SBM LEAGUE 2014/15: სულ ცოტა დრო საფინალო ეტაპამდე!
SBM LEAGUE 2014/15: სულ ცოტა დრო საფინალო ეტაპამდე!
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მეოთხე ტურის მატჩებით დაიწყო. მორიგი სამი ქულა მოიპოვა თრეველ კემპ ჯორჯიამ, რომელმაც უახლოესი მდევარი,შანგრილა დაამარცხა 6-1 და ჯგუფში პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა გორგიასა და რუსთავის მერიის გუნდების დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება გორგიას ფეხბურთელებმა მოიპოვეს 4-3 და ერთი ტურით ადრე მათ პლეიოფშიი გასვლასაც საფრთხე აღარ ემუქრება.

23.05.2015. გაერთიანებული ლიგა. IV ტური
Travel camp Georgia - შანგრილა6-1
გორგია - რუსთავის მერია 4-3
კნაუფი - ჯიპიაი ჰოლდინგი 0-3 (ტექ.მოგება)

გერთიანებული ლიგის მეორე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა კვირას. თრეველ კემპი ჯიპიაი ჰოლდინგს დაუპირპისპირდა და დრამატული ორთაბრძოლის ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით შეძლო მეტოქის ძლევა, 4-3.

24.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური (გადადებული)
Travel camp Georgia- ჯიპიაი ჰოლდინგი 4-3

გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ოთხეული პლეიოფში, ბრინჯაოს ლიგაში 6-7 ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

გაერთიანებული ლიგის ბომბარდირები: ზაზა ფიფია (Travel Camp) - 8, ლევან ამირანაშვილი (Travel Camp) - 5, დავით დახუნდარიძე (Travel Camp) - 4

Adami

შაბათსვე სუპერლიგის XIII ტურის გადადებული შეხვედრაც გაიმართა, რომელშიც პროგრეს ბანკიპსპ-ს დაუპირისპირდა და 4-7 დამარცხდა.

23.05.2015. სუპერლიგა. XIII ტური (გადადებული)
პროგრეს ბანკი - FC PSP 4-7

სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა კი რასაკვირველია ბრინჯაოს ლიგის ფინალისტთა ვინაობის გარკვევა იყო.

პალიტრა მედიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების 1/2 ფინალური დაპირისპირება უაღრესად საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ პალიტრას გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. მათი მეტოქე ფინალში მფკ ტატიშვილი იქნება, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად მცხეთის "გუჯარს" საკმაოდ იოლად, 7-2 სძლია.

23.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/2 ფინალი
სდსს - პალიტრა 2-3
გუჯარი (მცხეთა) - მფკ ტატიშვილი 2-7
ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 26, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) - 21, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) - 19

კვირას სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალური დაპირპირება შსს-ს და მფკ ნატახტარს შორის ყველაზე საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ ლოგიკური ფრით, 2-2 დასრულდა. მოპოვებული ქულით "ძალოვნებმა" სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს. ნატახტარის წაფორხილებით ისარგებლა PSP-მ, რომელმაც DHLარ დაინდო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა.

24.05.2015. სუპერლიგა. XVII ტური
FC TTC - UG 3-2
შსს - მფკ ნატახტარი 2-2
დინამო (ბთ) - ს.კ ჯვაროსნები 0-2
DHL - FC PSP 0-12

ბოლო ტურის შეხვედრებიდან გამორჩევის ღირსია შსს-ს და პროგრეს ბანკის დაპირისპირება. 1/2 ფინალური წყვილები კი 7 ივნისს, პსპ-ს და შსს-ს XIV ტურის გადადებული მატჩის გამართვის შემდეგ გაირკვევა.

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 23, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 21, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17

Adami

ნახევარფინალისტები ცნობილია ვერცხლის ლიგაში. 1/4 ფინალური ეტაპის განმეროებითი შეხედრებიდან ყველაზე დაძაბული და დრამატული ვითიბი ბანკისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდების დაპირისპირება გამოდგა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე დუელიც უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის ბედიც 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა, სადაც იღბალი GWP-ის ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა.

მათი მეტოქე 1/2 ფინალში კრედო იქნება, რომელმაც ტატიშვილთან პირველი მატჩის მოგების (3-1) შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში საყაიმო ანგარიში იკმარა - 4-4. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი საქართველოს ბანკისა და სნიკერსის გუნდები შეადგენენ, რომლებმაც იოლად მოახერხეს 1/4 ფინალური ბარიერის დაძლევა.

24.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II რაუნდი)
კრედო - ტატიშვილი 4-4 (3-1)
GWP - ვითიბი 0-0 პენ 5-4 (0-0)
BP GEORGIA - სნიკერსი 2-7 (1-2)
საქართველოს ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 6-0 (2-2)

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალები 7 და 14 ივნისს გაიმართება.

კრედო - GWP
საქართველოს ბანკი - სნიკერსი

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) - 32, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) - 31, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 26, გიორგი აფციაური (GWP) - 25

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს
ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში
MDS/Marathon des Sables - ქვიშის მარათონი - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა
მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...