SBM LEAGUE 2014/15: "ერისთავი" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2014/15: "ერისთავი" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია!
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს. 31 მაისს, ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში "ერისთავმა" ბი პი ჯორჯია დაამარცხა 2-0 და ლიგის ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა.

საკმაოდ თანაბრად მიმდინარე შეხვედრაში "იურისტებმა" ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გახსნეს, ოთარ მგელაძის შორეულ დარტყმას რიკოშეტი მოყვა და ბურთი ისე აღმოჩნდა კარის ბადეში. მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, თავი ჯაბა ჯინჭველაშვილმა გამოიჩინა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, "ერისთავის" მეკარე დავით ღლონტი დასახელდა, ხოლო ბომბარდირის ტიტული 4 გატანილი გოლით საქართველოს ბანკის შემტევს, ლაშა ჯოხაძეს ერგო. მათ სამახსოვრო თასებთან ერთად, ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორისგან, ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMAსპეციალური პრიზები გადაეცათ.

31.05.2015. თასი. ფინალი
BP GEORGIA - ერისთავი 0-2
გოლები: 23წთ,მგელაძე (0-1), 39წთ, ჯინჭველაშვილი (0-2)
რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, უქმეები შაბათს, გაერთიანებული ლიგის ბოლო, მეხუთე ტურის ორი შეხვედრით დაიწყო.

რუსთავის მერიამ3-7 სძლია კნაუფს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შანგრილასა და ჯიპიაი ჰოლდინგის შეხვედრაში მხოლოდ ამ უკანასკნელთა გამარჯვება არ აძლევდათ ხელს, თუმცა თავად ჯიპიაის ფეხბურთელები სხვანაირად ფიქრობდნენ და საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან აუცილებელი სამი ქულაც და 1/4 ფინალის საგზური დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს - 2-1. როგორც შემდეგ გაირკვა ამ გამარჯვებით მათ მეორე ადგილზე შეძლეს გასვლა, ვინაიდან კვირას გამართულ დაპირისპირებაში თრეველკემპ ჯორჯიამგორგია დაამარცხა 7-4. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში. გორგიასა და ჯიპიაის შორის კი მეორე ადგილის ბედი ბურთების უკეთესმა სხვაობამ გადაწყვიტა, ისევე როგორც მეოთხე ადგილზე გამსვლელის ვინაობა, შანგრილამ სწორედ ამ კომპონენტით ჩამოიტოვა უკან რუსთაველები.

30-31.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური
კნაუფი - რუსთავის მერია 3-7
შანგრილა - ჯიპიაი ჰოლდინგი 1-2
თრეველკემპ ჯორჯია - გორგია 7-4

ამრიგად გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი 1/4 ფინალში ბრინჯაოს ლიგის 6-7 ადგილოსნებს დაუპირისპირდება. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

თრეველკემპ ჯორჯია - ჯო ენი
ჯიპიაი ჰოლდინგი - მედიქლაბჯორჯია
გორგია - თბილისის მერია
შანგრილა - ბიბლუსი

1/4 და 1/2 ფინალური შეხვედრები 13 და 14 ივნისს გაიმართება.

გაერთიანებული ლიგის ბომბარდირები: ზაზა ფიფია (თრეველკემპი) - 13, ლევან ამირანაშვილი (თრეველკემპი), გიორგი გოროზია (რუსთავის მერია) - 6

ორ დღეზე გადანაწილდა წრიული ეტაპის ბოლო, XVIII ტურის შეხვედრები სუპერლიგაშიც. 30 მაისს ორი დაპირისპირება გაიმართა, სკ ჯვაროსნებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4-3 სძლიეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს და ასპარეზობა საპატიო მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

ასევე ერთი ბურთის სხვაობით იმარჯვა მფკ ნატახტარმა, რომელმაც ბათუმის "დინამო" დაამარცხა 3-2. კვირას კი ერთმანეთის პირისპირ შსს და პროგრეს ბანკი წარსდგნენ. ლიდერების გარეშე დარჩენილი "ბანკირები" რომლებსაც შემადგენლობაში კახი კალაძე და ალექსანდრე იაშვილი აკლდათ, 9-4 დამარცხდნენ.

სუპერლიგაში მეორე წრის კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი - 7 ივნისს, XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს შსს და პსპ უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამის გარეშეც უკვე გარკვეულია თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2 ფინალში:

პირველ ადგილზე გასული "ძალოვნები", მეოთხე ადგილზე გასულ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა ტრადიცული მეტოქეების, მფკ ნატახტარისა და სკ პსპ-ს დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. ორ რაუნდიანი პლეიოფი 13 და 21 ივნისს გაიმართება.

30-31.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური
ს.კ ჯვაროსნები - FC TTC 4-3
მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ) 3-2
პროგრეს ბანკი - შსს 4-9

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 24, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 21, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17, დავით მუჯირი (პროგრეს ბანკი), კახა გოგოხია (მფკ ნატახტარი) - 16
ცნობილია ოქროს ლიგის ერთი ფინალისტის ვინაობაც.

ევროპაბეთისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" უაღრესად დაძაბული და საინტერესო განმეორებითი 1/2 ფინალური დაპირისპირება იმერელთა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა პირველი მატჩი "ბუკმეიკერებს" 3-1 ქონდათ მოგებული და ფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ.

მათი მეტოქის ვინაობა კი საქართველოს ბანკისა და ნატახტარის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.

კვირას ამ გუნდების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა 2-1 სძლია "ბანკირებს" და განმეორებითი დაპირისპირების წინ, ერთ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

31.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი
ევროპაბეთი - GM ჭიათურა 1-2 (3-1)
ნატახტარი - საქართველოს ბანკი 2-1

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 14, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) - 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 11

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
24 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ველოსპორტის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი გაიმართება
საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია...
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის დასრულებამდე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება
22 ივნისს შედგა გამოსვლა 74 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ბელარუს სტეფან პოპოვსა და მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვს შორის.
7 ივნისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება.
1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ბრიტანელი მძლეოსანი და მორბენალი დერეკ რედმონდი მონაწილეობდა.
ბალკანელი გულშემატკივრები ერთ-ერთ ყველაზე ველურ ფანებად ითვლებიან მსოფლიო ფეხბურთში
MDS/Marathon des Sables - ქვიშის მარათონი - ეს არის გამძლეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა
23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...