გამოწვევა, რომელიც უნდა მიიღო - მარათონი აფრიკის უდაბნოში
გამოწვევა, რომელიც უნდა მიიღო - მარათონი  აფრიკის უდაბნოში
MDS (Marathon des Sables, «ქვიშის მარათონი») - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა: 5 დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა გადალახოს 250 კმ უდაბნოში. მონაწილეები ჩერდებიან მხოლოდ ჭამისთვის და ძილისთვის.

ძლიერი ქარი, დისტანცია გადის ქვიშაზე, ქვებსა და მთა-გორიან რელიეფზე. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მხოლოდ წყლისა და კარვის მიწოდებასა და სამედიცინო დახმარების გაწევას. დანარჩენი ყველაფერი - საკვების მარაგი, საძილე ტომარა, საჭმლის მოსამზადებელი ქვაბები, ფარნები, შხამის გამწოვი და სხვა ზურგჩანთით უნდა ატარო. ჯამში ეს დაახლოებით 7-10 კგ-ს იწონის.

მარათონის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მონაწილეობდა ისეთ შეჯიბრში, როგორიცაა IRONMAN, ყვება რომ MDS ერთ-ერთი შეჯიბრია, რომლის შემდეგაც შიში არსად ქრება. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი მარათონებისგან განსხვავებით, MDS-ს ფარგლებში მონაწილე არ ისვენებს საღამოობით, ორგანიზატორები არ უზრუნველყოფენ ხუთვარსკლავიან სასტუმროს, მასაჟს, გემრიელ საკვებს და ა.შ., არამედ პირიქით - მარათონი მიზნად ისახავს გამოიყვანოს ადამიანი კომფორტის ზონიდან და გამოწვევების წინაშე დააყენოს.

5 ყველაზე რთული ბარიერი:
  • რთულია დაძინება. უდაბნოს ცივი ქარი აღიზიანებს სახის კანს, ქვიან რელიეფზე ძილი ფაქტობრივად შეუძლებელია და აბსოლუტურად ყოველი გადალახული დისტანციის შემდეგ გტკივა ფეხები.
  • რთულია დილით გაღვიძება და დილის სიცივეში საძილე ტომრიდან გამოსვლა.
  • კოჟრები. ყოველდღიურად მათი რაოდენობა მატულობს და ისინი სულ უფრო და უფრო მტკივნეულნი ხდება. ამას მოსდევს ტერფების გასიება, რის შედეგადაც ის ვეღარ ეტევა ფეხსაცმელში. თუ სირბილის მე-10 კილომეტრის შემდეგ ტკივილი საერთო დაღლილობის ფონზე ქრება, ძილის ან ჭამის დროს ის ათმაგად მძაფრდება.
  • ყოველი დღის შემდეგ შეშის მოპოვება. ყოველი ფინიშის შემდეგ, ძალიან გინდა დაწვე და დაიძინო, თუმცა, ძალების აღდგენისთვის გჭირდება ჭამა. ნორმალური საჭმლის მომზადებისთვის აუცილებელია ცეცხლი. როგორც წესი, დისტანციის ფინიში ემთხვევა სიცხის პიკს. უდაბნოში შეშა, როგორც ასეთი არ არსებობს, მის ნაცვლად იყენებენ ეკლებსა და ხმელ ტოტებს. მათი პოვნა არც თუ ასეთი ადვილია, ამიტომაც მონაწილეებს მათი მოპოვება ცხელ უდაბნოში დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ.
  • რთული და აგრესიული რელიეფი. ქვიშა, დიუნები, ბარხნები, მთა-გორიანი და ქვიანი რელიეფი. ეს ყოველივე ძალიან ართულებს დისტანციას.

რა არ წარმოადგენს სირთულეს:

  • გუნდი. მონაწილეები იყოფიან 8-კაციან გუნდებად, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში საერთო პატარა კარავში ისვენებენ. როგორც წესი, ასეთი შეჯიბრების დროს პირველობის საკითხს ნაკლები უპირატესობა აქვს, ამიტომ მორბენალებს შორის სუფევს ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ატმოსფერო. ხშირად მონაწილეები ამბობებ, რომ ძლიერი ქარის გამო, მეზობლის ხვრინვა არც კი ისმის, ხოლო ძირითადი ყურადღება გადატანილია ქვებზე, რომლებზეც წევხარ.
  • ქარი. ფრონტალური ქარი აფერხებს სირბილს.
  • სიცხე. გაზაფხულზე საჰარის უდაბნოში დღისით ტემპერატურა საშუალოდ 40°-50° C აღწევს, ამ შემთხვევაში ფრონტალური ქარი ანეიტრალებს მას, რაც ასეთი სიცხის გადატანას აადვილებს.
  • ქვიშა. ქვიშაში სირბილი არის ძალიან რთული, თუმცა, უარესია, როცა ეს ქვიშა ხვდება ფეხსაცმელში და აღიზიანებს კოჟრებს. ამიტომ მონაწილეები იყენებენ ბახილებს.
  • წყურვილი. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ წყლის საკმარის რაოდენობას, რასაც მონაწილეები იყენებენ არა მარტო დასალევად, არამედ წუწაობისთვისაც და მინი-შხაპისთვის.

თუ გადაწვეტ და შეიტან განაცხადს «ქვიშის მარათონში» მონაწილეობის მისაღებად, დაუსვი კითხვა შენს თავს: რისთვის გჭირდება? გინდა თუ არა გაარღვიო მენტალური თუ ფიზიკური ჩარჩოები?

 



MDS-ის 30-ე საიუბილეო მარათონი დაიწყო აპრილში, მაროკოს სამეფოს უდაბნოს ნაწილში.
  • მასში მონაწილეობდა 1330 მორბენალი
  • 1237 მონაწილე მივიდა ფინიშამდე
  • 93 გამოეთიშა მარათონს
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს
ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...