5 ჩვევა, რის გამოც ცუდად გამოიყურები
5 ჩვევა, რის გამოც ცუდად გამოიყურები
ყავა
კანკალი, ნერვული ტოკვა, გულისცემის ფანცქალი, გაუწყლოება, ნაოჭები — თუ გაწუხებს ზემოაღნიშნულთაგან ერთ-ერთი მაინც, დაივიწყე ყავა. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინს ბევრი დადებითი მხარე აქვს, ის კლავს ანტიოქსიდანტებს, შესაბამისად, შენი კანი უფრო მალე ბერდება.

ნახევარფაბრიკატები

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფაბრიკატების ჭამისას შენ წონაში მატულობ, ისინი ასევე ძალიან მავნედ მოქმედებენ შენს კანზე. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები შეიცავენ რაფინირებულ ნახშირწლებს, რაც ანადგურებს კოლაგენს - ცილას, რომელიც იცავს და აღადგენს ჩვენს კანს.

ძილი მუცელზე
შეშუპება, მუქი წრეები თვალების გარშემო — დიახ, პრობლემა ხშირად არასწორ ძილშია. ექიმები ამბობენ, რომ მუცელზე ძილისას ადამიანის სისხლის მიმოქცევისა და გულისცემის ტემპი მცირდება, რის შედეგადაც სახეში ცირკულირების დროს ის იგუბება და ქმნის შეშუპებებს.

ალერგია
ალერგიის დროს ხშირად გეწყება ქავილი, ცემინება და სურდო. თუმცა, ამით არ მთავრდება ყველაფერი. პოლინოზის (სეზონური ალერგია) დროს ხშირია შეშუპებები, გამონაყარი, ქავილი, და რა თქმა უნდა, წრეები თვალების გარშემო. ამიტომაც ალერგიული ადამიანები წელიწადში ორჯერ გარდაიქმნებიან პანდებად.
რჩევა ასეთია: მიმართეთ ექიმს, დალიეთ ვიტამინები.

დახუთული ჰაერი
იღვიძებ დილით და გრძნობ თვალების ქავილს? მეცნიერები ამბობენ რომ ხშირად პრობლემა შენი საძინებლის დახუთულ ჰაერში მდგომარეობს. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ თუ ორგანიზმი არ იღებს საკმარის ჟანგბადს, ხდება კაპილარების გაფართოება, რაც შედეგად შეშუპებას იწვევს.
რჩევა ასეთია: ძილის წინ 30 წუთით ადრე აუცილებლად გაანიავე საძინებელი და სარკმელი დატოვე ღია.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ამბობენ, რომ 2015 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიტომ მზის დარტყმის მიღება ჩვეულებრივ ფენომენი გახდება.
გაწუხებთ ხვრინვა და აპნოე? მაშინ ეს სტატია შენთვისაა. როგორ აიცილო თავიდან...
იმისთვის, რომ გაიგოთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, გამოიყენეთ ქვემოთმოცემული ფორმულა და ცხრილი.
პროსტატის კიბოს არ სძინავს: მაგალითად ინგლისში ყოველდღიურად პროსტატის კიბოსგან დღეში 30 მამაკაცი კვდება.
ქლორი, ანტისანიტარია და მავნე ნივთიერებები... ასე გამოიყურება ჩვენი აუზები. რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
თუ ქერტლმა შეგაწუხათ, არ იცით საიდან გაჩნდა და არც ის იცით, როგორ მოიშოროთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ნოე მეთიუ გალოუეი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ნებისყოფა სამაგალითოა ბევრისთვის
ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას
არა, მობილური ტელეფონები არ იწვევს კიბოს, არც შაქარშემცვლელი ნივთიერებები.
იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა, ყველაფერთან ერთად მას თან ახლავს ბევრი მითი და სტერეოტიპი
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...