როგორ ავიცილოთ მზის დარტყმა - მოკლე სახელმძღვანელო
როგორ ავიცილოთ მზის დარტყმა - მოკლე სახელმძღვანელო
ამბობენ, რომ 2015 წლის ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიტომ მზის დარტყმის მიღება ჩვეულებრივ ფენომენი გახდება.

მზის დარტმა
ბავშვობაში ალბათ გქონდა ქუდი, პანამა და ა.შ. იმიტომ, რომ მზის დარტყმას ადამიანი ლამის პირდაპირი მნიშვნელობით იღებს. მთავარია, დროულად მიაქციო ყურადღება სიმპტომებს - თუ უცბად ძილიანობა დაგეწყება, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კუჭის მოშლა, ვერ გრძნობ კიდურებს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები კომაში ვარდებოდნენ და ეს ფატალური შედეგით მთავრდებოდა (მაგ. პაკისტანი 2015).

როცა კაშკაშა, მცხუნვარე მზე ზენიტშია, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 40°C-მდეა, ალბათობა იმისა, რომ მიიღებ დარტყმას არის 70%. თუმცა, ალბათობას ზრდის:

• მაღალი ტენიანობა
• სინტეტიკური ტანსაცმელი
• სტრესი, ნევროზი
• მოწევა, ალკოჰოლი
• ჭარბი წონა

ასევე, ყველას აქვს ინდივიდუალური დაავადებათა რიცხვი (ან ჰქონია), რომელთა ხელახალმა აქტიურობამ შესაძლოა გაამწვავონ სიტუაცია.

როგორ დაეხმარო თავს/სხვას:
1. აუიცილებლად გამოიძახე სასწრაფო დახმარება. ნუ მიიყვან საქმეს გონების დაკარგვამდე და ა.შ.
2. გადაიყვანე დაზარალებული გრილ ადგილას.
3. დაზარალებულს ცივი ან მინერალური წყალი დაალევინე. ასევე აუცილებლად უნდა შეჭამოს შაქრის 1 ჩ/კ, ან ცოტა მარილი.
4. დააწვინე დაზარალებული და ოდნავ აუწიე ფეხები.
5. გაუხსენი ზედა ღილები. ამის გამო, დაზარალებული შესაძლოა ცუდად სუნთქავდეს.
6. შუბლს ან ნათხემს დაადე სველი/ცივი კომპრესორი (სველი პირსახოცი, ნაჭერი)

რაციონი
საკვები. ზაფხულში ღებინების გრძნობა ჩნდება არა მარტო მზის დარტყმის დროს, არამედ ცხიმიანის, ღორის ხორცის (ზოგადად ხორცს) ჭამის დროსაც, ამიტომ გირჩევთ, ჭამოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, ამოიღოთ რაციონიდან ხორცეული და ცხიმიანი საკვები.

რძის ნაწარმი — ფრიად სასარგებლო, განსაკუთრებით კი არაჟანი, ხაჭო, ცივი რძე, კეფირი და, რაღა თქმა უნდა, მაწონი.

დალევა. დალევა საჭიროა, თუმცა, არაალკოჰოლური სასმელების. საღამოობით თითო კათხა ლუდი მტერსაც არ აწყენს. რაც შეეხება დანარჩენ დროს - წყალი, დიახ, ჩვეულებრივი წყალი.
Adami
ანუ, თუ თქვენ იწონით 75 კგ-ს, ხოლო თქვენი ფიზიკური აქტივობის დროა 30 წუთი (ანუ 0,5 სთ):
(75 × 0,04) + (0,5 × 0,6) = 3,3 ლ
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
გაწუხებთ ხვრინვა და აპნოე? მაშინ ეს სტატია შენთვისაა. როგორ აიცილო თავიდან...
იმისთვის, რომ გაიგოთ საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, გამოიყენეთ ქვემოთმოცემული ფორმულა და ცხრილი.
პროსტატის კიბოს არ სძინავს: მაგალითად ინგლისში ყოველდღიურად პროსტატის კიბოსგან დღეში 30 მამაკაცი კვდება.
ქლორი, ანტისანიტარია და მავნე ნივთიერებები... ასე გამოიყურება ჩვენი აუზები. რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ
თუ ქერტლმა შეგაწუხათ, არ იცით საიდან გაჩნდა და არც ის იცით, როგორ მოიშოროთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ნოე მეთიუ გალოუეი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მისი ნებისყოფა სამაგალითოა ბევრისთვის
ზედმეტი წონა ჩვენი დროის უდიდესი ტრაგედიაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 32% სულ მცირე ერთი კვირით იცავდა დიეტას
არა, მობილური ტელეფონები არ იწვევს კიბოს, არც შაქარშემცვლელი ნივთიერებები.
იოგა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა, ყველაფერთან ერთად მას თან ახლავს ბევრი მითი და სტერეოტიპი
5 ჩვევა, რის გამოც მუდამ ცუდად გამოიყურები.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...