ყველა ბიჭის ოცნება - როგორი უნდა იყოს მამაკაცის ბუნაგი?
ყველა ბიჭის ოცნება - როგორი უნდა იყოს მამაკაცის ბუნაგი?
ყველა ბიჭი ოცნებობს ცალკე ოთახზე: რომ ის იყო მხოლოდ მისი, მასში არავინ შედიოდეს და არ ეხებოდეს მის ქრონიკულად შემოქმედებით აურზაურს. მერე ბიჭი იზრდება, იზრდის წვერს, იძენს მანქანასა და სევდიან ვარიანტებში ლუდის ღიპს (ვიმედოვნებ, ძმაო, ეს პუნქტი შენ არ გეხება), თუმცა, ის მაინც ოცნებობს თავის ბუნაგზე.

კაცის ბუნაგი - საყდარივითა, მარტო შენ შეგიძლია, შეხვიდე. ჰო, კარგი, ხანდახან დაუშვებ შენს საუკეთესო მეგობრებს, უკეთეს შემთხვევაში, შენს მორიგ პასიას - მაგრამ ის მარტო ექსკურსიის ჩარჩოებში. და იმისთვის, რომ შენი კერა იყოს მყუდრო და სიმპატიური, უნდა იფიქრო დიზაინზე.

შენი ბინა ვერ გახდება ჭეშმარიტად კაცური, თუ გარშემო დაყრი წინდებს, სამზარეულოს ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭლისგან ააგებ ბაბილონის გოდოლს, ხოლო შენს ოთახში ასობით შიშველი ნაშის პოსტერი იქნება დაკრული. არა-არა! ეს ნამდვილად არ ჰგავს მამაკაცის ბუნაგს, უფრო - ვიღაც ლოთის ბარაკს.

Adami

იდეალური იქნება ბინა-სტუდია - ყოველთვის სასიამოვნოა დიდ სივრცეში ცხოვრება, სადაც ნაკლები კედლებია. ალბათ ფიქრობ შპალიერის ფერზე? არც კი გაბედო! ინტერიერი უნდა შედგებოდეს ძირითადად ხისა და აგურებისგან. აგურიანი კედელი, ხის იატაკი, დიდი ვიტრაჟიანი ფანჯრები. შენ ხომ მეტი სინათლე გჭირდება.

Adami

თუ ჰაი-ტექი მოგწონს, გაითვალისწინე - აქ უნდა იყოს მეტი ლითონი. იდეალურად უხდება კაცურ ინტერიერს ვერცხლი (რა თქმა უნდა, უჟანგავი ლითონიც არ იქნება უადგილო, ასე რომ, ნუ დარდობ ბიუჯეტზე). ამასთან ერთად, ასეთ ბუნაგში უნდა ზეობდეს მინიმალიზმი - სწორი, მკვეთრი ხაზები და უბადლო სტილი.

Adami

ტყავის ავეჯი - ალბათ გიფიქრია ამაზე. ეს ნამდვილად ხაზს გაუსვემს შენს ბრუტალურობას. თუ გექნება ასეთი დივანი, აუცილებელად უნდა გქონდეს ხის წითელი მაგიდა, უკეთეს შემთხვევაში - ბარი.

Adami

არ გჭირდება მოძველებური ნაგავი. გაქვს კერძო ბიბლიოთეკა, რომელშიც უამრავი წიგნია? მშვენიერია. გაქვს ფოჩებიანი ფარდები, საშინელი სტატუები და ხელოვნური ყვავილები? საშინელებაა! თვალში უნდა გხვდებოდეს მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში გიყვარს და ასახავს შენი ცხოვრების წესს.

Adami

ასეთი ბუნაგი არის შენი დიდი ოცნება. მერე რა, რომ შეიძლება მალე დაინიშნო, შენი ცოლი გადაწყვეტს, რომ ბინას სასტიკად სჭირდება ტრადიციული "თბილისური ევრო-რემონტი", ან რაც უარესია, გააკრავს კედლებზე ყვავილებიან შპალიერს და შესაძლოა, თქვენი საწოლის გადასაფარებელი იყოს გახუნებულ ვარდისფერში, დაიმახსოვრე ერთი რამ - შენ უნდა აიხდინო კაცური ოცნება! შენ უნდა იცხოვრო ისე, როგორც გსურს შენ.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
მეტწილად, მამაკაცის საცურაო კოსტიუმების 2 ყველაზე თამამი სტილია პოპულარული
ყოველ დღე იბან თავს შამპუნით? გჯერა, რომ სტრესი აჩენს ჭაღარას? მოვიდა დრო, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ საბოლოოდ გაიგო რა არის...
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოუაროთ ტატუს, რათა მან შეინარჩუნოს ფერი.
რა თქმა უნდა, ტატუ ძალიან მაგარია, თუმცა, არა ყოველთვის. ამ სტატიაში დარწმუნდები, რომ ზოგი ტატუ არ უნდა დაიტანო სხეულზე
თქვენთვის მოვამზადეთ ვიზუალური ინფოდაფა, სადაც ნათლადაა ნაჩვენები, თუ რასთან უნდა ატაროთ საზაფხულო ფეხსაცმელი.
ეს სახელმძღვანელო მამაკეცბისთვისაა, საიდანაც გაიგებთ, თუ როგორ შეარჩიოთ და ატაროთ კლასიკური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
წარმოგიდგენთ ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი ხასიათის 12 შტრიხს
მაორის ტატუ წარმოადგენს პოლინეზიური ხალხების ეთნო-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გაქრობის წინაშე იდგა მე-20 საუკუნეში
Adami.ge დაინტერესდა, როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც პირსინგს ატარებენ და არის თუ არა
Adami.ge მკითხველს ცნობილი მამაკაცების შესახებ მოუთხრობს, ჩვენი პირველი ობიექტი ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...