5 ყველაზე გავრცელებული მითი კიბოს შესახებ
5 ყველაზე გავრცელებული მითი კიბოს შესახებ
მითი 1: მობილური ტელეფონები და შაქარშემცვლელი ნივთიერებები იწვევს კიბოს

ის რომ მობილური ტელეფონები და შაქარშემცვლელი ნივთიერებები იწვევს კიბოს, უკვე არა ერთი წელია ვიცით. ისიც კი ვიცით, რომ ტელეფონები არ უნდა ვატაროთ ზედა ჯიბეებით, განსაკუთრებით გულთან, რადგანაც ის სხვადასხვა გულის მანკის გამომწვევია. საიდანაა ეგ მითი? პროფესორი ჯეკ ჟაკობი ამბობს, რომ ”არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადებები დაკავშირებულია მობილურ ტელეფონებთან ან შაქარშემცვლელ ნივთიერებებთან".

მითი 2: ფერადკანიანებს არ უჩნდებათ ონკოლოგიური დაავადებები

თეთრი კანი მართლაც უფრო მოწყვლადია კანის კიბოს შემთხვევაში, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფერადკანიანებს (მათ შორის მეტისებსაც) იმუნიტეტი აქვთ. საშუალოდ, კიბო თანასწორად უჩნდებათ, როგორც თეთრკანიანებს, ასევე ფერადკანიანებს.

მითი 3: ცხიმიანი საკვები კიბოს იწვევს

მტკნარი სისულელეა! ცხიმიანი საკვები და ზედმეტი წონა მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. თუმცა, აშშ-ს ონკოლოგიური საზოგადოების მტკიცებით, ზედმეტმა წონამ შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა, თუ მას აქვს პროსტატისა და თირკმლის კიბო, იმიტომ რომ ცხიმის უჯრედები გამოყოფენ ესტროგენსა და ადიპოკინს, რაც ართულებს მკურნალობას.

მითი 4: კიბო არ გადადის ერთი ადამიანისგან მეორეზე

კი, თვით კიბო არ არის ვირუსი და არ ვრცელდება არც სქესობრივი და არც ჰაერ-წვეთოვანი გზებით, თუმცა, არსებობს მრავალი ვირუსი, რომელიც გადადის სქესობრივი გზით, რაც შემდგომში იწვევს კიბოს. ასეთი მაგალითია ვირუსი HPV, რომელიც მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ვითარდება პირის ღრუსა და ყელის კიბოდ. ძირითადად ეს ვირუსი გადადის სქესობრივი გზით, კერძოდ კი ორალური სექსის შემთხვევაში.

მითი 5: ჯანსაღი ნამზეური/რუჯი იცავს კანს კიბოსგან

არ არსებობს ჯანსაღი და მავნე ნამზეური. თუ კანი მუქდება ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით, მნიშვნელობა არ აქვს პლაჟზე თუ სოლარიუმში, ეს ნიშნავს იმას, რომ კანი უკვე არის დაზიანებული, რაც ზრდის კიბოს გაჩენის რისკს. სწორედ ამიტომ ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ნამზეურის შემდეგ. დამცავი კრემი აუცილებელია, თუმცა, მაქსიმალურად ეცადე გაატარო ნაკლები დრო მზეზე 11-დან 14 სთ-მდე.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
ამბობენ, რომ 2015 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიტომ მზის დარტყმის მიღება ჩვეულებრივ ფენომენი გახდება.
გაწუხებთ ხვრინვა და აპნოე? მაშინ ეს სტატია შენთვისაა. როგორ აიცილო თავიდან...
იმისთვის, რომ გაიგოთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, გამოიყენეთ ქვემოთმოცემული ფორმულა და ცხრილი.
პროსტატის კიბოს არ სძინავს: მაგალითად ინგლისში ყოველდღიურად პროსტატის კიბოსგან დღეში 30 მამაკაცი კვდება.
ქლორი, ანტისანიტარია და მავნე ნივთიერებები... ასე გამოიყურება ჩვენი აუზები. რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
თუ ქერტლმა შეგაწუხათ, არ იცით საიდან გაჩნდა და არც ის იცით, როგორ მოიშოროთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ნოე მეთიუ გალოუეი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ნებისყოფა სამაგალითოა ბევრისთვის
ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას
იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა, ყველაფერთან ერთად მას თან ახლავს ბევრი მითი და სტერეოტიპი
5 ჩვევა, რის გამოც მუდამ ცუდად გამოიყურები.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...