სისხლი ტრიბუნებზე. ყველაზე დიდი შეტაკებები ფეხბურთის ისტორიაში
სისხლი ტრიბუნებზე. ყველაზე დიდი შეტაკებები ფეხბურთის ისტორიაში
ხორვატია. 1990 წ.
სტადიონი ”მაქსიმირი”

ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში.

1990 წლის 13 მაისს ჩატარდა იუგოსლავიის თასის ფინალი ზაგრების ”დინამო”-სა და ბელგრადის ”წითელ ვარსკლავს” შორის (Црвена Звезда). სტადიონზე ჩავიდა ორი ფირმა: ხორვატიული Bad Boys Blue და სერბული Делиjе.

რაღაც მომენტში დაჯგუფებებს შორის დაიწყო ურთიერთშელაპარაკება, რაც ისეთ დიდ შეტაკებაში გადაიზარდა, რომ მისი შეკავება ვერ შეძლო პოლიციელთა კორდონმაც. შეტაკება არენებიდან სტადიონის ცენტრისკენ გადაინაცვლა, მასში ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ და დაიწყო... შეტაკება მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ ბრბო წყლის ჭავლით არ დაშალეს. იმ დღეს დაშავდა 85 ადამიანი, თუმცა,  ამით საქმე არ დასრულებულა.


ეს მატჩი ითვლება ხორვატებსა და სერბებს შორის წინასაომარი ვითარების ბოლო წვეთად. ომის დაწყებისთანავე Делиje-ის ლიდერმა ჟელკო რაჟნატოვიჩმა შექმნა თავისი დანაერთი და წარმატებულად გაილაშქრა ხორვატული არმიის წინააღდეგ. მოგვიანებით, ის დამნაშავედ ცნეს და 2000 წელს ჩატარდა მისი ლიკვიდაციის ოპერაცია. ხორვატები დღემდე აღნიშნავენ მატჩის დღეს, 13 მაისს — დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღედ.

მსხვერპლი:  20 ათასი ადამიანი.

Adami

Adami

Adami



ჰონდურასი. 1969 წ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები.


იმ წელს, ჰონდურასისა და სალვადორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. ამის ფონზე ჩატარდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 3 შესარჩევი მატჩი. პირველ შეხვედაზე 1:0-ით გამარჯვება ჰონდურასმა მოიპოვა, მეორე შემთხვევაში სალვადორმა 3:0-ით რევანში აიღო. დამარცხებები ორივე საზოგადოებაში ეროვნულ ტრაგედიად აღიქმებოდა. თუმცა,  ყველაფერი წინ იყო.

მესამე მატჩში 3:2-ით გამარჯვება სალვადორმა მოიპოვა, რის შედეგადაც ჰონდურასმა სალვადორთან ყველა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო 2 კვირაში ომი გამოუცხადა (დიახ-დიახ, ჰონდურასის საგარეო პოლიტიკა მუდამ მიტისმეტად იმპულსური იყო, რაც აფხაზეთის აღიარებაშიც გამოჩნდა). სხვათაშორის, ომი გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში, თუმცა, ეს იყო ნამდვილად ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჯავშანტექნიკით, საჰაერო დარტყმებით და ა.შ.

მშვიდობის გამოცხადების შემდეგ ჰონდურასმა სალვადორს კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა, სამშვიდობო ზავი მხოლოდ 10 წლის შემდეგ დადეს.
რაც შეეხება 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სალვადორი ყველა მატჩში დამარცხდა და საბოლოოდ, ბოლო ადგილზე გავიდა.

მსხვერპლი: 6 ათასი ადამიანი.

Adami

Adami
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს
MDS/Marathon des Sables - ქვიშის მარათონი - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...