ავთანდილ ცქვიტინიძე: რთულია, ქართველ მამაკაცებს სტილზე ურჩიო
ავთანდილ ცქვიტინიძე: რთულია, ქართველ მამაკაცებს სტილზე ურჩიო
როგორ გამოიყურებიან ქართველი ცნობილი მამაკაცები, როგორია მათი იმიჯი და რას ურჩევენ ისინი სხვა მამაკაცებს?

Adami.ge მკითხველს ცნობილი მამაკაცების შესახებ მოუთხრობს. ჩვენი პირველი ობიექტი ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა.

დიზაინერი, როგორც თავად აღნიშნავს, თავს უფლებას აძლევს, მხოლოდ საკუთარი სურვილის მიხედვით ჩაიცვას და არ გაითვალისწინოს გარშემო არსებული სიტუაცია:

"მე ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, როგორც მინდა, ისე მეცვას. ხშირ შემთხვევაში, საქმიან შეხვედრებზეც ისე დავდივარ, როგორც სამსახურში და წვეულებაზე. იმიტომ, რომ მაცვია თავისუფლად, კომფორტულად და არა კონკრეტული სეზონისთვის განკუთვნილი აუცილებელი ატრიბუტით, რომელიც იმ სეზონის ჰიტია", - ამბობს ავთო ცქვიტინიძე.

მისი ჩაცმის სტილი კი, უფრო დეტალურად, ასეთია:

"მე უპირატესობას სპორტული ტიპის შარვლებს ვანიჭებ. ძირითადად, სპორტული ფეხსაცმელი მაცვია, ჯინსის ან ტყავის ქურთუკს ვატარებ, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მოდის ტენდენციებისგან."

რაც შეეხება აქსესუარებს, მისთვის ეს ჩამონათვალი მხოლოდ კარგი საათით შემოიფარგლება. თუმცა, საათიც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და ხშირად მას ტელეფონი ცვლის:

"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი რაოდენობა მაქვს საათების, მაინც ვერ ვეგუები მაჯაზე რომ მიკეთია და მის ფუნქციას ტელეფონი ცვლის ხოლმე".

მიუხედავად იმისა, რომ თავად მამაკაცის კოლექციას არ ქმნის და თავს ამ კუთხით არაკომპეტენტურად მიიჩნევს, საინტერესოა მისი რჩვები:

"ხშირ შემთხვევაში, მამაკაცები არ რისკავენ და ალბათ სწორსაც აკეთებენ, რომ არ გამოიყურებიან ბოლო ტენდენციების შესაბამისად, რადგან გოგონებს უფრო მამაკაცური მამაკაცი მოსწონთ.

მე მომწონს ქართველი მამაკაცების სტილი. ბევრი მამაკაცი მისდევს სპორტს, რაც ძალიან მახარებს და სხვებსაც ვურჩევ ასე მოიქცნენ. ეს უფრო კარგი ამბავია, ვიდრე შაბიამნისფერი პერანგი ჟოლოსფერი პიჯაკით, რასაც ხშირად გვთავაზობენ ამ პერიოდში დიზაინერები.

მე მაინც მივესალმები ნაცრისფერს, ღია ცისფერს, ლურჯს, შავ ფერს მამაკაცის გარდერობში, ვიდრე მკვეთრ ფერებს. თუმცა, რთულია ქართველ მამაკაცებს ურჩიო, რადგან ყველას ჩამოყალიბებული სტილი აქვს და ეს ყველაფერი კლასიკასთან უფრო არის ახლოს, ვიდრე თანამედროვე მოდის ტენდენციებთან. მოდა იმხელა არჩევანს გთავაზობს, რთულია, ეს ბევრმა მამაკაცმა მოირგოს", - ამბობს ავთო ცქვიტინიძე.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
მეტწილად, მამაკაცის საცურაო კოსტიუმების 2 ყველაზე თამამი სტილია პოპულარული
ყოველ დღე იბან თავს შამპუნით? გჯერა, რომ სტრესი აჩენს ჭაღარას? მოვიდა დრო, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ საბოლოოდ გაიგო რა არის...
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოუაროთ ტატუს, რათა მან შეინარჩუნოს ფერი.
რა თქმა უნდა, ტატუ ძალიან მაგარია, თუმცა, არა ყოველთვის. ამ სტატიაში დარწმუნდები, რომ ზოგი ტატუ არ უნდა დაიტანო სხეულზე
თქვენთვის მოვამზადეთ ვიზუალური ინფოდაფა, სადაც ნათლადაა ნაჩვენები, თუ რასთან უნდა ატაროთ საზაფხულო ფეხსაცმელი.
ეს სახელმძღვანელო მამაკეცბისთვისაა, საიდანაც გაიგებთ, თუ როგორ შეარჩიოთ და ატაროთ კლასიკური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
წარმოგიდგენთ ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი ხასიათის 12 შტრიხს
მაორის ტატუ წარმოადგენს პოლინეზიური ხალხების ეთნო-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გაქრობის წინაშე იდგა მე-20 საუკუნეში
ყველა ბიჭი ოცნებობს ცალკე ოთახზე: რომ ის იყო მხოლოდ მისი, მასში არავინ შედიოდეს და არ ეხებოდეს მის ქრონიკულ შემოქმედებით აურზაურს, თუმცა, ის მაინც ოცნებობს თავის ბუნაგზე
Adami.ge დაინტერესდა, როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც პირსინგს ატარებენ და არის თუ არა
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...