ტატუს მოვლის 5 ნაბიჯი
ტატუს მოვლის 5 ნაბიჯი
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოუაროთ ტატუს, რათა მან შეინარჩუნოს ფერი.

ნაბიჯი 1. პირველი დღეები
თუ კარგად მოუვლი ახალ ტატუს, ის დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მკვეთრ ფერს და მკაფიო ხაზებს. დაიტანე კრემი, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას (იკითხე აფთიაქში), ყოველ 3 საათში 10 დღის განმავლობაში. საქართველოში ისვამენ ვაზელინს ან ”ბორო-პლუსს” - ორივე მავნეა ტატუსთვის.

ნაბიჯი 2. მოთმენა
დააკარი საკვები ფირი, რათა ტატუ არ დაზიანდეს. ყველაფერთან ერთად კანის აღდგენისას იგრძნობ ქავილს, კანზე გაჩნდება ქერქი, თუმცა, მისი აგლეჯა ტატუს დააზიანებს. აარიდე კანის ეს ნაწილი მასაჟისსა და ქავილის რამდენიმე დღით.

ნაბიჯი 3. დაცვა
აირჩიე ტატუს დაცვის საუკეთესო ვარიანტები, რა თქმა უნდა, შენი კანის ყველაზე დიდი მტერია მზის სხვივები. ამიტომ აარიდე ტატუ (და ზოგადად კანი) მზის სხივების, ან დაიტანე მზისგან დამცავი კრემები. გახსოვდეს, რომ ნამზეური დროებითია, ტატუ კი სამუდამო.

ნაბიჯი 4. ორგანიზმი
შენს ორგანიზმში გარკვეული ცვლადები (მათ შორის წონა) შესაძლოა ცუდად აისახოს შენს ნახატზე. ეს იშვიათია, თუმცა, ხდება წონის ცვლილებების 6-8%-ისას. ამიტომ მაქსიმარულად ეცადე, შენი კანი იყოს მკვრივი, როცა იკლებ ან მატულობ მასაში. ამისთვის ბევრ სავარჯიშოს ნახავ ინტერნეტში.

ნაბიჯი 5. განახლება
ტატუ ისეთივე არაა, როგორიც იყო ადრე? მაშინ განაახლე. ტატუს განახლება, ანუ ახლიდან შევსება საჭიროა 5-7 წელიწადში ერთხელ (როგორც მინიმუმ), თუმცა, თუ ხედავ, რომ ტატუს ხაზები არ არის მკაფიო, ფერიც უკვე დაკარგული აქვს - აუიცლებლად წადი სალონში.
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
მეტწილად, მამაკაცის საცურაო კოსტიუმების 2 ყველაზე თამამი სტილია პოპულარული
ყოველ დღე იბან თავს შამპუნით? გჯერა, რომ სტრესი აჩენს ჭაღარას? მოვიდა დრო, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ საბოლოოდ გაიგო რა არის...
რა თქმა უნდა, ტატუ ძალიან მაგარია, თუმცა, არა ყოველთვის. ამ სტატიაში დარწმუნდები, რომ ზოგი ტატუ არ უნდა დაიტანო სხეულზე
თქვენთვის მოვამზადეთ ვიზუალური ინფოდაფა, სადაც ნათლადაა ნაჩვენები, თუ რასთან უნდა ატაროთ საზაფხულო ფეხსაცმელი.
ეს სახელმძღვანელო მამაკეცბისთვისაა, საიდანაც გაიგებთ, თუ როგორ შეარჩიოთ და ატაროთ კლასიკური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
წარმოგიდგენთ ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი ხასიათის 12 შტრიხს
მაორის ტატუ წარმოადგენს პოლინეზიური ხალხების ეთნო-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გაქრობის წინაშე იდგა მე-20 საუკუნეში
ყველა ბიჭი ოცნებობს ცალკე ოთახზე: რომ ის იყო მხოლოდ მისი, მასში არავინ შედიოდეს და არ ეხებოდეს მის ქრონიკულ შემოქმედებით აურზაურს, თუმცა, ის მაინც ოცნებობს თავის ბუნაგზე
Adami.ge დაინტერესდა, როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც პირსინგს ატარებენ და არის თუ არა
Adami.ge მკითხველს ცნობილი მამაკაცების შესახებ მოუთხრობს, ჩვენი პირველი ობიექტი ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...
სასწრაფოდ! იყიდება 65კვ.მ ფართის...
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება