაკაცია ჩართული. ანუ, თუ გიყვარს ცხენები - იპოდრომისკენ ჰერი-ჰერი (ერთად)! თუ გიყვარს ველოსპორტი, მაშინ აუცილებლად წაიყვანე თან, თუ მოგწონს ატრაქციონები, არც ესაა პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ექსტრემი/ადრენალინი არის აღგზნების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი. ჰო, ასევე გოგონებს უყვართ მთები. ძალიან-ძალიან უყვართ მთები.

მოუმზადე სალათი
ქალები კონტროლს კარგავენ, თუ კაცები მათ უმზადებენ კერძებს. მათ განსაკუთრებით მოსწონთ სალათები, განსაკუთრებით კიტრით. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალებს უყვართ კიტრისა და პირშუშხის სუნი. აი, ასეთი უცნაური არსებები გვიყვარს.

ნაკლები სინათლე
ნაკლები სინათლე ხსნის დაძაბულობას და შესაბამისად, ხდის მას უფრო გახსნილს. როგორც წესი, ნაკლები სინათლე და მეტი ჩრდილი ადამიანს სექსისკენ უბიძგებს.

განავრცე მისი ფანტაცია
იყავი უფრო თავისუფალი და გაუზიარე მას შენი ფანტაზია. თუ ფიქრობ, რომ მას არ აქვს სექსუალური ფანტაზია - ცდები! გაესაუბრე, იპოვეთ რამე საერთო და დაკავდით ამ ფანტაზიის ასრულებით Wink

ჩურჩული
ჩურჩული საუკეთესო პრელუდიაა ქალისთვის. თუ ის არის ზედმეტად რომანტიკული, გირჩევ, უჩურჩულო ლექსები. ფრიად ეფექტური ხერხია. თუ ის არ არის რომანტიკული და თქვენ ხართ ერთად რაღაც საზოგადოებრივ ადგილას (მაგ., გამოფენაზე), უჩურჩულე - რას უზამ ამაღამ. მოკლედ და ლაკონურად. ის შეიძლება ოდნავ შოკირებული დარჩეს, თუმცა, ეს მას ნამდვილად მოეწონება.

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ჩვენი ახალი ინფოგრაფია იმის შესახებ, თუ რა არ უნდა აკეთოთ სხვა ქვეყანაში.
10 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს
ADAMI.ge-ი ცინიზმის ზენიტშია, ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ 20 მავნე რჩევა, რომლებიც  შენ სექსს აუცილებლად გაამრავალფეროვნებს
ბოლო გამოკვლევების შედეგად დადგინდა იმ საკვების ნუსხა, რომელიც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ ძირითად 15 პუნქტს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს
ამ პროცესს ტუტორიალში დაწვრილებით აღწერენ. უყურეთ, აუცილებლად გამოგადგებათ.
დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა
ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას
ყველა კაცმა იცის, რომ წონა და ასაკი ის თემებია, რომლებიც ქალს ყველაზე მეტად აწუხებს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ კომპლიმენტებს, რომლებიც ქალს გულს სტკენს.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...