ფიქრობ, რომ იოგა ქალებისთვისაა? ცდები
ფიქრობ, რომ იოგა ქალებისთვისაა? ცდები
იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსფოლიოში, მათ შორის საქართველოში. თუმცა, ყველაფერთან ერთად, მას თან ახლავს ბევრი მითი და სტერეოტიპი, რომელთა დამსხვრევასაც ჩვენ ვაპირებთ ამ სტატიაში.
სტერეოტიპი: იოგა უფრო ქალებისთვისაა...

სისულელეა, ეს არის მეინსტრიმული ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლის მიმდევარია უამრავი მამაკაცი. თავდაპირველად, იოგას პრაქტიკაში მხოლოდ მამაკაცები იყენებდნენ. პოზების (ასანების) უმეტესობა მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის სხეულზე იყო ორიენტირებული. დღესაც არსებობს უამრავი ასანა, რომლებიც ქალებისთვის რეკომენდირებული არაა.

ყველაფერთან ერთად, იოგა არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური ტრენინგიცაა, რაც ძალიან ეხმარება მამაკაცებს დაღლილობისა და სტრესის დროს.

სტერეოტიპი: არ ვარ საკმარისად მოქნილი...

არც არის აუცილებელი. საქმე იმაშია, რომ იოგა არ არის გაჭიმვა. იოგის სწორი პრაქტიკა არ ისახავს მიზნად კუნთების გაჭიმვასა და რელიეფური სხეულის ჩამოყალიბებას, თუმცა, მათ უფრო გამძლესა და ძლიერს ხდის.

თუ არ ხარ მოქნილი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენს კუნთებს არ აქვს გაჭიმვის უნარები. ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლია დაძაბულობის შენელება. მოდუნებული კუნთი უმტკივნეულოდ გაიჭიმება მთელ ანატომიურ სიგრძეზე, რაც დაგეხმარება მიიღო საჭირო პოზები. იოგა გასწავლის სხეულის მართვას, დაძაბულობისა და ქრონიკული სპაზმის მოსხნას, ენერგიის შენარჩუნებას, რაც რა თქმა უნდა, გონებასთანაა დაკავშირებული.

სტერეოტიპი: "მანტრების ზმუილს" რეალური ვარჯიში მირჩევნია...
მანტრების ზმუილი, ანუ გალობა— სასიამოვნო საქმიანობაა, თუმცა, ჩვეულებრივ იოგასთან არაა კავშირში. იოგა ესაა მუშაობა სხეულთან. თუ მაინც ფიქრობ, რომ იოგა დროის დაკარგვაა და ჯიმზე უფრო ადვილი შესასრულებელია, მაშინ გირჩევთ რამდენიმე ასანას, მაგალითად სურია ნამასკარსა (Surya Namaskar) და მის ვარიაციებს, ან ჩატურანგა დანდასანას (Chaturanga Dandasana), რომლის გამოთქმა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება.

ჩაწერე ეს პოზები გუგლში, სცადე სახლში და გაგვიზიარე, როგორ გამოგივიდა. ;)

P.S.
”როგორ მოქმედებს იოგა პოტენციაზე?” - დიახ, ეს ყველას აინტერესებს, თუმცა, იშვიათად თუ სვამენ ამ კითხვას. გიპასუხებთ - ძალიან კარგად! იოგა ძალიან კარგად ხსნის დაძაბულობას მენჯ-ბარძაყის სახსარში, იძენთ სხეულის მართვის უნარებს, არ კარგავთ ზედმეტ ენერგიას, რაც აძლიერებს და ხშირად აღადგენს დაკარგულ პოტენციას.

FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ამბობენ, რომ 2015 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიტომ მზის დარტყმის მიღება ჩვეულებრივ ფენომენი გახდება.
გაწუხებთ ხვრინვა და აპნოე? მაშინ ეს სტატია შენთვისაა. როგორ აიცილო თავიდან...
იმისთვის, რომ გაიგოთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, გამოიყენეთ ქვემოთმოცემული ფორმულა და ცხრილი.
პროსტატის კიბოს არ სძინავს: მაგალითად ინგლისში ყოველდღიურად პროსტატის კიბოსგან დღეში 30 მამაკაცი კვდება.
ქლორი, ანტისანიტარია და მავნე ნივთიერებები... ასე გამოიყურება ჩვენი აუზები. რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
თუ ქერტლმა შეგაწუხათ, არ იცით საიდან გაჩნდა და არც ის იცით, როგორ მოიშოროთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ნოე მეთიუ გალოუეი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ნებისყოფა სამაგალითოა ბევრისთვის
ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას
არა, მობილური ტელეფონები არ იწვევს კიბოს, არც შაქარშემცვლელი ნივთიერებები.
5 ჩვევა, რის გამოც მუდამ ცუდად გამოიყურები.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...