ქინგსტონის microSD - მეათე კლასის მეხსიერების ბარათი
ქინგსტონის microSD - მეათე კლასის მეხსიერების ბარათი
თანამედროვე ტექნიკის მომხმარებლის ყველაზე აქტუალური პრობლემა მეხსიერების არასაკმარისი მოცულობაა. ჭარბი ინფორმაციის არსებობა ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია და 32გბ. მეხსიერების ბარათი უკვე ბევრისთვის არასაკმარისია.

ხშირად ჩნდება დამატებითი მოცულობის საჭიროება. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის, ქინგსტონის სწრაფი მეხსიერების ბარათი microSDXC – Class 10 UHS-I გამოიყენება. ეს არის კომფორტული გზა, რომელიც მეხსიერების არასაკმარისი მოცულობის გამო, აღარ შებოჭავს მომხმარებელს სურათების გადაღებისას ან ვიდეოს ჩაწერისას.

Kingston SDXC 64 GB ბარათი შეიძლება, გამოიყენოთ ფოტოაპარატისთვის, რომელსაც SDXC მხარდაჭერა აქვს. ასევე პლანშეტებისთვის, რომლებიც ОС Windows-სა და Android-ზე მუშაობენ. მეხსიერების ბარათს საწყისი exFAT ფორმატი აქვს, შესაბამისად SDXC ყველა თანამედროვე გაჯეტთან მუშაობისთვის დაფორმატებას საჭიროებს.

აღნიშნული მოდელი, გარდა დიდი მოცულობისა, Class 10 სისწრაფით გამოირჩევა.

ჩვენ დავტესტეთ Kingston SDXC 64 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი და მივიღეთ საკმაოდ მიმზიდველი შედეგები.

იმისთის რომ, ბარათს მაქსიმალურად სწრაფად ემუშავა, ჩვენ გამოვიყენეთ ბარათის წამკითხველი Kingstone MobileLiteG4 с USB 3.0.

Adamiტესტის შედეგებმა გაამართლა ყველა მოლოდინი: წაკითხვის სიჩქარე - 94 მბ/წ, ჩაწერის-75 მბ/წ, ეს, რა თქმა უნდა, შეესაბამება მეათე კლასის მეხსიერების ბარათების შედეგებს.

ასევე ჩატარდა ტესტირება ფოტოაპარატიდან კოპირების სიჩქარეზე. შედეგად, 150 ფოტოს კოპირებისთვის (JPG ფორმატი, მაღალი გაფართოება) საკმარისი იყო 1 წუთი, ხოლო 15 წუთიანი ვიდეო რგოლის გადმოსაწერად კი, 5 წუთზე ნაკლები.

SDXC სერიის მოდელს აქვს 64 გბ. მოცულობა და 10 მბ/წ სიჩქარე (Class 10 UHS-I), რაც საკმაოდ მაღალი მონაცემებია.

ბარათის კომპლექტი რამდენიმეგვარია, შეიძლება, შეგხვდეთ საბაზისო ვარიანტი, სადაც MicroSD-ს მოყვება დიდი SD გადამყვანი. მისი საშუალებით ბარათის მოთავსება შესაძლებელია SD ბუდის მქონე პორტატულ მოწყობილობებში: ციფრულ ფოტოაპარატში, მობილურ ტელეფონში, ნოუთბუქში, ვიდეოკამერაში და ა.შ.

Adamiარსებობს ასევე გაფართოებული კომპლექტიც, სადაც დამატებით USB გადამყვანს ნახავთ.

ეს საშუალებას მოგცემთ, შეაერთოთ ბარათი ნებისმიერი USB გადამყვანის მქონე მოწყობილობასთან.

დასკვნა:
თუ თქვენთვის არასაკმარისია გაჯეტის შიდა მეხსიერება, ქინგსტონის SDXC10/64 ბარათი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია.

მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ მეხსიერების მოცულობის გაზრდას არც თუ დიდი დანახარჯით.

აღსანიშნავია, რომ SDXC სერიის ბარათებს, 64 GB მეხსიერებით, აქვს Class 10 UHS-I სიჩქარე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ასეთი პატარა ბარათისთვის.

R
FaceBook Twitter Google ბეჭდვა
5398 — ორი კვირის განმავლობაში ამდენჯერ აგზავნის შეტყობინებას ადგილმდებარეობის შესახებ შენი სმარტფონი.
უმშვენიერეს სერბეთში შექმნეს ძალიან საინტერესო სასატუმრო - პორტი, რომლის ნავები წარმოდგენილია მცურავი ოთახებით.
ვიდეო აიწყო ფოტოებიდან, რომელიც მოწყობილობა Opportunity-მ გადაიღო
ჩამოთვლილი აეროპორტები საკმაოდ განსხვავდება სტანდარტულებისგან
ხშირად ხდება ისე, რომ მომხმარებელს YouTube-ზე ნანახი რგოლი ძალიან მოსწონს და არ იცის, როგორ გადმოიწეროს ის საკუთარ კომპიუტერში
ქინგსტონის ახალი კოლექცია HyperXFury მზადაა შეავიწროვოს HyperX Blu-ის მოდელი და დაიკავოს ლიდერის პოზიცია
გიფიქრიათ თუ არა, ოდესმე მუსიკა სულ სხვანაირად აღგექვათ? ეს კლიპი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა
დიზაინერმა რიჩარდ კლარკსონმა ძალიან ორიგინალური და უჩვეულო ჭაღი შექმნა
ჩანაფიქრის თანახმად, ჟანგბადი ნახშირორჟანგიდან წარმოიქმნება.
ვიდეო
სიახლეების გამოწერა
წერეთლის გამზირთან, კედია 10ა...
იყიდება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ...
ქირავდება მთაწმინდის პარკის მიმდება
იყიდება კომფორტული ბინა საუკეთესო...